lama wrote:GAMARJOBA SAKARTVELO wrote:და კიდევ, თავკვეთილას ზედაპირზე რა სურათი დაგხვდა?
კრატერი ან ვულკანის რამე ნაშთები არის?
კი ვულკანური წარმოშობის მთაა აშკარად თავზე დიიიდი ღრმულია ბუნებრივი მართლაც ვულკანის კრატერია
ასევე დიდი ასოებია (სომხური) ამოკვეთილი
ვერ წავიკითხე სომხურად რა აწერია
მიწაა ნათხარი და ასეა დაწერილი საკმაოდ გრძელი სიტყვა, როგორც ჩანს
რა საინტერესო რამე თქვი.
მერე, გავა 2-3 საუკუნე და იტყვიან, ჩვენი ისტორიული მხარეა და აგერ, თუ არ გჯერათ, ჩვენი სომხური წარწერები ნახეთო, არა?
შეგახსნებთ, რომ ტაბაწყური სომხებითაა დასახლებული და ის და თავკვეთილა ბორჯომის რაიონში შედის და
არა მოსაზღვრე ნინოწმინდა-ახალქალაქში.
სომეხი ერის მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, ვაღიარებ, რომ ბოროტი განზრახვებისგან დაზღვეულნი არ ვართ.
მსგავსი დამოკიდებულება სომხებს რამოდენიმე ქართული ტაძრის მიმართ უკვე გამოუჩენიათ.
თუ მთაზე სომხური წარწერაა, ჯერ გასაგებია, რა წერია და მერე, თუ რამე საფრთხეს შეიცავს, ან ჩვენ უნდა
მივხედოთ, ან ბორჯომის რაიონის ხელმძღვანელობას უნდა ვაცნობოთ.
ლ(ი)ამა
თავკვეთილაზე რითია წარწერა გაკეთებული, რამდენად დიდია და ფოტო ხომ არ გაქვს?