უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ოქტ 2008, 21:22
მონასტერში წირვა მიმდინარეობდა -
ამიტომ მამა ლაზარეს რჩევით ლოცვები სვეტზე წავიკითხეთ

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ოქტ 2008, 21:22
საერთოდ, მარტყოფში ორმოცამდე ეკლესია-საყდარია შემორჩენილი, რომელთაგან ოთხში კარგა ხანია აღდგენილია ღვთისმსახურება: მარტყოფის სამონასტრო კომპლექსში უკვე რამდენიმე წელია ბერ-მონაზვნები დამკვიდრდნენ და ლოცვას აღავლენენ. სოფელში კი სამი ეკლესია მოქმედებს: ღვთაებისა, მთავარანგელოზისა და წმინდა გიორგისა, რომელიც 1994 წლის 23 ნოემბერს გაიხსნა ივერიის ღვთისმშობლის დედათა მონასტრის ეზოში.

როგორც ვთქვით, მარტყოფს მეექვსე საუკუნემდე „აკრიანი“ რქმევია. მეექვსე საუკუნეში კი მადლიერ მოსახლეობას მისთვის თავისი წმინდანის სახელი მარტომყოფელი უწოდებია. დროთა ვითარებაში ეს სახელწოდება გამარტივებულა, მოგვანო საუკუნეების საისტორიო წყაროებში სოფელს მარტომყოფი ეწოდება. XV საუკუნიდან კი უკვე დღევანდელი ფორმით გვხვდება.
მარტყოფი რუსთავის ეპარქიაში შედიოდა. 1265 წელს, როცა მონღოლთა ურდოებმა ძირფესვიანად დაანგრიეს ქალაქი რუსთავი, საეპისკოპოსო კათედრა მარტყოფში, ღვთაების მონასტერში გადავიდა. როგორც საისტორიო წყაროები გვამცნობენ, 1395 წელს ამ მონასტრის კედლებთან ქართველები მედგრად შეებნენ თემურ ლენგის ურდოებს. გააფთრებულ ბრძოლაში დაიღუპა ეპისკოპოსი გიორგი რუსთველი, რომელმაც ვერ მოასწრო თქმა, თუ სად გადამალა საეკლესიო განძი. ბერ-მონაზვნებმა განძი ბევრი ეძიეს, მაგრამ ვერსად იპოვეს. ამ განძთან ერთად დაიკარგა (გაუჩინარდა) მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც 545 წელს მამა ანტონმა მხრით ჩამოიტანა ქალაქ ედესიდან.
მარტყოფის მიწა-წყალზე მრავალი სისხლის კალოც გალეწილა და მტერსაც მრავალჯერ წაუტეხია კისერი. XVII საუკუნის პირველ მეოთხედში, როცა პირსისხლიანმა შაჰ-აბასმა ქართლ-კახეთის აყრა და სპარსეთში გადასახლება გადაწყვიტა, სწორედ აქ, მარტყოფის ველზე ქართველობამ სასტიკად დაამარცხა შაჰის მანამდე უძლეველი არმია. ამ გამარჯვებით საქართველო კიდევ ერთხელ გადარჩა ფიზიკურ განადგურებას. სპარსელთა უძლეველობასაც საფუძველი შეერყა და მათ მიერ დაპყრობილი ქვეყნები ზედიზედ აჯანყდნენ. ეს მარცხი სპარსეთის სამეფო კარს არასოდეს დავიწყებია. სწორედ ამიტომ 1747 წელს თბილისში მყოფმა ნადირ-შაჰმა მარტყოფის ნახვა ისურვა. ცნობისმოყვარეობამ კი არ აიძულა მრისხანე მბრძანებელი, - წერს მაშინდელი მემატიანე, - არამედ უნდოდა თავისი თვალით ენახა ის ხალხი და ის ადგილი, სადაც ყველაზე უწინ აფრიალდებოდა ხოლმე თავისუფლების დროშაო. მოგზაურობით კმაყოფილმა შაჰმა ორასი თუმანი და ორასი აღმოსავლური თვალი შესწირა მარტყოფის მონასტერს.
1752 წელს ლეკთა თარეშისაგან შეწუხებული იოანე რუსთველი თავისი კრებულით (71 ბერთან ერთად) სოფელში ჩამოვიდა, სადაც ლეკები ვერ ბედავდნენ თავდასხმას. როგორც ჩანს, მარტყოფში მაშინ არ აღმოჩნდა ისეთი ტაძარი, სადაც ამდენი სასულიერო პირი დაბინავდებოდა. მათ დიდხანს მოუხდათ მიწურებში ცხოვრება. მარტყოფის ეკლესიის ამბავი რომ გამოიკითხა ეგვიპტის ხელმწიფემ იბრეიმ ბეგმა (შინჯიკაშვილმა, წარმოშობით მარტყოფელმა), თავის ძმასა და სიძეს ფული გამოატანა ახალი ტაძრის ასაგებად. სოფლის შუაგულში, პატარა მდინარეების - ალიხევისა და ტევალის - შესაყართან ღვთაების სახელზე ააგეს დიდებული ტაძარი, რომელიც 1810 წელს აკურთხა სტეფანე რუსთველმა. სამწუხაროდ, ეს ეპისკოპოსი აღმოჩნდა უკანასკნელი რუსთველი (იგი გარდაიცვალა 1839 წელს, დაკრძალულია ამავე ეკლესიაში), ვინაიდან რუსეთის სინოდმა დამოუკიდებლობა წაართვა ქართულ ეკლესიას და გააუქმა საეპისკოპოსო ცენტრებიც.
ღვთაების დიდებული ტაძარი 40-იანი წლების დასაწყისში კომუნისტებმა დაანგრიეს, სამონასტრო კომპლექსი კი, თუმც არ დაუნგრევიათ, მრავალჯერ შებილწეს. ჯერ საქნავთის კანტორა და მაღაზიები გახსნეს ეკლესიებში, შემდეგ უპატრონო ბავშვთა სკოლა მოათავსეს, მთავარი ტაძარი ფქვილის საწყობად აქციეს, მერე 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად, ბოლოს კი ფინანსთა სამინისტროს დაუქვემდებარეს.
ღვთაების მონასტერში მსახურება აღსდგა 1989 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. „ხელთუქმნელი ხატის“ ტაძარში დასვენებულია ანტონ მარტყოფელის წმინდა ნაწილები.
გამოყენებული ლიტერატურა:
უშანგ სახლთხუციშვილი „მარტყოფი“
საბავშვო ალმანახი „ციცინათელა“ â„–6, 1996
ი. გუნია „საქართველოს მონასტრები“, 2005

