Post
by bela » 23 ოქტ 2008, 02:48
ჯერ იყო და, ქროდა..
მარტოფში მისულებს ისეთი ქარი შემოგვეფეთა, კინაღამ მარშუტკაში შევბრუნდი და თამაზის გვერდით მივიუჯექი...
და ქარიც არის და ქარიც; ანტონ მარტომყოფელის კოშკიდან კინაღამ ძირს გადმოგვყარა. განსაკუთრებით ერთ ადგილას შემოგვკავდა ხოლმე, კოშკის შესასვლელთან. სწორედ იქ იყო, რომ მამა ლაზარეს ქუდი მოჰხადა და ხის კენწეროს მიაკიდა ფრიალ-ფრიალით...
მერე იყო და, წარამარა გვშიოდა.
რა ვიცი, ეტყობა ქარმა წაგვართვა ენერგია.
მერე ახლა ბოჭორმის აღმართს შევიდექით და, ამბობენ ტყუილი ცოდვააო, მაგრამ რაც მე იმ გზაზე ტყუილები ვაფრქვიეეე...
მაგრამ ზოგჯერ ტყუილიც გვეპატიებაო, ხომ ამბობენ? ჰოდა, თინიკომ, ჩემმ პლიუსმა ორიოდე მეტრის გავლის სემდეგ რომ თქვა, მოდი მე უკან გავბრუნდები, ეს გზა რარაც გრძელი ჩანსო, რას ამბობ- მეთქი, ციხე აქვე, 100 მერტიც არ უნდა- მეთქიიიი
ჰოდა, მერე, რამდენი თინიკო გაჩერდებოდა და აბა ციხეო, იყტოდა, აიიი, გამოჩნდა, გამოჩნდა- მეთქი, ვეუბნებოდი და რატომღაც ნინიც მხარს მიბამდა.
ამ უცოდველ ანგელოზს რაღა ალაპარაკებდა, არ ვიცი...
შეიძლება, ისე არ უნდოდა თინიკოს უკან გაბრუნება, რომ მართლა ხედავდა რაღაცას...
მოკლედ, გვაპატიოს ბოჭრმის წმინდა გიორგიმ, მე და ნინისაც...
ჰოდა, კიდევ იცით რააა?
შემოდგომა ხომ ყველაზე ულამაზესი სეზონია, არა?
მაგრამ ხანდახან ვფიქრობ, რომ აყვავებულ გაზაფხულს ოქროსფერი შემოდგომა მირჩევნია,
და ამ დღეს განსაკუთრებით ბედნიერი ვიყავი, აი, ისეთი, ყველა პრობლემა რომ სადღაც მიჰქრის და შენ ლამისაა ხელით შეეხო მზეს...