ქართული იარაღი

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 11 ივნ 2008, 17:43

ეს გახლავთ დამღა ლეკურ ხანჯალზე. ველისციხეშია ერთ-ერთ მარნის მეპატრონესთან. ამგვარი დამღები მხოლოდ ლეკურ და ზოგადად მუსულმანურ ხანჯლებზე გვხვდება.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 28 სექ 2008, 20:30

აბა გავაცოცხლეთ თემა...
დღესაა გადაღებული. ერთ საკმაოდ საინტერესო გორდა ხმალზე ეს დამღები ვიპოვნე. ეს არის გორდას აღმნიშვნელი დამღა და თუ ესეთი დამღაა ხმალზე ეს ნიშნავს, რომ ხმალი "გორდაა".
Image
ეს დამღა კ ამავე გორდაზე ვნახე ვადაჯვართან. ძალიან საინტერესოა არა? გამოსახულია გვირგვინოსან-წვეროსანი მამაკაცი.
Image
დაგხოცავთ თქვენი... თუმცა რატომ უნდა დაგხოცოთ :roll: :?: არა ისევ ძმობა და მეგობრობა ჯობია ასე, რომ აღარ დაგხოცავთ ჯანდაბას :D
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
ქართული იარაღი

Post by ნინი_85 » 28 სექ 2008, 20:48

qvevri

გიო, შენი დანა ვიცანი, ხადას ხეობაში ფოტოები რომ გადავიღე, ძალიან მომეწონა. საერთოდ ცივი იარაღისადმი განსაკუთრებული სიყვარული მაქვს... :roll:

ეს დამღიანი ხმალი სად გადაიღე?
მეაც გავთუშდ მეაც!

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 28 სექ 2008, 20:51

ეს კი ხირიმია. ისე კი თოფების რამოდენიმე "ტიპი" ყოფილა ჩვენში გავრცელებული, ესენია: სიათა, ხირიმი და მაჭახელა. შესაძლოა კიდევ იყო რამე, მაგრამ მე არ ვიცი.
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 28 სექ 2008, 20:52

ნინი_85 wrote:qvevri

გიო, შენი დანა ვიცანი, ხადას ხეობაში ფოტოები რომ გადავიღე, ძალიან მომეწონა. საერთოდ ცივი იარაღისადმი განსაკუთრებული სიყვარული მაქვს... :roll:

ეს დამღიანი ხმალი სად გადაიღე?
საგურამოში

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ქართული იარაღი

Post by kotetbeli » 28 სექ 2008, 21:15

qvevri
კახას დანა მაშინვე ვიცანი, მართლა დიდებული ნამუშევარია.
ღმერთმა აცხონოს, იმედია მასეთი ადამიანები კიდევ ეყოლება ჩვენ ქვეყანას.
მეც თუ რამე ვიცი ცივ იარაღზე, კახას მონაყოლია.

კახას გამოჭედილი ფოლადის ფენები მგონი არავის დაუთვლია იმდენია :wink:
სამჭედლოში ქალი ვერ შევიდოდა და გამოჭედვამდე, როგორც უძველესი წესი ყოფილა, ლოცულობდნენ.

ერთ-ერთ სატევარს, მახსოვს ძალიან მაგარი ტექსტი ეწერა ასომთავრულად, კახამ მითხრა სადღაც ადრე უუნახავს მგონი და განვაახლე ტრადიციაო, მოკლედ, შინაარსი ასეთი იყო: ,,ღმერთმა იმდენი გონება მოგცეს, ჭკვიანურად მომიხმაროდეო" :wink:

ერთხელ სამჭედლოში მივედი და ბაწარზე ეკიდა ხმლის პირი. მიმიყვანა კახამ, ჩაქუჩი მიარტყა და მითხრა - ეხლა დაელოდე, უსმინე და ნახე როდის მორჩება ხმაო... ხმა კაი ხანს გაგრძელდა.
მერე ბოლომდე მოხარა ხმლის პირი და რომ გაშალა, ისევ ლარსი გასწორდა, ანუ მოღუნვა არ დაეტყო.
შემდეგ იქვე ედგა ხოლმე ძველი სეიფი, რომელზეც მთელი ძალიტ ვურტყით ხმალი და ხმლის პირს არაფერი შეტყობია.
აი, ეს არის ხარისხი :wink:



