საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by აცაბაცა » 21 ოქტ 2008, 13:58

Int3lig3nt wrote:საფარა HDR

Image

ვყმუი

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by zika » 21 ოქტ 2008, 15:42

აწყურის ციხეზე ასვლა ძალიან მარტივი იყო, შეიძლება ითქვას ავიკუნტრუშეთ :wink: მოწინავე რიგებში გახლდით არა ფოტოგრაფები მისტერ მინუსი ,მისი პლიუსი და მე
შემდეგ მოდიოდნენ ბუდა, კამ დაეიდა, ვანიკო და ნატალიკო. დავიპყარით თუ არა ციხე მივკარტოჩკდით და გაწვიმდა კიდევაც :roll:
ისიყო ჩამოსვლა დავაპირეთ დანარჩენებიც მოვიდნენ :wink:
მისტერ მინუსი ციხიდან სულ ხოხვით ჩამოვიდა თანაც სულ წუწუნებდა სიმაღლის შიში მაქვსო. :lol: :lol: :lol:
კარგი სანახაობა იყო
:lol: :lol: :lol: :lol: :lol:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by namcecuna » 21 ოქტ 2008, 16:21

zika
ხო, როგორც წესი სხვები რომ ჩამოდიან მაგ დროს ავდივართ მაჩანჩალები :(
მაგის გამო-გზა ვერ გავიკვლიეთ მე და ლიკაკომ და საფარაში ციხეზე-რომლიდანაც ინტელას ძალიან ლამაზი ფოტოა გადაღებული-ვერ მოვხვდით :(
უბრალოდ ასასვლელი გზა ვერ გავიგეთ სად იყო და უკან დავბრუნდით ....

ნ----------------------

ხო, ვაგრძელებ თხრობას ....

ზარზმა


მეცხრე საუკუნის მეორე ნახევარში სამცხეში მტკიცე საფუძველი ჩაეყარა სამონასტრო ცხოვრებას. ამ საქმის მეთაური და სულისჩამდგმელი იყო სერაპიონი, რომელმაც ააშენა ზარზმაში მონასტერი. დაახლოებით მეათე საუკუნის პირველ მეოთხედში ზარზმაში წინამძღვრობა მიუღია სერაპიონის ძმისშვილს, ბასილს, რომელსაც ჯერ კიდევ წინამძღვრობამდე დაუწერია თავისი ბიძის ცხოვრება


ზარზმა არის სოფელი ახალციხიდან 30 კმ-ზე . ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის რაიონში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა.

მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე).თავდაპირველად დაუარსების ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როდორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მტავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინაარმდეგ.

ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დომეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა.

ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, რასაც ნათლად მოწმობს ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიული თხზულება. ზარზმის სავანეში მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by zika » 21 ოქტ 2008, 17:51

namcecuna
მერე რახდებოდა :wink:

User avatar
kiki
იეტი
Posts: 1518
Joined: 29 ივნ 2007, 17:25
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by kiki » 21 ოქტ 2008, 21:06

სურათები დადეთ რაააა :D :D

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by namcecuna » 21 ოქტ 2008, 21:23

zika wrote:namcecuna
მერე რახდებოდა :wink:

მერე რა ხდებოდა და :D

მივედით ზარზმაში...

ეზოში მიმდინარეობს კელიების მშენებლობა... ჯვრის ფორმის პატარა აუზში წყაროს წყალი ჩაედინება, აუზში ხურდა ეყარა, ძალიან ბევრი, არ ვიცი რატომ ყრიან იქ ფულს, ალბათ სურვილის ჩაფიქრებისას-ტრადიციულად, რადგანაც ეს დაშვებული ყოფილა, მეც ჩავაგდე ერთი მონეტა, თუმცა, რა ჩავიფიქრე აღარ მახსოვს :oops:
ვნახეთ უხრწნელი ბერის სხეულის ნაწილები, რომელიც ასეული წლებია არ იხრწნება, მისი ქვედა კიდურების ნახვის უფლება მოგვცეს და რომ შევედი და დავინახე-ვერ ავღწერ რა განცდა დამეუფლა, ეს იყო რაღაც შიშის, მოწიწების, სასწაულის განცდა...

