გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by lama » 08 ოქტ 2008, 11:35

caucasica
გაიხარე...

აი მე ავტვირთავ და დავდებ ფოტოებს

გვ #1

Image

გვ. #2

Image

გვ.#3

Image
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Monadire » 09 ოქტ 2008, 12:31

ძლივს არ მეღირსა შაბათ დღეს დასვენება?!.
ისიც გუდამაყარში ,თან პირველად .ულამაზესია გუდამაყრის ხეობა შავი არაგვით. შემოდგომის ტყით ,შემოდგომის სუნით.
უგემრიელესი ვაშლები სცოდნია მანდეთ. გზად შეგვხვდა ვაშლის ხე .
მომინდასავით .
მოგინდებოდათ.
ჰო და მივაჭერი .ღობეზე ასვლა დავაპირე თუ არა უცებ ძახილი ”ღობეს ნუ გააფუჭებთ”. გავიხედე შავებში ჩაცმული ბებო ეზოში სკამზე ჩამომჯდარა და იქიდან მიყურებს.
ღობეზე ასვლა გადავიფიქრე არ ვაფუჭებდი მაგრამ მაინც .
ავხტი და ისე ძლივძლივობით მივსწვდი ტოტებს.
მოვწყვიტე ერთი .
გავიხედე ბებოსკენ . მიყურებს.
მოვწყვიტე მეორე. ისევ მიყურებს.
მესამე, მეოთხე ....ყველა ჯიბე გავივსე ასე გულცივად, უსუნდისოდ. ბებოს თვალი არ მოუშორებია
სტუდენტობა გამახსენდა .
კოლოქვიუმს რომ იწერ ”შპარგალკიდან” ლექტორი გხედავს შენსკენ მოდის და სანამ შენამდე მოვა ჯიუტად აგრძელებ გადაწერას. :lol:
ერთადერთი ადმინს ვერ შევახვედრე ვაშლი.წინ წასულიყო სურათების გადასაღებად და სანამ მივაღწიე აღარც მქონდა.
მერე იყო საღამოს დაწყების უსასრულო ლოდინი,საუბარი, ფუსფუსი ,სტუმრების, მსახიობების , მომღერლების ,საზოგადო მოღვეწეებისა და ამ ქვეყნის მშვენიერი წარმომადგენლების თვალთვალი. და უცებ დინამიკებიდან ბოლო ხმაზე არაგველებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო..
სადა ხააააააააააააააართ
არაგვეეელეეებოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოო..
იმ წამსვე ყველა გაჩუმდა ,გაირინდა და დაიწყო
სცენაზე ყველა მონაწილის გამოსვლა ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ ყველაზე კარგად ორი დამამახსოვრდა.
გოგონათა ანსამბლი (სახელი არ დავიმახსოვრე) და მათი სიმღერა
"შენ ჩემს გულს ვეღარ მოიგებ,
ჩემი სათქმელიც ის არის,
გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარიიიი"
რაღაც უცნაურად, მძიმედ მოხვდა გულს.
და მეორე ”გარსია ხევსურული სახელია” .
არხოტის მკვიდრის გარსია ოჩიაურის ისტორია, რომელსაცმთელი ცხოვრება ცეკვაში გაულევია და ცეკვითვე დაჰლევია სული ასსსსაააააა ასსსაააა -ს ძახილში.
ის ბიჭიც რა გააააჰგიჟებული კითხულობდა.
შენ გაიხარე ლამა ეგ ტექსტი რომ დადე და არა მარტო მაგიტომ :wink:
და მერე გზა, სიმღერები, ქვევრის არყით სავსე ყანწი , სადღეგრძელოები, ფანდური და ჩქარი ტაში, ცეკვა , ისევ გზა და ეხლა უკვე ქვევრის საფერავით სავსე ფიალა
გაგიმარჯოთ
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Monadire » 09 ოქტ 2008, 12:35

ვაშლიპარია
Image
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Monadire » 09 ოქტ 2008, 12:47

Gvalva
ისა... მონადირეს სახელი ხომ არ შევუცვალოთ "მოცეკვავე"-ზე? მაგის ნანადირევი მე არ მინახავს და ცეკვით სულ ცეკვავს...
კარავში ცეკვა უფრო გამომდის ვიდრე ნადირობა. თან უამრავი ბუნებისდამცველვეგეტარიანელია. ამიტომ ცალკე მირჩევნია მაი საქმე. :wink: თქვენ არა მაგრამ ჩემს ძაღლს ლედის უნახავს ნანადირევი. თუ არ გჯერათ კითხეთ :D
სახელს თუ შემიცვლი ბექამ რა ქნას? მეორე მოცეკვავე იქნება?
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by meore monadire » 09 ოქტ 2008, 13:08

მე მეორე აღარ ვარ ბიჭო, დაგავიწყდა? :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by namcecuna » 09 ოქტ 2008, 13:58

Monadire

"მერმისი" ასე ერქვა გოგნათა ანსამბლს, ისე გულისგულში ატანდ ამათი ხმა და სიმღერა, მე და ნუსა ერთმანეთს ვუმალავდით ცრემლებს და თან ვოხრავდით, ნეტა რა დავუშავეთ ამ ხალხს გულს რომ გვიხეთქავენო ....

