კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
pataputina
იეტი კი არა და...
Posts: 5201
Joined: 10 სექ 2007, 14:29
Location: ვალპე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by pataputina » 23 ოქტ 2008, 17:17

ZVIOSULI



სისხლხორციელად გავები გათიშულობის ბადეში
ენერგიების ვამპირი მე სილას მაწნის სახეში
გზადაგზა მანერვიულებს ლოიალობა ვალებში
ეთიკის ნორმევს ვასაღებ კალთადახეულ კაბებში


სხვისი საკუთრების სიმბოლო თუ ელექტრო სკამია
ნეტავ ეს ყველაფერი ზღაპარია თუ ცხადია




უბრალოდ&პაწაპუწინა









მეტი არ მახსოვს................ :roll:
ბედნიერებაა რომ ვარსებობ, თორემ ნაღველს მივეცემოდი

http://pataputina.blogspot.com/
http://www.flickr.com/photos/me-xato

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 25 ოქტ 2008, 07:41

მუზამ აიღო ქრთამი. . .
კორუმპირებულია მუზა. . .


:roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 25 ოქტ 2008, 15:32

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მოცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.

ციხეგორობას სტუმრად მოგივალ,
არ მაკოცება ნეტა?
შენთან ღრეობა მწადიან ქალო,
ყოფნა მწადიან შენთან.

ამ ქარაფებს და კლდოვან ბილიკებს,
რაისად სთელავ კენტად,
მოდი ვიქნები შენი წაწალი,
მთები დავლახოთ ერთად.

და თუ შენს გამო, ფშავლის ასულო,
შენ ძმათ შემაჭრეს ხმალზე,
ნეტა მანახა როგორ მიტირებ,
გლოვის სევდიან ხმაზე.

აყვავებულა არაგვზე დეკა,
ნისლი მიცურავს მთა-მთა.
სევდა მასწავლეს ფშავლის ასულო,
ემაგ თაფლისფერ თვალთა.
* * *
ჩვენ ერთმანეთის სიშორე გვკლავდა,
მე კი გხვდებოდი მუდამ დუმილით.
ახლა გულს მიკლავს მე ის დღეები,
მოსაგონარი გულისტკივილით.
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 26 ოქტ 2008, 12:14

აღმაშენებელი
თბილისს მობრძანდება
ყალყზე შემდგარი რაშით!
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
გული გაიმაგრე,
დავით!

რა დაგვიტოვე,
და რას გახვედრებთ,
რით მოვიწონოთ თავი?
ვერ ვიდავითეთ,
ვერ ვითამარეთ,
ვერ ვიდიდგორეთ,
დავით!

მიწა გაგვიყიდეს,
ხორცი დაგვიფლითეს,
გული ამოგგვგლიჯეს ტანჯვით!
გარეჯს გვიფეთქებენ,
რუსთველს გვიგინებენ,
სულში გვაფურთხებენ,
დავით!

გადამთიელები,
უცხოტომელები,
ტაძრებს გვიფხაჭნიან დანით!
გადამიარეთო! -
ასე დაგვიბარე,
გადაგვიარეს,
დავით!

ვერ დავიცავით
სრულიად საქართველო,
ვერ მოვუფრთხილდით წამით!
ხმალი დაგვიჟანგდა,
სისხლი გაგვიწყალდა,
დავპატარავდით,
დავით!

მტერმაც გვლეწა
და ერთურთიც ვლეწეთ,
ვლეწეთ დღისით და ღამით!
ტაოს მივტირით,
ჰერეთს მივტირით,
სამცხეს მივტირით
დავით!

კვნესის საქართველო,
შენი საქართველო,
გულში დაჭრილია ხარი!
მუხლი მაგარი აქვს,
არ დაიჩოქებს,
ნუ გეშინია,
დავით!

თბილისი მაინც
ისევ თბილისობს,
გელათი ისევ ყვავის!
იბადებიან დღესაც ლეკვები,
სადიდგორენი
დავით!

მეფედ შენ გვსურხარ,
შენ გვიპატრონე,
შენი ხმლითა და ფარით!
სხვა ღმერთს
არა ვცნობთ!
სხვა ხატს არა ვცნობთ!
სხვა კაცს
არა ვცნობთ
დავით!

აღმაშენებელო,
თბილისს შემობრძანდი,
თეთრი გიორგის მადლით!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
მუმლი მუხასაო!
დავით!


1989 წ.
თინათინ მღვდლიაშვილი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 27 ოქტ 2008, 00:58

ele
ვერ ვიტან მღვდლიაშვილის პოეზიას საზიზღრობაა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 27 ოქტ 2008, 01:08

lama







ვიცი რომ არ გიყვარს მაგრამ მე. . .





სიმართლე მიყვარს. . .

აქ კი სიმართლე წერია. . .


:roll:
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 27 ოქტ 2008, 01:09

“დამარცხებაში არის სიმაღლე,
რაღაც მეფური და საოცრება!
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!

და ვერიდები გამარჯვებულებს, -
გამარჯვებაში, აბა, რა ყრია?!
მე ვეფერები დამარცხებულებს, -
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!”


თინათინ მღვდლიაშვილი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 27 ოქტ 2008, 13:02

lama
ვერ ვიტან მღვდლიაშვილის პოეზიას საზიზღრობაა
მე ძალიან მომწონს მაგის "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება".

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 28 ოქტ 2008, 00:58

guruli
+1
Image

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 28 ოქტ 2008, 01:45

guruli
Mta Mkvarebia
ყალბი პათეთიკაა
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 28 ოქტ 2008, 13:03

გახედავ მიდამოს...
და მზეში ჰქრებიან
მთაზე იერიშით ასული ნაძვები.
ბავშვივით ჩაირბენ მდინარეს ქვებიანს,
დასიცხულ სილაზე ჩრდილივით გაწვები.
წევხარ, და მის სახელს გაგონებს გაღმა მთა,
წამწამებს - ირიბად დახრილი წიწვები...
შეიცნობ ბუნების უსიტყვო სამართალს
და მუნჯი ლექსების სირცხვილით იწვები.


:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 29 ოქტ 2008, 16:20

(თარგმანი ლეილა ბექაურის)


ერთ ღამეს ვიშვით ამ ქვეყნად ჩვენ და ლეკვები მგლისანი,

განთიადს, ვეფხვის ღრიალში, ერთად ვიხილეთ ცისკარი.


დედამ გვირწია აკვანი არწივთა საბუდარებში,

ჯირითში გვზარდეს მამებმა,მთიან და კლდიან მხარეში.


ერისთვის, მამულისათვის, ძუძუ გვაწოვა მშობელმა,

მათვის გავწირავთ სიცოცხლეს,იცოდეს ყველა მპყრობელმა!


მთის შევარდნები ამქვეყნად მშვიდობისათვის ვშობილვართ,

ჭირს და ვაებას შევბმივართ, ჯაბანნი არა ვყოფილვართ.


რომც ჯანგისფერი მწვერვალი, დადნეს, გასწორდეს მიცასთან,

ჩვენ ქედს არავის მოვუხრით და არც ჯავრს შევჭამთ მტრისასა,


რომც მიცა გასკდეს, გაიყოს, უცხოთ არ დავემონებით

და სინდისგაყიდულები მიწას არ მივებარებით!


ქედს არ მოვიხრით არასდროს, მტრისთვის არ დაგვიჩოქია,

თუ გამარჯვება ვერ ვპოვეთ,სიკვდილი მოგვიპოვია!


გულში ჩამწვდომი სიმღერით, დები გვირჩენენ იარებს,

და გულისსწორთა თვალებმა, ძალ-ღონე გაგვიმთლიანეს,


ფესვებს დავგლეჯავთ ბალახის, თუ შეგვაწუხა შიმშილმა,

გვეყოფა დილის ცვარ-ნამი, თუ დაგვაბრმავა წყურვილმა.

ერთ ღამეს ვიშვით ამ ქვეყნად,ჩვენ და ლეკვები მგლისანი.

ღვთის , ერის, მამულისათვის - ბრძოლაა ჩვენი მიზანი!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by guruli » 29 ოქტ 2008, 19:07

lama
guruli
Mta Mkvarebia
ყალბი პათეთიკაა
კეჰ ერთი... :) და შენ საიდან ასკვნი, ყალბია თუ ხელოვნური?

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 30 ოქტ 2008, 17:54

guruli


ნიჭი ჩემო ძამია ნიჭი უნდა ყველაფერს. . . :roll: 8) :)
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lama » 30 ოქტ 2008, 22:27

guruli wrote:lama
guruli
Mta Mkvarebia
ყალბი პათეთიკაა
კეჰ ერთი... :) და შენ საიდან ასკვნი, ყალბია თუ ხელოვნური?
მგონია შენც ხვდები :)

კაი
რა :)
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]