Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 14 ოქტ 2008, 11:52
სკეპტიკური დამოკიდებულება საქართველოს ნაკრებისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის მიმართ.
ვინც ასე დასცინით ან აკრიტიკებთ ქართველ ფეხბურთელებს, 1 ის მაინც მითხარით, ბოლოს ეროვნულ
ჩემპიონატზე თამაშის საცქერად როდის იყავით?
ის, რომ ასეთი ფეხბურთი გვაქვს, არის ჩვენი, ქომაგების დამსხურებაც.
ბილეთებისგან მიღებული შემოსავლით შენდება გუნდები.
ჩვენ გინება და გაკიცხვა კგდ გვეხერხევა, გულშემატკივრობა - არა.
აბა, თამაშებს დააკვირდით: როდესაც საქართველოს ნაკრების კარში გოლი გადის, მთელი სტადიონი დუმდება.
არადა, ამ დროს სჭირდება ნაკრებს გამხნევება-შეძახილი, რომ ფსიქოლოგიურად მოიმართოს.
შეუძახე, გაამხნევე, ჩუმად კი ნუ უყურებ.
თუ გოლი გაგვაქვს, იცოცხლე, ბედნიერები ვართ, მაგრამ თამაში მხოლოდ გოლის გატანა არაა.
როდესაც მსაჯი ნაკრებისთვის არასასურველ, მაგრამ სამართლიან გადაწყვეტილებას იღებს, უშვერად ვაგინებთ.
თამაშების გარჩევაში ბრძენები ვართ, მაგრამ ქომაგობაში, გუნდების დახმარებაში, უკაცრავად, მაგრამ კოჭლები.
ჰოდა, გუნდებმა უკეთ რომ ითამაშონ, არწასვლისკენ კი არ უნდა უბიძგებდეთ სხვებს, უნდა დგებოდეთ და მათთან 1ად მიდიოდეთ
თამაშებზე, მათ შორის, ეროვნული 1ლობისას.
მომწონს მირანდას და ლინდას დამოკიდებულება. ყოჩაღ მათ, რომ თამაშებზე დადიან
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები