
ვაგრძელებთ ჯიპტურების ტრადიციას, გასვლა 2 დღიანი იქნება 1-2 ნოემბერი.
მხოლოდ ჯიპებით გავალთ რადგან ისეთი ადგილების მონახულებას ვაპირებთ სადაც მინიბუსები ვერ მივლენ.
მარშრუტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ცოტა მოგვიანებით დავდებ, ზოგადად კი ვიტყვი რომ ვნახავთ იმ ძეგლებს რომლებიც ნაკლებად ცნობილია - აბულის ციხე, ენთელის ქვაკაცი, აგარის მონასტერი, ბაიების კომპლექსი, სარო, კუმურდო, ოქროს ციხე...
ასევე ტბები - ხანჩალი, კარწახი,მადათაფა... ვნახოთ რამდენს მოვასწრებთ

ღამეს გავათევთ ოჯახებში, რაც გარკვეული თანხა დაგვიჯდება, მსურველებს შეუძლიათ კარვებშიც გაათიონ ღამე.
ხარჯების შესახებ ინფორმაციას ასევე მოგვიანებით მოგაწვდით.
მე და ერთი ჯიპი თავისი ეკიპაჯით უკვე ვემზადებით

