პირველივე დღეს გათხრები დავიწყეთ ტაძრის დანგრეული კედლის აღმოსაჩენად. კუთხე რომ გამოიკვეთა დავაფიქსირეთ და მერე დაკონსერვდება ისევ!
მე რა თქმა უნდა, აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი და თხრილში წელამდე მდგომი, ნიჩბით მიწას ვიღებდი.
საოცარი იყო, ადგილობრივებს რომ დავუნახივარ, უთქვამთ, როგორ შეიძლება მანდ ქალის მისვლაო, ეხლა გაწვიმდებაო! არადა კაშკაშა მზე იყო!
მანამდე მე ვიკითხე სადიაცო ბილიკი სადამდე მიდისთქო და მითხრეს, მოძღვარმა აკურთხა და ქალებიც დაშვებულიაო! იმან კი აკურთხა, მაგრამ, იქ, ზევით არ იყო შეთანხმებული და მალე წვიმა წამოვიდა! ამ დროს გოგამ დამირეკა, ზემოთ კვავლოდან გიყურებ და ხელსაც გიქნევ, მანქანამ უნდა ამომაკითხოს და ამოყევიო! წვიმის გამო სამუშაო მაინც შევაჩერეთ და მე
გადავწყვიყე კვავლოში ასვლა! მაგრამ რომ წვიმდა, მძღოლს ვთხოვე საწვიმარს ავიღებ და იქ სახლში მომაკითხეთქო! სანამ სახლამდე მივედი, ეზოში რომ ფეხი შევდგი, უკვე აღარ წვიმდა!
მე არაფერი გამიგია, მგრამ იმ ადგილობრივებს ჩვენი თანამშრომლებისთვის უთქვამთ, ხვალიდან მაგის ფეხი არ დავინახოთო ტაძართან! ასე ჩამომაშორეს არქეოლოგიურ სამუშაოებს! და ბატონი ჯუმბერ კოპალიანი მარტო დავტოვე! თუმცა ისეთი გამოცდილი არქეოლოგია, რომ არ გასჭირვებია.
არაჩვეულებრივი ამინდი დაგვემთხვა იქ ყოფნის დროს! გუშინ უკვე დიდი წვიმა მოსულა! გზა გაფუჭდაო! არადა ჩემები ისევ იქ არიან!
