გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by Naia » 19 ნოე 2007, 00:32

paata_ wrote:Naia

6-ზე შეიძლება ჯერ არ იყოს იქ
:roll:

მაშინ სამშაბათს დილით....

User avatar
ninia
მაწანწალა
Posts: 326
Joined: 10 ივლ 2007, 02:18
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by ninia » 19 ნოე 2007, 00:34

გული დამწყდა კი არა ..... მასეთი ადამიანები ძალიან, ძალიან დიდხანს უნდა ცხოვრობდნენ.
ყველანაირად ვეცდები თქვენთან ერთად წამოსვლას.

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 19 ნოე 2007, 13:17

გული მიგრძნობს, არ გასცნობიხართ დღევანდელი შეკრების შესახებ ინფორმაციოს.

დღეს 19:00ზე ვიკრიბებით ქაშუეთის გაჩერების სტენდტთან, რომ 1ად მივიდეთ გოდერძი ჩოხელის პანაშვიდზე

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by გვალდა » 19 ნოე 2007, 13:45

შემოგიერთდებით. 7-ზე გაჩერებასთან ვიქნები.
სვანეთოლოგი

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by NINUCA » 19 ნოე 2007, 13:47

მე უკვე დავაფიქსირე ჩემი აზრი და ერთხელ კიდევ დავადასტურებ, 19:00 სთ-ზე გაჩერებასთან ვიქნები

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 21 ნოე 2007, 03:11

კარაველების ნაწილი მართლაც შევიკრიბეთ და პატივი მივაგეთ ამ დიდი ადამაიანის ხსოვნას.

ასევე, გავცინით 2 ახალი და მშვენიერი კარაველი ნინუცა და ნამც3ცუნა,
დააკავირდით, სულ ც-ები და ნ-ები რომაა გარეული?

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by paata_ » 11 დეკ 2007, 17:09

დღეს 18:00 შარდენის 19-ში არის გოდერძი ჩოხელისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა და ფილმის ჩვენება

User avatar
გვალდა
იეტი
Posts: 2222
Joined: 15 ივლ 2004, 12:49
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by გვალდა » 11 დეკ 2007, 17:54

paata_
ამაზე მინდოდა მეკითხა, და დაგიწერია უკვე.
სვანეთოლოგი

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by namcecuna » 11 დეკ 2007, 17:56

17:55
ახლა შემოვიხედე :(
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by nusa » 11 დეკ 2007, 18:02

ეჰ, რა დროს გავიგე?!!!.... :cry:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 29 ოქტ 2008, 04:24

2008ის 16 ნოემბერს გოდერძი ჩოხელის გარდაცვალებიდან 1 წელი გადის...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2290
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by tamuna_gudarexi » 20 იან 2010, 14:36

გოდერძი ჩოხელი

წერილი გაზეთ "კვირის პალიტრას" პროექტისათვის "გზავნილი მომავალში"

"კვირის პალიტრის" საუკუნის პროექტი "გზავნილი მომავალში" გრძელდება. 2010 წლის ადრესატები მიიღებენ საუკუნის დასაწყისში სიყვარულითა და სასოებით დაწერილ ბარათებს. ამჯერად "პალიტრა-რჩეულიდან" გთავაზობთ 10 წლის წინ საგანგებოდ ამ პროექტისთვის დაწერილ გოდერძი ჩოხელის გზავნილს, რომელიც დღეს ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მისი ეს გზავნილი მარადიულად დარჩება სრულიად საქართველოს მეხსიერებაში.

აი, მიილია ორიათასი წელი და სადაცაა მესამე ათასწლეულში შევაბიჯებთ ქართველები, ურთიერთწაკიდებულნი, მტერგახარებულნი, ფუძეჩაბნელებულნი, შეშინებულნი და ათრთოლებულნი შევდივართ მესამე ათასწლეულში. - რა იმედით?

- ღმერთის იმედით, დაილოცოს მისი სამართალი, ღმერთი ხომ ყოველთვის მოგვხედავდა ხოლმე გაჭირვებაში მყოფ ქართველებს და როცა არსაიდან იმედი აღარ იყო, მაშინ მოგვივლენდა დიდ მამულიშვილებს გადასარჩენად. ჯერჯერობით კი სატანა მძლავრობს და ტაშფანდურა აქვთ გამართული ღვთისმშობლის წილკურთხეულ საქართველოში ეშმაკის ტარტაროზებს.

