მეც, ცხადია, სიამოვნებით დავთანხმდი და აჩქარებული ტემპით მივაკვარახჭინე აქაური პრობლემები...
დათო კარაველია და ცნობილია დრამერის ნიკით, მეტად წესიერი და კარგი ადამიანი... ვისაც ნინიას და ჩემი ხევსურული ვოიაჟი ახსოვს, ადვილად გაიხსენებს დრამერს და დრამერის მეუღლეს-ირმასაც...
ხევსურეთიდან ხევში სწორედ მათთან ერთად გადმოვედით ნინია და მე... ცნობილია ასევე დრამერის გაზის ბალონიო, რომელმაც ჭაუხები და მწვერვალები მოიარა და სეტყვასა და ელვა-მეხებშიც კი არ ვუშვებდი ხელს...
ჰოდა... ერთი სიტყვით, ა.წ. ოტომბერში, დრამერი, დრამერის ბენდის წევრები - ხათუნა მაკალათია, გიორგი ომაძე, მათი ახლობელი ნინო მაკალათია და თქვენი მონა-მორჩილი ლაგოდეხისკენ დავიძარით...
თითოეულ მათგანს და ამ მეტად სასიამოვნო გალაშქრებასაც დიდი სიამოვნებით გაგაცნობთ მალე...
ეს კი ლაგოდეხის ტყიდან გადაღებული ერთ-ერთი ფოტოა, აქვე, ფოტოაპარატის თხოვნისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი არჩილ-დაკოტას და ჩემს მობილურსაც

