იმერეთი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ყუმისთავი* - სათაფლია - ნავენახევი - თბილისი
3. ხანგრძლივობა:
1 დღე
4. სირთულე:
მარტივი
მგზავრობა - დამღლელი
5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
17 ლარი
6. მონაწილეთა რაოდენობა
23 მოლაშქრე
7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
GAMARJOBA SAKARTVELO
8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქუთაისი
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დავრეკავ ანზორთან და დავაზუსტებ
10. ფეხით გავლილი მანძილი:
1 კილომეტრამდე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მღვიმეები, დინოზავრის ნაკვალევი (სათაფლიაში)
12. საბანაკე ადგილები:
ბევრია საბანაკე ადგილი, თუმცა ალბათ მხოლოდ დაცული ტერიტორიის გარეთ შეიძლება დაბანაკება.
13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყუმისთავში ჰქონდათ წყალი, სათაფლიაშიც ალბათ ექნებოდათ. ნავენახევში ცოტა ზემოთ ავედით მანქანით და წყარო იყო სოფელში.
14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საშუალო ან მაღალძირიანი ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი (წელიწადის ნებისმიერ დროს 15 გრადუსია მღვიმეებში).
15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ალბათ წელიწადის ნებისმიერ დროს.
თუმცა ყუმისთავის მღვიმეში რემონტი მიდის და მაისამდე ვერ მოხერხდება დათვალიერება.
16. რისკები, საფრთხეები:
სტალაქტიტი თუ ჩამოტყდა და თავში დაგეცა... თორე ისე სხვა არაფერი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება,
ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
გელათი, ბაგრატის ტაძარი
18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
ინფორმაცია არ მოგვეპოვება.
19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
ალბათ გოგას ექნება რაიმე ინფო და დავამატებ
20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია
* - რემონტი იყო და ვერ დავათვალიერეთ
