Mr. Zorro wrote:ისე იქ დამავიწყდა მეკითხა და ვინმემ გაიგო დილის 7 საათზე ამ პატრუოლს რა უნდოდა?

დილით , როცა რესპუბლიკის მოედანზე ვიკრიბებოდით -
პატრული დაგვადგა თავზე -
- ექსკურსია ხართო?
- კი თქო , რატო გვეკითხებით თქო -
- არა გვაინტერესებსო -
- ნუ ღელავთ, მიტინგს ნამდვილად არ ვაწყობთ თქო...
მაგრამ მიტინგი და პროტესტი კინაღამ მართლა დაგვჭირდა...
თამაზის შევუთანხმდი ამ გასვლაზე.
თამაზი წავიდა ტაოში -
და დაურეკა ამირანს და დილით ამირანი უნდა მოსულიყო
(ამირანმა წაგვიყვანა წინაზე გავაზში)
ამირანს შვილი გაეპარა წინა დღეს (ანუ გათხოვდა)
და ამირანმა გამოუშვა სხვა - უცხო.
ვინცხა ბექა.
ეს ბექა აღმოჩნდა ტუმბოჩკა-
ამ სიტყვის სრული გაგებით...
ჰოდა მირეკავს დილით ცხრის ნახევარზე ბექა -
და მეუბნება -
მანქანა გამიფუჭდაო...
აქეთ ვეცით - იქით ვეცით -
იქნებ 41-ის ბოლო გაჩერებზე მარშრუტკა ვიშოვოთო...
საერთოდ არ იდგა დილით ელბაქიძეზე მარშრუტკები...
მერე დარეკა ბექაიამ - გავაკეთე და მოვდივარო...
მოკლედ ყველა ადგილზე ვიყავით დილით მძღოლის გარდა..
კინაღამ ჩაიშალა...
რა თქმა უნდა დილის სუსხით გავიყინეთ -
ცალკე მეგზური მირეკავს 15-ჯერ-
"ტრასაზე ვდგევარ რამდენი ხანია, სად ხართ ამდენი ხანი -
გავიყინე
და თანაც უკვე შემამჩნიესო..
მიპიპინებენო..!!"
მოკლედ რომ ჩავჯექით მანქანაში -
სულ აი ასეთ ხასიათზე დავდექით...
ეს ფოტო არყის რეკლამად გამოდგება...