ასე ვხვდებით მესამე ათასწლეულის დადგომას და უფრო უარესად.

კაცი ყოველთვის ვერ ამბობს იმას, რასაც განიცდის და ალბათ დღევანდელი ქართველებიც ბევრ რამეს დაუმალავენ მომავალ თაობებს. დაუმალავენ თუნდაც სირცხვილის გამო - რას იტყვიან ჩვენი შვილები, როცა მომავლიდან გამოგვხედავენ?

განა შეიძლება ადამიანებმა ასეთ დღეში ჩააგდონ თავისი სამშობლო!!!

ეს ჩვენ ვართ, ჩვენი მომავლების "დიდი" წინაპრები, ყველაფერს რომ ვუჭამთ, ყველაფერს რომ ვუყიდით: მიწას, წყალს, ტყეებს, ადათ-წესებს, რწმენას, ეროვნებას, წარსულს, მომავალს...

მეშინია. ქუჩაშიც მეშინია, სახლშიც, დღეც, ღამეც. რაღაცა მაკრთობს, რაღაცა მაელდებს.

ეს არ არის სიკვდილის შიში. ეს უფრო ჩემი და ჩემნაირი ქართველების უმწეობის, უმაქნისობის შიშია. სიკვდილისა კი ნამდვილად არ მეშინია. თითქოს იმისი ცელის შრიალსაც კი ვგრძნობ ჩემს ახლომახლო და ეს ხმა ოდნავადაც არ მაკრთობს, იმედიც კი მაქვს: მოვრჩები ამ სატანჯველს და წავალ იქ, სადაც ჩემი წინაპრები არიან, იმათთან კი რისიღა უნდა მეშინოდეს?!

თან იმედი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ორიათასოცდახუთი წლის გაზაფხულზე მოვა ჩემი შვილიშვილი ჩემს საფლავზე, იების კონას მომიტანს და თვალებგაცისკროვნებული მეტყვის: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ჩემი შვილიშვილი საქართველოს ბედნიერებით იქნება ბედნიერი. არ ექნება უსუსურობის განცდა, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართველია და ვერ წარმოიდგენს, როგორ მტკიოდა გული, როცა მესამე ათასწლეულის პირველ ახალწელს უსიხარულოდ, ანდა მოჩვენებითი სიხარულით ვხვდებოდით ქართველები. როცა ერთმანეთს ვკლავდით, ვძარცვავდით. მას არ ეცოდინება, როგორ მტკიოდა გული, როცა ერთხელ მამამისმა, სამი-ოთხი წლის რომ იყო, როგორ მთხოვა: - მამიკო, შენთან ერთად წამოვალ რა მეც ქუჩაში!

მე შევყოყმანდი. ის ფიქრს მიმიხვდა და დამაიმედა: - ნუ გეშინია, ჯიხურებთან არ გეწუწუნები, "ჟუვაჩკა" მიყიდე-მეთქი, ოღონდ წამიყვანე, შენთან ერთად მინდა სიარული.

რა თქმა უნდა, ჩემს შვილიშვილს ის არ ეცოდინება, და ვერ გაიგებს, რატომ არ უნდა მეყიდა მამამისისთვის "ჟუვაჩკა", ანდა რატომ იდგნენ ქუჩაში ჯიხურები. მას არ ეცოდინება, როგორ ვიდექი საათობით, დღედაღამ პურის რიგში და რამდენჯერ ჩემ წინ გათავდა, არ შემხვდა ის ტალახივით პური, სახლში მისულს კი შვილის მომლოდინე თვალები შემომეფეთა და მერე, როცა დასაძინებლად დავწექით, ყურში წამჩურჩულა:

- მე სულაც არ მშია, მამიკო!

ჩემს შვილიშვილს არ ეცოდინება, რომ როცა მამამისი პატარა იყო და ფეხბურთის სკოლაში დადიოდა, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში, თურმე ჩემგან მიცემულ გზის ფულს ინახავდა, თვითონ ფეხით დადიოდა, რომ ბურთის საყიდელი ფული შეეგროვებინა; მე კი ხანდახან გაჭირვებას ვერ ვუძლებდი და დავთვრებოდი ხოლმე, უკანასკნელი მათხოვარივით დავეგდებოდი ქუჩაში, თითქოს ამით ჩემს უსუსურობაზე ჯავრს ვიყრიდი, სინამდვილეში კი მარტო ახლობლებსა და ოჯახს ვუკლავდი გულს. ერთხელ, ის ნაგროვები ფული ფეხით რომ დადიოდა და გზის ფულს ბურთისთვის ინახავდა, სასმელში დავუხარჯე.

