Int3lig3nt
იბეიზე მეც მინდა ყიდვა, მაგრამ არ ვიცი, როგორ უნდა.
შეგიძლია აგვიხსნა?
მოკლედ რომ გითხრა: უნდა გქონდეს ფეიფელის ექაუნთი(ქვეყანას წერ სხვას. საქართველოს ვერც მიუთითებ) და ვიზა კლასიკი(მასტერკარდიც მიდის. ნაცადია). ამის შემდეგ უნდა შეხვიდე შენს ფეიფელში და მიაბა ეს კარტა შენს ექაუნთს.
დარეგისტრირდები იბეიზე და მიუთითებ ფეიფელის მისამართს(ანუ იმ ფოსტის მისამართს რითაც ფეიფელზე ხარ დარეგისტრირებული). როცა მოვა გადახდის დრო თანხა პირდაპირ მოიხსნება შენი კარტიდან.
აქ უნდა მიაქციო ყურადღება შემდეგ მომენტებს:
1) თანხის დაბრუნება ასეთი მეთოდით ვერ ხდება! ასე რომ კარგად უნდა აწონო და გაზომო როცა რაღაცას ყიდულობ და ისე გადაიხადო.
2) ნივთის აღწერაში უნდა მიაქციო ყურადღება იმას, რომ გამყიდველი არ უნდა ითხოვდეს ფეიფელის მისამართის კორექტულობას(იშვიათად ხდება მაგრამ მაინც). თუ ითხოვს უნდა დაეკონტაქტო, აუხსნა რატომ ვერ იქნება შენი ფეიფალ მისამართი კორექტული(საქართველო არაა PayPal country list-ში) და მისცე შენი კორექტული მისამართი ნივთის გამოსაგზავნად. შეიძლება არ დაგთანხმდეს, მაგრამ ასეთი შემთხვევა მე არ მქონია...
თუ რამეს ვერ გააკეთებ ან რამე გაუგებრობაა მკითხე და გიპასუხებ.
ნ-------------------------------------------------------------------
ეს რომ დავწერე მერე რამოდენიმე ადამიანმა მითხრა, რომ ნებისმიერი ბანკის ვიზა კლასიკს ვერ ვაბამთ ფეიფალსო. მხოლოდ პროკრეტიტის ვიზა კლასიკზე ვადასტურებ, რომ მუშაობს ნამდვილად.
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია