ე.ი.
მთა მყვარებიამ გუშინ მომწერა იმ ავტობუსის მძღოლის მობილურის ნომერი, რომელმაც შარშან წაგვიყვანა სიღნაღში.
ჰოდა.. დავურეკე.. მითხრა: შევათანხმებო აქო, კილომეტრაჟებს და ამბებსო და გადმომირეკეო 15 წუთშიო..
ჰოდა, რომ გადავურეკე მითხრა
450 ლარიო.
თუ ამჟამინდელ სიაში ვინც წერია ყველა წამოვა, კაცზე გამოდის დაახლოებით
12-13 ლარი. თუ წამოსვლის მეტი მსურველი იქნება თანხაც შესაბამისად შემცირდება ადამიანზე.
მძღოლს ვუთხარი, რომ ჯერ-ჯერობით სია ისევ დგება-თქო და როცა საბოლოოდ გვეცოდინება გვჭირდება თუ არა ავტობუსი, მაშინ დაგირეკავთ-თქო... დღეს ხუთშაბათია... ხვალ და ზეგ სია კიდევ შეიცვლება ალბათ, დაემატება კიდეც და გამოაკლდება კიდეც სიღნაღის და ხორნაბუჯის სილამაზის ნახვის მსურველები... მაგრამ ეჭვი მაქვს (და ძალიან ძალიან გამიხარდება თუ ეს ეჭვი გამართლდება), რომ ავტობუსი აუცილებლად დაგვჭირდება... ამ ავტობუსს კი ჯერ-ჯერობით ალტერნატივა არ ჰყავს...
კიდევ რა უნდა დავწეროოოო???

დავიბენი... მოკლედ, ასე... კითხვა გაგიჩნდათ რამე?
P.S. ავტობუსი 50 კაციანი. სიაში ყველა მსურველი თავისუფლად ჩაეწერეთ... ოღონდ ეს კითხვის ნიშნები აღარ დამანახოოოოოოოოთ