ბერების საძვალეც ვნახეთ...

მოვილოცეთ და წამოვედით...

ჭულესკენ...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by namcecuna » 21 ოქტ 2008, 21:33

ჭულევი



ჭულევის მონასტერი მდებარეობს სამცხე-ჯავახეთში (რეგიონული ცენტრი - ახალციხე), დაბა ადიგენიდან შვიდ კილომეტრზე, ფერსათის მთების ძირში. მის მეზობლად მდებარეობს საქართველოს უძველესი ისტორიული პუნქტები - ზანავი, ჩორჩანი, ოძრხე (დღევანდელი აბასთუმანი), ზარზმა და ოქროს ციხე.

სახელწოდება „ჭულევი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ჭური“, რომელიც ძველ ქართულში ჩავარდნილ, ჩაფარებულ ადგილს ნიშნავდა. ჭულევის ადგილმდებარეობა სავსებით შეესაბამება. მონასტრის სახელი სამი ვარიაციული ფორმით იხმარება: „ჭულე“, „ჭულევი“ და „ჭულები“. დღეისთვის დამკვიდრებულია სახელწოდება „ჭულევი.“XI ს-ში. ჭულევის მონასტერი ქართული სასულიერო კულტურის მნიშვნელოვანი კერას წარმოადგენდა და მჭიდრო კონტაქტები ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქრისტიანული სულიერებისა და კულტურის ცენტრებთან. აქ, ჭულევის მონასტერში მოღვაწეობდა სტეფანე ჭულეველი (XI ს.), რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა შავი მთის (სირია) მწიგნობართა შორის. სტეფანე იყო შესანიშნავი ქართველი მწიგნობრის, ეფრემ მცირის თანამოღვაწე და მოიხსენიება XI საუკუნეში გადაწერილ მრავალ ხელნაწერში.

შემდგომ ხანებში, სამცხის მმართველის, ათაბაგ აღბუღა შალვას ძე ჯაყელის (1374-1391წწ) მიერ ჭულევის ეკლესია-მონასტრის განახლების მერე, მონასტერს მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა სამცხის კულტურულ-იდეოლოგიური ცხოვრებაში. აქ შეუმუშავებია ათაბაგს სამოქალაქო ხასიათის კანონები, რომელშიც ეკლესიისა და მის მსახურთა შესახებაცაა საუბარი, აქვე, ჭულევის მონასტერში მოიწვია აღბუღამ ცნობილი საკანონმდებლო კრებაც.


ჭულევის სამონასტრო კომპლექსი:

წმ. გიორგის ეკლესია

ჭულევის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ნაგებობაა გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აშენებულია წმ. გიორგის სახელზე და თარიღდება XIV საუკუნით. ამ ტაძრის ადგილას უძველესი დროიდანვე არსებობდა წმ. გიორგის სალოცავი, რაზეც მიგვანიშნებს ტაძრის ჩრდილოეთ კედლის საფეხურში ჩატანებული ადრე შუა საუკუნეებით დათარიღებული მეორადი გამოყენების ჩუქურთმიანი ქვები და ასომთავრულით შესრულებული ფრესკული წარწერა, რომელიც მხატვარ არსენის ეკუთვნის. წარწერის მიხედვით, ეკლესიის აშენება-მოხატვა ჭულევის წმ. გიორგის უკვე არსებული ხატის შეწევნად მიიჩნევა: „შეწევნითა ღვთისაითა და წმიდის გიორგი ჭულისაითა, სრულ იქმნა ეკლესია ესე ჭულისაი ხატებითა ხელითა მხატვრისა არსენი თ---თა--- შეუნდნეს ღმერთმან--- ქკს ითა (1381 წ.)“.


