’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 26 ოქტ 2008, 10:57

GAMARJOBA SAKARTVELO

დიდი მადლობა, გოგა.

სურათებს აუცილებლად დავდებ. უბრალოდ ეს ყველაფერი ისე სპონტანურად და ისე ჩქარა მოხდა... :) .
წერას საერთოდ არ ვაპირებდი და შესაბამისად, სურათებიც არ აღმომაჩნდა.

ამ ხარვეზს უახლოეს მომავალში აღმოვფხვრი :)
შინაარსის მიხედვით თემატურად ჩავყრი სურათებს

:)



იმედია, ეს ყველაფერი გაინტერესებთ და ზრდილობის გულისთვის არ ხართ ჩემს მიმართ კეთილგანწყობილნი

:)
esec gaivlis....

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by ele » 26 ოქტ 2008, 11:55

ქ-ნ ლალი


ძალიან ძალიან თბილად ტკბილად და რბილად ჰყვებით

ისეთი ოჯახური სიტუაციაა რომ. . . 8)




ზრდილობა მართლა არაფერ შუაშია. . .

აი კეთილგანწყობილნი კი ნამდვილად ვართ . . .


ასე გააგრძელეთ და არ დაკომპლექსდეთ :wink:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 26 ოქტ 2008, 12:07

ele


:oops:

გმადლობ, ჩემო კარგო :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 26 ოქტ 2008, 12:42

აბა, გავაგრძელებ მაშინ :)


მეგრული ოდა, ფაცხა...

სამეგრელოს სოფლის ეზოებში აუცილებლად ორი სახლი დგას. ერთი სამზადია (’’ქუხნა’’) და მეორე, საკუთრივ, საცხოვრებელი სახლი.

ძველად გლეხებს მხოლოდ სამზადი ედგათ; ძალიან ღარიბებს - ფაცხა, უფრო შეძლებულებს - ხის ’’ქუხნა’’, მთლად შეძლებულ გლეხებს კი თავად -აზნაურთა მსგავსად - ოდა სახლი.

ოდა აუცილებლად ფეხებზე იყო შემდგარი და 3-4 საფეხურიანი კიბე ჰქონდა შუაში. აივანი ორნამენტული რიკულებით იყო დამშვენებული. სწორედ ასეთი ორი სახლია შემორჩენილი ჩემს სოფელში.
ერთი ცნობილი პროფესორის, ისტორიკოს სერგი ჭილაიასი და მეორე, იმ ადგილებში სახელგანთქმული ’’საყმაწვილო’’ წამლის დამამზადებლის - ნინა ბებიასი :) .

სწორედ, ნინა ბებიას ეზოში და მის ოდაშია გადაღებული რამოდენიმე კადრი ფილმიდან ’’ბათუ ქექია’’. ( ბარემ, აქვე ვიტყვი, ამავე სოფელში, მეზობლად ცხოვრობდა 1988 წელს ტრეღიკულად დაღუპული 28 წლის ახალგაზრდა, ნიჭიერი პოეტი - თამაზ ბაძაღუა, მხოლოდ რამოდენიმე წიგნის გამოცემა მოასწრო...)

მაშ, ოდა...

ადრე ხალხი ხის სახლებს აშენებდა. ჯერ ერთი, აგურიც არ იშოვებოდა და მეორეც, ხე - ჯანმრთელი მასალა იყო.
სამეგრელოში ნესტი იცის და ამიტომ ცდილობდნენ ხის ყოფილიყო კედლები, რათა სწრაფად გამომშრალიყო ( ქვის კედლებს ნესტი ობს უჩენს )

აი, ასეთი სახლი დგას ჩემს ეზოშიც, ცოტა გათანამედროვებული, მაგრამ მაინც ძველი, ხისა - 150 წლისაა, ბებიაჩემის ნამზითვარი :D

...
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 26 ოქტ 2008, 12:58

ნესტზე უნდა ითქვას.
ხშირი წვიმებისაგან ყველაფერს ხავსი მოსდებია, ხეების ვარჯი სულ მწვანეა ხავსისა და მღიერებისაგან.

მიწას ღრმად ვერ ამოთხრი, მაშინვე წყლით ივსება. ამიტომაც, ჩემო ბატონო, :D ის ნაგებობა, რომელიც შექმნილია ყოველდღიური საჭიროებისათვის და სადაც ’’თვით მეფენიც თავიანთი ფეხით დაბრძანდებიან’’ :wink: დროებითია ხოლმე და ყოველ მეორე- მესამე წელიწადს გადააქვთ სხვადასხვა ადგილას :D ( ამაზეც ხომ უნდა დამეწერა? :D )

что естественно, то не безобразно :D

ასე არაა? :D :D :D
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 26 ოქტ 2008, 14:57

გინახავთ ხურმის ჩირის ’’ფარდა’’ აივანზე ბოძებს შორის გაბმული? :)

ასე, მგონი, მარტო სამეგრელოში იციან. შემოდგომაზე თლიან ხურმას და მსხვილ ძაფზე ასხამენ. ასე შრება ხურმის ჩირი. მერე უკვე ზამთრისკენ ჩამოხსნიან და ტილოში გამოხვეულს ინახავენ.

თუ შეგიმჩნევიათ, ჩირი თეთრი ნაფიფქითაა დაფარული - ეს შაქრის ფიფქია, თავისთავად ემართება ასე :) . ( მაგრამ უნდა ითქვას, ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი გამყიდველი ხურმის ჩირს, რომელსაც აკლია გამოშრობა და შესაბამისად თეთრი ნაფიფქიც არა აქვს, პურის ფქვილში ამოგანგლავს და იგივე ეფექტს იღებს, ოღონდ გარეგნულად. ასეთი ჩირი გარედან ტკბილი არაა ) :(


ხის ოდის სასარგებლოდ კიდევ ვიტყოდი...

თქვენ ვერ წარმოიდგენთ ენითაუწერელ სიამოვნებას, როცა დილით გაღვიძებს ლამის ოთახში შემოჭრილ ხის ტოტზე დასკუპებული ჩიტის ჭიკჭიკი.

ხის გამომშრალი კედლები ვერ იჭერენ დილით, რიყის ქვებით მოფენილ შარაზე , საძოვარძე მიმავალი საქონლის ფლოქვების თქარუნის ხმას .
აქა- იქ გესმის მამლების ყივილი და პატრონს გადევნებული ძაღლის ყეფის ხმა.

გადაიხედები აივნიდან და მოცურავე ნისლში ნახავრადჩაძირულ სოფელს უმზერ, მზე... მზე ამოსულია, მაგრამ ვერ ხედავ, მთები ეფარებიან. ამით სარგებლობს ნამი და მარგალიტივით ბრწყინავს ყოვლადუბრალო, ჩვეულებრივ მრავალძარღვაზე ხალიჩასავით რომ მოდებია მთელს ეზოს...


მიყვარს სამეგრელო, მიყვარს და რა ვქნა :)
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 27 ოქტ 2008, 00:11

ცოტა რამეს ფაცხაზეც ვიტყვი.

მას თხილის ახალგაზრდა, დრეკადი ტოტებისაგან წნავენ, ისე თხმელის წვრილი წნელებითაც შეიძლება, მაგრამ თხმელა მალე ხმება და ყოველ წელიწადს თავიდანაა ჩელტები დასაწნავი.

ხშირ შემთხვევაში, ფაცხას სასიმინდეს ქვეშ აწყობენ. ( მერე რა გემრიელია იმ სიმინდის ფქვილისაგან გამომცხვარი მჭადიი :) )

ფაცხის დანიშნულება ისაა, რომ უამინდობისას არაყი გამოხადო. თან სამეგრელოში ორნახადი არაყი იციან, ხომ უნდა ამას დრო :)

კიდევ კერიაზე ღომი მოხარშო დიდი კარდალით, პარალელურად ცეცხლის პირზე გოჭიც შეატკუცუნო სარზე წამოცმული - ისე, არყის გამოხდის გარდა, ყველაფერ ამის გაკეთება ბუხარშიც შეიძლება. :)

ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ კერიაზე დანთებულ ცეცხლის კვამლში იბოლება საშობაოდ დაკლული ღორის სუკები და რა თქმა უნდა, კანაფით ოთხად გადაფსკვნილი მეგრული სულუგუნი !

ვაჰ! :D

ხო, ხო და კიდევ კუპატი !

ახლა კი მართლა ვაჰ!! :D

მეტი აღარ შეიძლება! :D

წავედი სამეგრელოში :D :D :D :D
esec gaivlis....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lama » 27 ოქტ 2008, 01:04

lali wrote:ცოტა რამეს ფაცხაზეც ვიტყვი.