-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 22 ოქტ 2008, 22:09
ქარი ღმუოდა
ჩვენ
ჩვენ კი ვკითხულობდით

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 22 ოქტ 2008, 22:25
ბოლომდე ვერ დავრჩი რაღაც და გამოვედი. . .
გარეთ კი ქარს ასე ემალებოდნენ . . .
რაღათქმაუნდა მეც შევუერთდი.

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 22 ოქტ 2008, 22:30
თამარ უნდა გენახა რამდენნი ვიყავით
ფართი კი ალბათ 1 კვ. მ. იყო
წელში ვერ ვიშლებოდით
მაგრამ
ყურები და თავი თბილად გვქონდა. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ოქტ 2008, 22:34
ყველაზე საინტერესო ბოლოს იყო მარტყოფში -
როცა მამა ლაზარემ ორსართულიან ეკლსიასთან მიგვიყვანა -
პირველად ვნახე - არც კი ვიცოდი მისი არსებობა
მივედით,
და ბრძანა მამაომ -
ახლა აძვერითო -
ჰოდა აძვრნენ
(მე რა თქმა უნდა არა)

Last edited by
Tamari-ch. on 22 ოქტ 2008, 22:43, edited 2 times in total.
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 22 ოქტ 2008, 22:38
ეს ჩემი ფავორიტი ფოტოა
ახლაც მცივა რომ ვუყურებ
ვიცი სვეტი შემიფარებს ბოლოს. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 22 ოქტ 2008, 22:44
აე ეს ეკლესიაც თამარ
და ბრძანების შესრულების გადაწყვეტ ვერ გადაწყვეტის პროცესი. . .
სჯა - ბაასი

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 22 ოქტ 2008, 22:48
და რათქმაუნდა საქართველოს ბანკის თანამშრომლები ეკვეთნენ პირველნიი. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ოქტ 2008, 22:51
პირველი ზვიადი იყო -
მერე კიდევ სხვებიც აძვრნენ -
ალპინისტი ალექსა...
Last edited by
Tamari-ch. on 22 ოქტ 2008, 22:53, edited 1 time in total.
-
ele
- იეტი
- Posts: 1173
- Joined: 06 სექ 2007, 13:56
- Location: tb ele see
Post
by ele » 22 ოქტ 2008, 22:53
კოკა ისე სწრაფად აძვრა რომ სურათიც ვერ გადავუღე
(ესეც საქართველოს ბანკი

)
შემდეგ მიყვნენ და მიყვნენ დანარჩენები მაგრამ. . .
ჰოი საოცრებავ
ცალკე თემააა ნინის გმირობა. . .
სამწუხაროდ სურათები აკოს აქვს
იმედია დაგვდებს პატივს და გვაღირსებს. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ოქტ 2008, 22:54
მაგრამ ყველაზე მოულოდნელი -
ნინის გმირობა იყო...
აი სურათიც -
ვინ თქვა ქალი სუსტი სქესიაო!

-
Tamari-ch.
- იეტი
- Posts: 10747
- Joined: 23 აპრ 2008, 20:31
- Location: Tbilisi
Post
by Tamari-ch. » 22 ოქტ 2008, 23:07
კიდევ საინტერესო დეტალი
ეს მარტყოფის მონასტრის საძვალეა
აქ მოღვაწე ბერების ძვლებია
და ამ ნიშის იქით კიდევ ერთი უცნაური ნიშაა -
მამა ლაზარემ გვითხრა,
შემოსევების დროს აქ სადღაც დაუმალიათ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი
მეორედ მოსვლის წინ ეს ხატი გამოჩნდებაო
და მისი წინ დატოვებული მაშინ ანთებული კანდელი
ისევ ანთებული იქნებაო...