P.S. რაც შეეხება ღაჯიას, თითზე წამოსაცმელ კბილებიან ბეჭედს, მაგის შესახებაც კახა ზარნაძისგან ვიცი. წიგნის ქონდა გამზადებული საბრძოლო ხელოვნებაზე და იარაღაბზე.
მოკლედ, სათითურს კბილები აქვს ნახევარწრეზე.
ჯერ იკეთებენ ისე, რომ კბილები მოექცეს მტევნის შიდა მხარეს და ასეთ ხელს მკლავზე მოკიდებენ ვინმე შარიანს, რომ დააწყნარონ... თუ ამანაც არ გაჭრა და უფრო მეტი ძალისხმევა გახდა საწირო, მოწინააღმდეგის თავს ხელში მოიგდებენ და თავის ქალას გარშემო ,,შემოუხაზავენ" ღაჯიათი...
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ქართული იარაღი

Post by kotetbeli » 28 სექ 2008, 21:18

qvevri

ფოტოში მგონი ძალიან სერიოზული ფარი უნდა გეჭიროს და მაგაზეც დაწერე რა... ძალიან საინტერესო ბორჯღალი ეტყობა :roll:
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 28 სექ 2008, 21:34

ეს სპარსული ფარია, ზედ სპარსულად აწერია "რაღაცეები" ასევე მუზარადიც იქაურია და ეს ფარი და მუზარადი ერთი კაცისა უნდა ყოფილიყო და ერთი ხელოსნის ნამუშევარია. ისე კი მართლაც სერიოზული ნამუშევრებია
ფარის წარწერები:
Image
მუზარადის წარწერბი:
Image
Image
სავარაუდოდ ჯავშნიანი უნდა იყოს :?: :?: :?:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 28 სექ 2008, 21:39

ვნახეთ ასევე ერთი ცალი სამკლაური , რომელზეც წარწერა აღმოჩნდა...
Image
Image
Last edited by qvevri on 18 მაი 2009, 19:39, edited 1 time in total.

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ქართული იარაღი

Post by kotetbeli » 28 სექ 2008, 22:30

qvevri
მაგ საფუხრეს ძალიან მაგარი წარწერა აქვს რაღაც, ეხლა გადმოვწერე ფოტო და კარგად არ დიდდება რომ გავშიფრო. ხო არ გახსოვს რა ეწერა?
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 28 სექ 2008, 22:32

kotetbeli wrote:qvevri
მაგ საფუხრეს ძალიან მაგარი წარწერა აქვს რაღაც, ეხლა გადმოვწერე ფოტო და კარგად არ დიდდება რომ გავშიფრო. ხო არ გახსოვს რა ეწერა?
დღეს გადავიღე და ჯერ ვერ მოვიცალე ჩასაჯდომად, თუ გინდა შენი მაილი მომწერე PM-ით და ცოტა დიდი რეზოლუციით გამოგიგზავნი

User avatar
kotetbeli
იეტი
Posts: 2423
Joined: 15 სექ 2004, 15:44
Location: Tbilisi
ქართული იარაღი

Post by kotetbeli » 28 სექ 2008, 22:57

Image
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 15 ოქტ 2008, 10:20

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 02 ნოე 2008, 15:26

ეს დამღEბი მშრალ ხიდზე რომ ყიდიან სატევრებსა და ხმლებს იქ გადავიღეთ გუშინ:
დამღა ლეკურ ხანჯალზე
Image
ეს დამღაც ხანჯლისაა, არაბულად აწერია რაღაცა
Image
ამ დამღაზე მითხრეს თბილისურია, მაგრამ თვითონ ხანჯალი ჩერქეზული იყო...
Image
ეს პიკტოგრამასავით "რაღაცეები" ლეკურ ხმალზე ვნახე
Image
Image
ლეკურიImage
ასევე ლეკურიImage
Image
ეს რაღაც ყამასავით იარაღია, თუმცა ძალიან ძველი იყო, არც ტარი ჰქონდა და მგონი გადატეხილიც იყო ცოტა
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ქართული იარაღი

Post by qvevri » 26 ნოე 2008, 09:10

ვაგრძელებ ჩემს საყვარელ თემას, "დამღები"
ეს დამღა წალდზეა და კახში გადაცვიღე ამ რამოდენიმე დღის წინ.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]