:D
ძალიან ტკბილად მახსენდება ფაცხა ოჩამჩირეში და შიგ გამომცხვარი კუბდარები და ფეტვის ხაჭაპურები

მე მომიტევეთ, რომ შემოგეჭერით თემაში :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 27 ოქტ 2008, 01:08

lama


ამ შემოჭრის წინააღმდეგი სულაც არ ვარ :)

და საერთოდაც, რაცხა მონოლოგი გამომდის , მგონია :wink:


:)
esec gaivlis....

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lama » 27 ოქტ 2008, 01:11

lali wrote:lama


და საერთოდაც, რაცხა მონოლოგი გამომდის , მგონია :wink:


:)
ძალიან საინტერესო მონოლოგია ნამდვილად

დიდი ყურადღებით ვკითხულობ ამ თემას

დიდი მადლობა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 27 ოქტ 2008, 20:20

ზამთარ- ზაფხულ მწვანეა ჩემი სოფლის შემოგარენი წიწვოვანი და მარადმწვანე ტროპიკული ხეების ხარჯზე.
ძირითადად დაფნა და ბზა ხარობს.

ხშირად ჩემ თავზე გავბრაზებულვარ, აქ, თბილისში დაფნის ფოთოლი საყიდელი რომ გამხდომია.
იქ ამ მცენარეს, რომ იტყვიან, ყველაფერი მიაქვს. იმ დონეზე, რომ ხალხი, მათ შორის მამაჩემიც, ღობედ იყენებს დაფნის ბუჩქებს. ძალიან ხშირი განტოტება აქვს და შიგ, ვარიკა რაა, წიწილაც კი ვერ გაძვრება ზოგჯერ :D


სოფლის ირგვლივ მთის კალთები ბზის ხეებითაა დამშვენებული.
ბზა ძალიან ნელა იზრდება და წარმოიდგინეთ ბზის ხე - ალბათ, ასი წელი დასჭირდება პაწაწინა ბუჩქი ხედ რომ გადაიქცეს. :)

თამაკონის მთა, ზემოთ რომ ვახსენებდი, სიგრძეზე თეთრადაა დაღარული. თან ეს ’’ბილიკები’’ სიმეტრიულად და თანაბარი მანძილითაა დაშორებული ერთმანეთისაგან.
ადრე მიკვირდა და ეს ბუნებრივი მოვლენა მეგონა.

სინამდვილეში, ეს მოჭრილი ხის დასაცურებელი ღარები ყოფილა.
საკმაოდ წარმატებულად მუშაობდნენ აქ ხე - ტყის დამამზადებელი საწარმოები, იმდენად ’’წარმატებულად’’ რომ ნიადაგი გამოიფიტა, მეწყერიც არაიშვიათი სტუმარი გახდა იმ მთის კალთებზე შეფენილი სოფლებისათვის :(
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 27 ოქტ 2008, 22:55

ადრე გლეხი შეშას რომ ჭრიდა, ტყეს არაფერი ეტყობოდა. ახლა კი უკვე ეტყობა, ისეთი რაოდენობით გაიზიდა ჩვენი სიმდიდრე საზღვარგარეთ.

სოფელი თავის ტყეს უვლის. იცის რაოდენ მნიშვნელოვანია იგი მისთვის.

ახლაც ახსენებენ - ეს მონაკვეთი ამ კაცის ტყეა, აქედან იქამდე კი - იმისიო.

რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, სოფლის ტყე გლეხებს გადანაწილებული აქვთ.
არა , ოფიციალურად არავის არ დაუკანონებია საკუთრებაში, მაგრამ თაობიდან თაობას გადასცემდნენ თავის წილს და იქ ხის მოჭრა ’’პატრონის’’ უფლების გარეშე, ცოტა არ იყოს, უხერხულიცაა.

გლეხი თავის ტყეში ისევე საქმიანობს, როგორც თავის ყანასა თუ ვენახში. ხან ხილს ამყნობს ველურ საძირეზე, ხან სარებს ამზადებს ბოსტნისათვის, ხანაც თუთის ხის გასხეპილი ტოტები მოაქვს ციკნებისათვის. თან ეს თუთის ტოტები ისე უნდა წამოიღო მიწას არ შეახო, თორემ წყალში ჩაგეყრება მთელი დღის შრომა...
არ მიირთმევენ, ბატონო, ეს აზიზი ციკნები მიწასშენახებ ფოთოლს :)

ალბათ, გაგეცინებათ, საიდან მიხვდებიანო :)

მიხვდებიან, მიხვდებიან :) შესანიშნავი ყნოსვა აქვთ. თხა შეიძლება მშიერი მოკვდეს, მაგრამ მიწიდან არაფერს შეჭამს.

