რას ამბობ, რა მადლობა, ჩემო კარგო.MIRANDA wrote:ნისლიანი ხორნაბუჯი და სიღნაღი, მართლაც ზღაპრული იყო.... სიღნაღი იყო უუუუუუულამაზესი!!!! არაჩვეულებრივი, სუფთა ჰაერი, სასიამოვნო ამინდი (ვისთვის როგორ... ჩემთვის სასიამოვნო იყო).. ზღაპრული გარემო..
მე, პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ გუშინდელი გასვლა შედგა... 45+2 ადამიანი ვიყავით... მგონი შეიძლება ითქვას, რომ ხევსურეთის გასვლის რეკორდი მოიხსნა (იქ 46-ნი ვიყავით).... (თუ იმის მერე სხვა რეკორდიც იყო??)
GAMARJOBA SAKARTVELO
ძალიან დიდი მადლობა თემა რომ გახსენი...
ამის გარდა იმდენი რამის გამო მინდა და უნდა გადაგიხადო ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩამოთვლას აღარ დავიწყებ, მთელი გვერდი აივსება ...
შენი წყალობით, შესანიშნავი გასვლა გამოვიდა.
მართალია, ნისლიანი კადრები ყველას მშვენიერი გამოუვიდა, მაგრამ რაღაცნაიარად, მინდოდა, უნისლო ხორნაბუჯი გენახათ.
ისე უკიდეგანო სივრცეები, კავკასიონის ჩალაგებული მხრები და ზედ ხორნაბუჯის ცხვირწინ კოხტად დასკუპებული
ბორცვები რომ გენახათ, სილამაზესა და ზღაპარზე მაშინ ვისაუბრებდით.
რაც შეეხება რეკორდს, მგონი, ხევსურეთის რეკორდი განმეორდა. როგორც მახსოვს, იქაც 47შნი ვიყავით შენიანად.
სანახავია ეგ თემა.
სჯობს, სჯობს და ამის შემდეგ, შესაფასებლად "ქულა" ვიხმაროთ და არა "ბალი".amigo wrote:
მე ლაშქრობას 10 ქულით ვაფასებ
ისე ქულებზე გამახსენდა - არ ჯობია ლაშქრობები ქულებით შევაფასოთ და არა "ბალებით"?