წმ. გიორგის ეკლესიის მაშენებლები


ეკლესიის მაშენებლები სამცხის მმართველი საგვარეულოს, ათაბაგთა (ჯაყელთა) ოჯახის წევრები არიან. ათაბაგების „ოჯახური“ ფრესკული პანო ეკლესიის სამხრეთის კედელზეა გამოსახული და ერთდროულად რამდენიმე თაობას წარმოგვიდგენს. აქ გამოსახულნი არიან: სარგის I საბა (1266-1255), ბექა მანდატურთუხუცესი (1285-1306), სარგის II სამცხის სპასალარი და მანდატურთუხუცესი (1306-1334), ყვარყვარე I ამირსპასალარი (1334-1361), შალვა, სამცხის სპასალარი და ათაბაგი (1361-1374).

ბექა მანდატურთუხუცესი, ამავე რეგიონის ძეგლების, საფარისა და ზარზმის ფრესკების მსგავსად, აქაც ეკლესიის მოდელით ხელშია გამოსახული, ე.ი. ტაძრის უშუალო მაშენებლადაა წარმოდგენილი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. უნდა ვიფიქროთ, რომ ჭულევის ეკლესიის მომხატველი ბექას გამოსახულებაზე მუშაობისას იყენებდა ამ დიდებულის სხვა, უკვე არსებულ პორტრეტს. წმ. გიორგის დღეს არსებული გუმბათოვანი ტაძარი 1381 წელსაა აშენებული სამცხის ათაბაგის, აღბუღას მიერ. მისი ფრესკული ხატი წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის აწ დაღუპულ ფრესკაზე.


ინტერიერი თავის დროზე მთლიანად ყოფილა მოხატული. მხატვრობა მშენებლობის თანადროულია, დღეისათვის კი მხოლოდ ნაშთიღაა შემორჩენილი, ისიც, მხატვრული თვალსაზრისით, შედარებით მდარე და „ხელოსნური“, თუმცა სახეთა ექსპრესიულობა და ემოციურობა მაინც იგრძნობა.


სამრეკლო




ჭულევის სამონატრო კომპლექსის მშვენებას ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სამრეკლო წარმოადგენდა, რომლისგანაც მხოლოდ ფოტოებიღა შემოგვრჩა. ნაგებობა მაღალმხატვრული ღირსებისა ყოფილა, რასაც საგანგებოდ აღნიშნავს ექვთიმე თაყაიშვილი: „ჭულების ნახევრად დანგრეული სამრეკლო გვაოცებს მორთულობის სიმდიდრითა და სილამაზით: სარკმლები და სამხრეთის კარი დაფარულია უნატიფესი ჩუქურთმით... ასევე ნატიფია შიგნი თაღების შემკულობა... სამრეკლო მთლიანად რომ შემორჩენილიყო, იქნებოდა ყველაზე ლამაზი მთელს საქართველოში“. სამრეკლოს ცისფერი სმალტით შემკულ ჩუქურთმებს აღმოსავლური გავლენაც დაჰკრავდა.


ჭულევის სამონატრო კომპლექსის სხვა ნაგებობები

ჭულევის სამონატრო კომპლექსის ძველ ნაგებობათაგან მხოლოდ რამდენიმეს საძირკველი და დარბაზული ტიპის სამლოცველოს კედლის ნაწილი გადარჩა. ამ სამლოცველოს ამშვენებდა ხელოსნის რელიეფური გამოსახულება პატარა ზედწერილით. ბერების ძველი საცხოვრებლებიდან დღეისათვის ტაძრის ჩრდილოეთით სატრაპეზოს ერთი კედელია შემორჩენილი.

