თრუსოს ხეობას შველა უნდა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by mika » 14 სექ 2005, 14:41

ეს თემა დავაკოპირე ბოკედან ავტორის ნებართვით....

ავტორია vaso.....(ზოგი იცნობთ ალბათ)


ალბათ ყველა ნამყოფი თუ არა ხართ, გაგონილი მაინც გექნებათ ამ უნიკალური ხეობის შესახებ. ორი სიტყვით ეს არის კავკასიაში (იქნებ ევროპაშიც კი) ვულკანური ქმედების თავისებური, ნარჩენი მოვლენებით მდიდარი ხეობა. ეს არის თერგის სათავე და კასარას ხეობამ სადაც თერგი ყველაზე ვიწრობში მიედინება. ლავებისგან შემდგარი უზარმაზარი კედლების შუიდან პატარა ჩანჩქერები გადმოედინება. აქ ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება მინერალური წყაროები, რომელთაც სხვადასხვანაირი შემადგენლობა აქვთ და მათგან დიდი ნაწილი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. აქვეა ფერადი ტრავერტინების (კალციუმიანი დანალექები) მოქმედი ველები, აბანოს ლაჟვარდოვანი მუნერალური ტბა სისხლისფერი ნაპირებით, კეტრისის მინერალური წყლის მდინარე (დაახლოებით ვერეს ხელა), რომელიც თერგიდან 4 კმ-ში ამოდის მიწიდან. ამ მდინარეზე უძველესი წისქვილების კასკადების ნახვაც შეიძლება. აქვეა საჯიხვეები და სხვა ძალიან საინტერესო ადგილები (ალბათ ბევრი გამომრჩა და იქნებ დაამატოთ).

სწორედ კეტრისის მდინარეს დააგეს თვალი. აქედან ნახშირორჟანგის ამოღებას და თურქეთში(!) გაყიდვას აპირებს შპს კასარა, რომლის ასავალ-დასავალი მხოლოდ გუბერნატორმა, ყაზბეგის გამგებელმა და გარემოს დაცვის სამინისტროში იციან, მაგრამ მალავენ. პრივატულ საუბარში გუბერნატორმა და გამგებელმა განაცხადეს, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია, ლიცენზიასაც წინ არაფერიდაუდგება და წარმოებაც უნდა გაიხსნას. ეს თურმე ხევის გადარჩენის ერთადერთი(!) შესაძლებლობა ყოფილა. ხალხიც გააბრუეს და ოქროს კოშკებს დაპირდნენ. რაც გამოდის ხოლმე ასეთი საქმეებიდან, ყველამ კარგად იცის.

ვინც ნამყოფია თრუსოში, კარგად წარმოიდგენს, თუ რა ზარალი მიადგება ამ საწარმოს გახსნით უნიკალურ ხეობას, წარმოიდგენს ბალონებით დახუნძლული მანქანები რას დამართებენ ამ ადგილს. რას უზამენ მდინარე კეტრისს, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. ტურიზმისათვის (როგორც ეკოლოგიური, ასევე გეოგრაფიული, მინერალოგიური, ვულკანოლოგიური და სხვ.)ზედგამოჭრილ ამ ადგილს ნაკრძალის სტატუსიც მოუხსნეს, როგორც კომუნისტურ გადმონაშთს.

მაქვს წინადადება, იქნებ მოხერხდეს თრუსოს ხეობაში ორდღიანი ექსპედიციის გაკეთება. გადავიღოთ, დავწეროთ და მივიქციოთ საზოგადოების ყურადღება, ~თორემ ისეა ხალხი ჩართული ორი ლაზღანდარას (რამიშვილ-ბექაურის) პრობლემებში, რომ მართლა ღირებული რაც არის, შეიძლება თვალდახელს შუა დავკარგოთ!
medical student

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by Kakha » 14 სექ 2005, 14:45

როდის მივდიმართ?

User avatar
mika
იეტი
Posts: 1449
Joined: 26 მაი 2005, 20:50
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by mika » 14 სექ 2005, 14:52

Kakha
არ ვიცი .... აუცილებლად შეგატყობინებთ თუ წავედით....
medical student

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by David » 14 სექ 2005, 15:11

Kakha
mika


ამ თემაზე კვირის პალიტრაშიც იყო სტატია ამას წინათ. სანდრა თვალჭრელიძე რაა ექსპერტი ის წერდა. თურქეთამდე ნახშირარჟანგის მიტანა ზაან ზვირი ჯდება თურმე და აფიარაა და ფულის გათეთრებას აპირებენა. აზრზე ხართ? ვიღაცის გასიებას უნდა შეეწირას თრუსას ხეაბა!!! ეგეთ რამეებს რომ ვგებულაბ მინდა ხოლმე რომ რაღაც ქართული გრინპისის მსგავსი არსებობდეს.
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by Gvalva » 14 სექ 2005, 15:30

მე ესეთ აქციებზე მეტად თავშეკავებული ვარ, იმიტომ რომ სპეციალობით არაფერი გამეგება და სხვისი ნათქვამით მტყუან-მართალის გაგება მიჭირს. თრუსოს ხეობაში კი დიდი სიამოვნებით წამოვალ და თუ რამე შემიძლია ყველაფერს გავაკეთებ, მერე კი სპეციალისტებმა თქვან თავისი აზრი.

თუ გინდათ ერთობლივი გასვლა გავაკეთოთ, თუ გინდათ ცალ-ცალკე. მე ორივე შემთხვევაში თანახმა ვარ.