იმედი მაქვს, ჩემს შვილიშვილს საქართველოს უახლოეს ისტორიას სიმართლით ასწავლიან და ის და მისი ტოლები ალბათ ბევრ რამეს გვაპატიებენ. გვაპატიებენ, როგორ დავუკარგეთ საქართველოს ულამაზესი კუთხეები და მერე ბრძნულად გავიძახოდით: - ჩვენ არა! ჩვენ არა! ჩვენმა მომავალმა თაობამ უნდა დაიბრუნოს, რაც დავკარგეთო.

გვაპატიებენ, ჩვენი შვილიშვილები, ბევრ რამეს გვაპატიებენ. ყვავილებსაც მოგვიტანენ და საფლავის ქვაზე დაგვიწყობენ; აი, მე ხომ ახლავე ვხედავ, როგორ მოაქვს ოცდახუთი წლის მერე ჩემს შვილიშვილს იების კონა. ღმერთო, მაპატიე, რატომღაც სურვილი მაქვს, რომ ოცდახუთი წლის მერე, ჩემს საფლავზე მოსულ შვილიშვილს უხაროდეს, რომ მე პაპამისი ვარ, მე, რომელიც ასეთ საქართველოს ვუტოვებ მას?!!

ის კი იებით მოდის ჩემს საფლავზე და მეუბნება:

- აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

იქნებ, ჰგონია რომ მაგარი ვიყავი? ეს არის სიმაგრე?

ვხედავ და ვერაფერს ვამბობ.

მესმის, რაც ხდება და ყრუ ვარ, თითქოს არაფერი არ მესმოდეს.

მეშინია. შიში განაგებს ჩემს არსებობას, საქართველოს კი დაახლოებით ასე გამგებლობენ:

- ეს ქალაქი ვისია?
- ჩემ და ჩემი ძმისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი შვილებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი ძმიშვილისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი მძახლებისია!
- კიდევ, კიდევ ვისია?
- ჩემი კლანებისია!
- საქართველო ვისია?
- ალაგ-ალაგ სხვისია,

დანარჩენი, ბიძიაჩემ და ჩემი ძმისია მეტი არავისია ჩვენ გვეკუთვნის ნისიად!

ეს მართალი კი არ გეგონოთ, ეს "ქალაქობანას" თამაშია, ასე თამაშობენ ზოგიერთი "მოქალაქეები" საქართველოში ორიათას წელს და თამაშ-თამაშით ეგებებიან მესამე ათასწლეულს.

ვხედავ და მესმის, ცელის შრიალით, როგორ მიახლოვდება სიკვდილი. მეშინია.

სიკვდილისა კი არა, იმისი მეშინია, ვაითუ ისე წავიდე ამ ქვეყნიდან, ჩემს შვილიშვილს ისე გავუპარტახო საქართველო, იის ძირ-თესლიც კი გავუწყვიტო და ორიათასოცდახუთ წელს, სხვა ქვეყანაში საყიდელი გავუხადო იების თაიგული.

მეშინია და თან იმედს ვიტოვებ, რადგან აქედან ვხედავ როგორი გაღიმებული და ბედნიერი მოდის ჩემს საფლავთან ჩემი შვილიშვილი. საფლავზე ახალდამშრალ მზორეში მოკრეფილ იების კონას დადებს და მეუბნება: - აი, პაპა, მოგიტანე შენი საყვარელი იები!

ღმერთო, ნუ მომიშლი ამ იმედს!

გოდერძი ჩოხელი, 2000 წ.

http://www.kvirispalitra.ge/
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოდერძი ჩოხელი გარდაიცვალა

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 30 იან 2010, 02:44

tamuna_gudarexi
წავიკითხე გოდერძის წერილი, 10 წლის წინათ დაწერილი.
მომეჩვენა, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ გრძნობდა სიკვდილს...
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]