1595 წლისთვის ჭულევი უკვე გაუკაცრიელებულია. ამის შემდეგ იგი წყაროებშიც აღარ მოიხსენიება. XV-XVI საუკუნეებში ადგილობრივ მცხოვრებთ, გადარჩენის მიზნით, ჩამოუხსნიათ ეკლესიის ზარები და, ღვთისმსახურებისთვის საჭირო სხვა ინვენტართან ერთად, ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ტყეში მიწაში ჩაუფლავთ. ეს ზარები და ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტი XX ს-ის 80-იან წლებში შემთხვევით, ხის მოჭრისას უპოვია ზანაველ მეტყევეს კაკო ხოზრევანიძეს, რომელსაც ისინი ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმისთვის ჩაუბარებია. ამჟამად ზარები ეკლესიაშია დაბრუნებული, ერთი ტაძართან ჰკიდია, მეორე კი - სატრაპეზოს შესასვლელში.

XVI-XIX საუკუნეებში ტაძარი იძარცვებოდა გამაჰმადიანებული მოსახლეობის მიერ, შემდგომში კი ჭულევი ადგილობრივი მოსახლეობის უფასო ქვის სამტეხლოდაც იქცა.

მონასტრის შეკეთება 1935-36 წლებში უცდიათ რუსებს (არქიტექტორი ხმელევსკი), რაც ძეგლის შეგნებული დამახინჯებით დასრულდა. ამ „რესტავრაციის“ დროს უკვალოდ გაქრა მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი სამრეკლო, ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით პატარა ეკლესია, სამხრეთის მხარეს სხვა ნაგებობანი.

1977 წელს დაიწყო ხელახალი აღდგენითი სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე), რომელიც შეწყდა 1988-89 წლებში თანხების უქონლობის გამო.




ჭულევის სამონასტრო კომპლექსი დღეს

XVI საუკუნის შემდგომ ჭულევში ღვთისმსახურება მხოლოდ 1999 წლიდან აღდგა, როდესაც ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, თეოდორეს (ჭუაძე) კურთხევით მონასტრის წინამძღვრად განაწესეს მამა სტეფანე (კალაიჯიშვილი), დღეს - ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი. ამავე დროს დაიწყო სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოები (არქიტექტორი ქ. ჩიხაძე): მთავარი ტაძრის უკან, ჩრდილო-დასავლეთის მხრიდან, აშენდა საცხოვრებელი ბერებისათვის; მონასტრის კარიბჭესთან დაიდგა მონუმენტური ქვაჯვარი „ჭულევის ჯვართამაღლება“ (მოქანდაკე რ. კორშია).

აღდგენით სამუშაოებში მონასტერს მხარში ამოუდგა თსუ მესხეთის ფილიალის (დირექტორი მ. ბერიძე), გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (დეკანი რ. კორშია). მათი დახმარებით ტაძარს შეება კარი, დამზადდა ღვთისმსახურებისთვის საჭირო ინვენტარი, დაიწერა ხატები, გაკეთდა კანკელი (ავტორი - გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტის პედაგოგი ს. ჯვარიძე). ჭულევის სარესტავრაციო სამუშაოებს აფინანსებს გერმანიის საელჩო (ელჩი უვე შრამი). რესტავრაცია დღესაც გრძელდება. მესხეთის ფილიალის გარდა, სამუშაოებში 2003 წლიდან მონაწილეობენ თსუ (კახეთის მხარის) სიღნაღის ფილიალის სტუდენტებიც (ხელმძღვანელი გ. ჩერქეზიშვილი), რომელთა ექსპედიციაც 2005 წლის ზაფხულში დააფინანსა თეოლოგიის პროფესორმა ბერნარდ სუინ დე ბუტემარდმა (გერმანია). ბატონი სუინ დე ბუტემარდი და ილია ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ქალბატონი მარგარეტ ვეგმანი (გერმანია) სარესტავრაციო სამუშაოებისთვის თანხების მოძიებას ახლო მომავალშიც გეგმავენ.