David
მაწანწალა
Posts: 382
Joined: 17 ივნ 2005, 19:08
Location: Tbilisi
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by David » 14 სექ 2005, 15:37

წავიდეთ, წავიდეთ...
"Ã￾‘Ã￾µÑ€Ã￾µÃ￾³Ã￾¸Ñ‚Ã￾µ Ã￾ŸÑ€Ã￾¸Ñ€Ã￾¾Ã￾´Ñƒ - Ã￾Å“Ã￾°Ñ‚ÑŒ Ã￾’Ã￾°ÑˆÑƒ!!!"

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by ლეონტი » 30 ოქტ 2008, 10:39

შარშან რო ვიყავით 1 ჭაბურღილი უკვე დარტყმული აქვთ გზის პირას , საიდანაც არნახული წნევით ასხამს მინერალური წყალი და მერე გზაზე მოედინება, მთელ მდინარეს ქმნის.
რაღაც სიმახინჯეებს აშენებდნენ, თან ეჭვის თვალით გვიყურებდნენ რადგან იციან საზოგადოების უარყოფითი განწყობა თრუსოს ხეობის საღორედ გადაქცევისადმი.

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by teo- » 30 ოქტ 2008, 14:46

auuuuuuuuuuuuuuuuuu

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by kiki » 30 ოქტ 2008, 16:51

David wrote:წავიდეთ, წავიდეთ...
+1

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 ნოე 2008, 17:34

არც ისე წვიმს, როგორც ქუხს.
ძნ გთხოვთ, დაუზუსტებელი ცნობებისგან თავის შეკავებას.
იქ მართლაც იღებენ ნახშირ2ჟანსგს.
ვინმე დაფიქრებულა, ისევ ამ ნივთიერების ამოღება სჯობს თუ მისი არამოღებით ბუნებაში ჩაკარგვა?
მთავარი საკითხი ამოღება კი არა, გაკონტროლება და ზომიერება უნდა იყოს, რომ მომხმარებლობით გარემოს ზიანი არ მიადგეს,
თორემ ბუნება სიკეთეებს რომ იძლევა, უნდა გამოიყენო.
როგორც ამიხსნეს, ჯერ-ჯერობით, თრუსოს ხეობას ამ მხრივ საფრთხე არ ექმნება.
ნეტავ ეს სამუშაოები გაფართოვდეს კიდეც, რომ სა1ოდ
დაცლილ ხეობაში ეკონომინტერესების გამო, მოსახლეობა დამკვიდრდეს.
უბრალოდ, თუ სამუშაობები გაკონტროლდება, საშიში არაფერია.
ნახშირ2ჟანგს ძირითადათ ის ქართული კომპანიები იყენებენ, რომლებიც გაზიან სასმელს ამზადებენ.
მართალია, თემა 3 წლის წინათ არის გახსნილი, მაგრამ მას შემდეგ დაზუსტებული ცნობები არ გამოქვეყნებულა.
ლეონტი მართალია, რომ რაღაც სიმახინჯეებს აშენებენ, თუმცა, ამას ბუნების განადგურებასთან შეხება არ აქვს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 06 ნოე 2008, 17:50

ესეც სულ ახლახანს გაღებული თრუსოს ხეობა

Image

Image
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by ლეონტი » 06 ნოე 2008, 19:36

GAMARJOBA SAKARTVELO
საქმეც მაგაშია, რომ ადგილობრივებს არა ხეირი არ ექნებათ.
ადგილობრივ მწყემსებს ვესაუბრე და მალე ამ ხეობიდან აგვახვევიებენო.ყველა აქ თავის ინტერესზე ფიქრობს და ტავის ხალხი მოყავსო.
ადგილობრივებზე არავინ ფიქრობსო, უკმაყოფილო იყვნენ, მგელი დაგვერია იმდენია და მოკვლისთვის 400$ ით გვაჯარიმებენო.
მაგას რად უნდა მტკიცება რა ტბილისი თურქი მუშახელით გაივსო, როცა ჩვენები კაპიკებისთვის მონებად გარბიან ტურქეთში და სხვაგან, ამ დღეებში 1 ახლობელი ჩამოვიდა სტამბულიდან, მონად იყო სამრეცხაოზე, როგორც წავიდა ისე ჩამოვიდა, ძირითადად ვერაფერი მოიგო, ინფლაციაც დაემთხვა.
აგერ მიბრძანდით რუსთაველზე და ყური დაუგდეთ უბრალო მუშები ივერიის სასტუმროში რა ენაზე ლაპარაკობენ, როცა ჩვენი მუშების არმია მშიერი და დაუსაქმებელია.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 01 აგვ 2009, 01:26

მგონი, თრუსოს ხეობა მართლაც გადასარჩენი გვაქვს.
მარიონეტი კოკოითი აცხადებს, რომ თრუსო ოსური მიწა-წყალია და
მისი დაბრუნება გვინდაო.
ცინიზმი წარმოგიდგენიათ?
თრუსოს წართმევა გუდაურს იქითა ყაზბეგის
ტერიტორიის ალყაში მოქცევას ნიშნავს.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
pauna
მაწანწალა
Posts: 1991
Joined: 29 მარ 2005, 10:49
Location: ვარკეთილი
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by pauna » 01 აგვ 2009, 02:06

კა მე უშავლი :) :) მეტი რა გითხრად




ისადა თრუსო კიარა საქართველოა გადასარჩანი :( :( :(
ImageImage

User avatar
დათო
მაწანწალა
Posts: 444
Joined: 29 მარ 2008, 17:24
თრუსოს ხეობას შველა უნდა

Post by დათო » 03 აგვ 2009, 19:01

GAMARJOBA SAKARTVELO
თრუსოს წართმევა გუდაურს იქითა ყაზბეგის
ტერიტორიის ალყაში მოქცევას ნიშნავს.
ეგ არის კოკოითის მეშვეობით გაჟღერებული რუსული ჩანაფიქრის არსი. აბა თავად ცარიელი ხეობა კი არ სჭირდებათ.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]