ვაჰ უკვე ბოჭორმაში ვართ?..........
მაშინ მე ისევ გზის სურათებით დავიწყებ..............
მარტყოფიდან ბოჭორმაში გავეშურეთ, გზაში ხშირად მესმოდა წუწუნის მაგვარი ხმები "გვშია, გვშია" , რაც როგორც ყოველთვის მე პირადად ეშმაკისეულ ხმებად მოვნათლე............
როგორც ჩანს სხვამაც ასე ჩათვალა და ყურადღება არც კი მიგვიქცევია..........
უჯარმას რომ ჩავუქროლეთ , და კარგა მანძილზე გავცდით მერე მოვედი აზრზე და ამოვიკნავლე უჯარმა გვენახა მეთქი, მაგრამ უკვე გვიანი იყო...........
სულ მალე კი მდინარე იორიც გადავლახეთ ( ხიიიდის შემწეობით) , და სოფელ სასადილოს მივადექით, ჰოოდა ზოგიერთებმა კი იფიქრეს "მგონი გვეშველაო" , მაგრამ თქვენ წარმიოდგინეთ ისე გავიარეთ მთელი სოფელი არავინ გამოგვგებებია და არავის მიუწვევივართ სუფრაზე, ერთი კი გამიელვა თავში სადაა ჩვენი სტუმართმოყვარეობა-მეთქი, მაგრამ მერე ვიფიქრე ალბათ ცუხანდელი ღამე ნათევია და ძილს როგორ დავუფრთხობ მეთქი............
ასე დაგვემალა სტუმართმოყვარეობა სოფელ სასადილოში..............
მალე წყაროც გამოჩნდა და ალექსიმ გაგვამხნევა ახლოს არის უკვე, თითქმის მივედითო.............
ულამაზესი მინდორი შეარჩია ბატონმა თამაზიმ და ჩამოვქვეითდით............
თან დაგვადევნა კარგი გზაა, თუ სწრაფად ივლით 15 წუთში ახვალთო.............
ჰმ, აღმოჩნდა რომ გვამხნევებდა თამაზი, ნათქვამი კი ზუსტად ისეთი გამოუვიდა ცხავათზე ასვლისას რომ გვითხრა ადგილობრივმა მოხუცმა 10 წუთში ახვალთო და 3 საათი ვიარეთ

.........
სწრაფად დავიწყე სიარული მეთქი 15 წუთში ავალ, მაგრამ აღმართი საკმაოდ რთული აღმოჩნდა და მალე დავიღალე............
ვერ დავიმახსოვრე , რომ აღმართზე ასვლისას თავიდან ძალიან სწრაფად არ უნდა ავიდე, თორემ სიმაღლეს ვერ ვეჩვევი და მალევე ვიღლები..........
გზა, ამ გზაზე უკვე შეყვარებული ვარ და მიზეზიც მაქვს................
ამ გზას ხომ ყოველთვის სილამაზესთან და სიწმინდესთან მივყავარ, და იმ ნავთსაყუდელს მაჩვენებს , რომლისთვისაც ყოველთვის მზად ვარ "გავიქცე" ამ უდაბური ქალაქიდან.............
მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გავექცევი?............
ამიტომ ეს უფრო საძიებლად, საკუთარი თავის საპოვნელად გაქცევას გავს..........