ამჟამად ჭულევის მონასტრის წინამძღვარია მღვდელმონაზონი დიმიტრი (კაპანაძე). მონასტრის კრებულს შეადგენენ: მღვდელმონაზონი გრიგოლი (ხურციძე), ბერმონაზონი საბა (სულაბერიძე) და სამი მორჩილი.

მონასტერი იმართება საბაწმინდური ტიპიკონით.


ჭულევის მონასტრის მონახულების მსურველებს შეუძლიათ იასრგებლონ სარკინიგზო მაგისტრალით თბილისი-ახალციხე (200 კმ.) ან სამანქანო გზით თბილისი-ადიგენი (230 კმ.).

მანძილი სამანქანო გზით ახალციხიდან ადიგენამდე 30 კმ-ია. ადიგენიდან ჭულევამდე-7 კმ. ადიგენიდან გზა მონასტრისაკენ ჭულელას ხეობაში შედის, გაივლის სოფლებს : წრეს, დიდ და პატარა ზანავს და ზანავის ციხის გავლით შედის ჭულელას ხეობაში, სადაც გორაკზე ტაძარია წამომართული.

ხეობიდან დასავლეთით , კლდეკარიდან მოჩანს საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ რეგიონის -ისტორიული სამცხე-საათაბაგოს დიდი ნაწილი,მათ შორის ზარზმის მონასტერი, ოქროს ციხე, ზაზალოს ციხე და ეკლესია.
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by namcecuna » 21 ოქტ 2008, 22:09

ახლა ჩვენზე...


გზად ცოტა ხანს ჩამეძინა, თუმცა ვგრძნობდი რომ საკმაოდ ინჯღრეოდა ჩვენი მანქანა...
ჭულევამდე მისასვლელი გზაც ძალიან ლამაზი და ფერადი იყო :)

უკვე საღამოვდებოდა და ცოტა დრო გვრჩებოდა, ამიტომ სწრაფად ჩამოვხტით მინიბუსიდან... მაგრამ, რომ მიმოვიხედეთ-ყევლა ადგილზე გავშეშდით... ისეთ ზღაპრულ სილამაზეში ამოვყავით თავი...

ჩამწვანებულ, ჩაყვითლებულ, ჩაწითლებულ გორის ძირში დგას ტაძარი...

იქბვე ახლოს ბერების კელიებია, კოხტად გაშენებული... დარაჯად ორი დიდი ძაღლი უყენიათ...

მოშOრებით კი არცთუ წყალუხვი მაგრამ, მაინც ძალიან მაღალი ჩანჩქერი მოსჩქეფს... კლდეებში ჩამორბის ...

რომ მივედით სწორედ ლოცვა იწყებოდა და ტაძარში შესულებს, მე და ლიკაკოს წამოსვლა აღარ გვინდოდა, ისე ტკბილ ხმაზე გალობდნენ ბერები და მორჩილები საგალობლებს, მხოლოდ სანთლებით განათებული ტაძარი-მდუმარებაში გაჟღერებული ლოცვით და გალობით-არაამქვეყნიურ ბედნიერებაზე დაგაფიქრებდათ თქვენც...

ეს იყო დღის ბოლო მიზანი, ყველაზე შთამბეჭდავი, ყველაზე მშვენიერი, ყველაზე ძნელად დასატოვებელი...
წამო, ზღაპარში ...
Image

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by deida kama » 21 ოქტ 2008, 22:21

ზარზმა

Image
Image

Image
Image

Image
Image

Image
Image

Image
Image
Last edited by deida kama on 21 ოქტ 2008, 22:23, edited 1 time in total.

deida kama
მაწანწალა
Posts: 313
Joined: 31 მარ 2008, 15:08
Location: samxretis miyruebuli kunchuli
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by deida kama » 21 ოქტ 2008, 22:23

Image
Image

სურათებს რატომ არ დებენ დანარჩენები? :oops: :evil:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by namcecuna » 21 ოქტ 2008, 23:13

deida kama

კარგი გოგო ხარ :)

