Post
by ARCHILI » 22 ოქტ 2008, 21:22
შემოდგომის ტყეებზე ლეგენდებს წერენ ხოლმე... ჩემმა მეგზურებმა ეს ლეგენდა გააცოცხლეს და შემოდგომისეულ მონოტონურობას ისეთი მხიარული ელფერი მისცეს, რომ... როგორც იტყვიან, ტყემ თავის ყვითლობა გადაიფიქრა და ისევ გამწვანება დაიწყო...
გზაში ჩვენ თავში კუნელის დიდი მოსავალი მივირთვით, მე მაშინვე ხევსურული მოცვი-ფართი გამახსენდა, ნინია, მე, ირმა და დრამერმა, ასევე მაშინდელმა ხევსურეთის მოლაშქრეებმა რომმოვიწყვეთ...
მერე... კიდევ ერთხელ მოვიწყინე, რომ ნინია ჩვენთან არ იყო... ის, ჩვენს ლაშქრობას სულ სხვა ელფერს მისცემდა და... ნუ ამაზე სხვა დროს იყოს...
სამი საათის ხეტიალი სოკოების კრეფასა და შესანიშნავი ხედებიდან გადახედვაში გავატარეთ...
ამაყად მინდა ვთქვა, რომ პირველი წაბლი მე ვიპოვე... თანაც ისე, რომ ჯერ წაბლებში არც ვიყავით გადასული, მაშინვე კახისში დაჭერილი ჭიჭყინები გამახსენდა რატომღა...
ჰოდა.. რკოებში ვიღაც კახელის მიერ შემთხვევით ჩამოვარდნილი წაბლი რომ ვიპოვე, ლამის იყო, თილისმასავით ჩამოვიკიდე გულზე...
ჩემი სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა... დრამერამ მოგვიანებით ერთი წაბლის ხე მოიძია და მის ძირში მთელი ხუთი ცალი იპოვა...
ჯერ ნაადრევად ნუ გაგეცინებათ, ჩვენ იმ დღეს მართლაც ჩინებული მოსავალი მივიღეთ, რომელსაც ვადაზე ადრე არ გეტყვით... მაგრამ შესავალ ნაწილში, ბილიკზე რომ ძივს თითო წაბლის ხეს ვიპოვიდით, გახარებული ერთმანეთს ვაშარჟებდით, თბილისში "ოპტავშიკებს" ჩავუტანოთო...
ასე, გზა-გზა დავდიოდით... ხან ვისვენებდით... ხან მინი-ვაშლი-ფართს ვაწყობდით...
ჩანთა კი სასუსნავებსა და კაი კახურ ჭაჭას მალავდა...
მალავდა რა... თავის დროს ელოდებოდა...
მაგრამ...
ამაზე მოგვიანებით...