ამიტომაც მოტანილ ტოტებს სპეციალურ საკვებურზე ამაგრებენ.

აბა რავა , ბატონო !

:D :D :D
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 27 ოქტ 2008, 23:17

სამეგრელოში აკაციის ხე ძალიან ფასობს. ჯერ ართი, შესანიშნავი თაფლი მზადდება მისი ყვავილიდან ( თითქმის ყველა მოსახლეს რამოდენიმე სკა ანუ ფუტკრის რამოდენიმე ოჯახი ჰყავს )

მეორეც, აკაცია ძალიან გამძლე მასალაა.

მესამე, თუ თხმელის შეშა ზამთარში სამი ურემი დაგჭირდება, აკაციისა მხოლოდ - ერთი . მაგრამ მაინც ერიდებიან აკაციის შეშის ხშირ გამოყენებას და თხმელასთან ერთად ხმარობენ :)

ამიტომაც, თავიანთ ტყეში აკაციას დიდი რუდუნებით უვლიან გლეხები.

იმ ადგილს სადაც ბევრი აკაცია ხარობს ’’ლეოკაციე’’-ს ეძახიან


’’ლე’’ ნაწილაკზე უნდა ითქვას. მას ხშირად ხმარობენ რაღაცა ადგილის აღსანიშნავად.
მაგალითად: ლესიგუე -სოფელი სადაც სიგუები ცხოვრობენ,
ლეხაინდრაო - სადაც ხაინდრავები ცხოვრობენ,
ლესიჭინე - სიჭინავები ცხოვრობენ... და ასე შემდეგ.
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 27 ოქტ 2008, 23:56

მოკლედ, გლეხი შეშით თავისი ტყიდან მარაგდება.
საქონელსაც იმ ტყეში მიერეკება, კენკრასაც იქიდან ეზიდება , წაბლსაც და კიდევ ბევრ რამეს :)


სოფლის ტყეს კიდევ ერთი დანიშნულება აქვს. :)

ღორი, ’’სამშობიარო ტკივილები’’ რომ მოუვლის, რაც არ უნდა დაბმული , ჩაკეტილი იყოს, იმ ტყეში გარბის და იქ ყრის გოჭებს. :) საღამოს თუ არ დაბრუნდა , დილით პატრონი სიმინდის კალათით ხელში მიაკითხავს ’’სამშობიაროს’’, შიგ მოათავსებს ახალშობილებს და სახლში ბრუნდება :) ღორსაც რაღა დარჩენია და მოჭყვიტინე გოჭების ხმაზე უკან მისდევს თავის პატრონს :)


:D ერთხელ, მამაჩემის თხამაც მიაკითხა ’’ადგილობრივ სამშობიაროს’’.
იმ ღამეს, გაზაფხული კი იყო, მაგრამ თოვლი წამოვიდა. მეორე დილით მამაჩემი საძებნელად გაეშურა და ადგილზე მისულს ასეთი გულისამაჩუყებელი სურათი დახვდა - იდგა თხა ფეხზე ორ მტკაველ თოვლში და მუცლის ქვეშ ორი ახალდაბადებული ციკანი ჰყავდა შეფარებული.

მთელი ღამე ფეხზე მდგარა საცოდავი, შვილები რომ არ გაყინვოდა :)


:D ახლა არა თქვათ ეს მშობლის ინსტიქტიაო :D

არა, ბატონო!

:D ასეთი სიყვარული მარტო მეგრულმა თხამ იცის :lol: :lol: :lol: :lol:



:lol: :lol: :lol: :lol:
esec gaivlis....

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
’’სამარგალო გვალო შხვა რე’’ ანუ ჩემი ’’ოდაბადე’’

Post by lali » 28 ოქტ 2008, 00:20

ბოლო პოსტი რაღაც მესქონლეობის სახელმძღვანელოდან ამოღებულ პარაგრაფს ჰგავს :lol:


და საერთოდაც, ჩემი წერილები, მგონი, სასოფლო- სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორის მემუარებს ჰგავს, სიბერეში წერით რომ ირთობს თავს :lol:


:lol: :lol: :lol: :lol:

ასეა რა :)
ჩემს ჭიას ვახარებ :D

და თქვენც თუ კითხულობთ, მთლად უკეთესი :)
esec gaivlis....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]