სხვები რაღაც ზარმაცობენ :roll:

კიდე მინდა იქ...
ცოტა დიდი ხნით...
არ არის ეს ადგილები 1 დღეში შემოსარბენი...
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by Int3lig3nt » 22 ოქტ 2008, 00:07

მოგეხსენებათ, ცოტანი ვიყავით და გზაში ისეთი ხმაური და ხალისი არ ყოფილა, როგორც ყოველთვის არის, მაგრამ ზვიოს მინუსის წყალობით, მთლად ჩუმადაც არ ვყოფილვართ.
რამდენიმე ფოტო კი გადავიღე, მაგრამ აქ დასადებად არ ღირს ;).

როგორც ზემოთ დაწერეს, ბორჯომში კარაველები დაგვხვდნენ.

კავკასიკასადმი მიძღვნილი ცეკვა-სიმღერა:
(მთაშენკამ უფრო მეტი გადაიღო ეს მომენტი და იმედია დადებს :))

Image

გასვლის სულის ჩამდგმელი და ორგანიზატორი სადღეგრძელოს ამბობს :)

Image

დამშეულივით დავაცხერით მორთმეულ ხაჭაპურს და ნამცხვრებს
(არავინ თავის თავზე არ მიიღოს :P)

Image

ზვიოს მინუსის პლიუსს ნათელი ადგას :D
თვითონ ზვიოს მინუსი კი მთაშენკას რაღაც კარვული ტრადიციის აღდგენას სთავაზობს...

Image

იუბილარი სამადლობელს იხდის :)

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by Mta Mkvarebia » 22 ოქტ 2008, 01:02

Int3lig3nt wrote:...კავკასიკასადმი მიძღვნილი ცეკვა-სიმღერა:
(მთაშენკამ უფრო მეტი გადაიღო ეს მომენტი და იმედია დადებს :))
..
უკვე დადებულია ფოტოები კავკასიკას დაბადების დღის თემაში. აი ლინკი:
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2622&start=30
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by Int3lig3nt » 22 ოქტ 2008, 02:00

Mta Mkvarebia
უი, ბოდიში... არ მინახავს :).
შენი კომენტიც ვნახე :P...

ხალხო, დიდ ბოდიშს გიხდით, ცოტა რთული დღე მქონდა დღეს და ვერ მოვახერხე ფოტოების ატვირთვა.
ინტერნეტიც ცუდად მუშაობდა.

ხვალ სამსახურიდან ავტვირთავ და ბმულს დავდებ.
საღამოს კი ფოტოებს დავყრი.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
საფარას, ზარზმას და ჭულევის ზღაპარი :)

Post by zika » 22 ოქტ 2008, 09:44

დიდიხანია ვოცნებობდი ფოთოლცვენაში მოყოლას :lol: :lol: :lol:

და ოცნება ავიხდინე :wink:


საფარისკენ მიმავალ გზაზე ანზორმა ჩამოგვსვა და ფეხით გაგვიშვა (მიდით ცოტა ფეხი გაშალეთო) გზად ყველა ხე შევარხიეთ და ფოთოლი ვერ გავაგდებინეთ :lol: :lol: :lol: :lol: ხებს ეჭიდავებოდნენ მიშა, საშა და ლაშა..... ვიფიქრე ჩემი ოცნებას ახდენა არ უწერი თქო, მაგრამ...

თვალწინ გაიშალა ულამაზესი ფოთლოვანი ტყე და ბიჭებს ვთხოვე მომაყარეთ ეს ფოთლები რადგან ხებიდან ვერ ყრით. მიშამ ყველაფერი პირდაპირ გაიგო და მომაყარა : მიწა, ნაგავი და ჩემი ლამაზი ყვითელი ფოთლები......
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:
სად არის ფოთოლ შემოყრის ფოტოები
:lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol: :lol:

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]