დები გოგოჭურები არ დაგამახსოვრდა, იკა?

კარგი ხარ აღარც კარგი ხარო...
გულზე მობმულო ღვიძლადაო....

რა ხმები აქვთ მაინც...


ისე შემიყვარდა გუდამაყარის ხეობა, სული მიმიწევს, დაბრუნებულა სვანეთიდან ჩემი- სხეულს გაყრილი- სული და ახლა იმ სოფელში დამრჩენია-ჩოხის მოპირდაპირედ რომ მოჩანდა, ხის სახლებით რომ გადმოგვყურებდა, ამაყად, ისე...

მოდითო, კიდევ მოდითო...

აქ რომ ცხოვრობდე და არ გეწერებოდეს, ადამიანი არ გერქმეოდაო...

მოსიარულე მოთხრობებიც ვნახეთ გუდამაყარში, სახეზე ყველას მართლაც თითქოს ამბავი, საიდუმლო, სათქმელი დასთამაშებდა...

იქ დამაბრუნა ნეტავ, 2 დღით, მზის ამოსვლას რომ შემახედა და სტუმრის მიღებით გახარებული გუდამაყარის ხეობის, მისი ხეების და შავი არაგვის ჩურჩულს მომასმენინა კიდევ ერთხელ....
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by guruli » 09 ოქტ 2008, 15:05

namcecuna
ახლა იმ სოფელში დამრჩენია-ჩოხის მოპირდაპირედ რომ მოჩანდა, ხის სახლებით რომ გადმოგვყურებდა, ამაყად,
ათნოხი... მეც ძალიან მომეწონა ეგ სოფელი, ულამაზესია. დიდი სიამოვნებით ავიდოდი იქ და გავხედავდი იქით არწივისმაღალს, აქეთ - ხეობის შესასვლელს, წინ - ძველი ჩოხის გორას, რომელიც ახლა კიდევ უფრო ლამაზად იქნება შემოდგომისგან გადაღებილი, ვიდრე - მაშინ.
მაგ ანსამბლებტან და გამომსვლელებთან ერთად გიორგი არაბულიც მომეწონა - "ყოველთვის დარდით რატომ კვდება ქართველი!"
ბაბუა ალუდაურმაც კარგად თქვა - გოდერძი ჩოხელის ფილმებს უყურებ თუ წიგნებს კითხულობ, სულ გრჩება განცდა, რომ მალე დამთავრდაო...

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 09 ოქტ 2008, 21:12

Gvalva
ეს გამარჯობა საქართველოს აქეთა სუფრიდან :)
Image
Image
ესე იგი, ვიდრე ფოტოს მიძღნის ადრესატის წავიკითხავდი, მანამდე ვქვი, ღმერთო ჩემო, რა ლამაზი ფოტოა-მეთქი.

მადლობა ბატონ გვალვას ამ ფოტოსთვის.
არაჩვეულებრივია
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
zika
იეტი
Posts: 1466
Joined: 27 მაი 2008, 16:53
Location: Tbilisi
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by zika » 10 ოქტ 2008, 11:53

ქვევრი რამაგრი დღე გქონიათ, კარგი რეპოტაჟია :lol:
мир идет навстречу Вам во Всем.

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by namcecuna » 10 ოქტ 2008, 11:58

guruli
წავიდეთ იკა, უკმარისობის განცდა მაქვს და წავიდეთ სანამ ერთხელაც წავიდეთუახლოეს დღეებში, თუნდაც შუა კვირაში :)
წამო, ზღაპარში ...
Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by qvevri » 10 ოქტ 2008, 11:59

zika wrote:ქვევრი რამაგრი დღე გქონიათ, კარგი რეპოტაჟია :lol:
მაგრი კარგისა და მაგარის ნაჯვარია :?:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by qvevri » 10 ოქტ 2008, 12:03

namcecuna wrote:guruli
წავიდეთ იკა, უკმარისობის განცდა მაქვს და წავიდეთ სანამ ერთხელაც წავიდეთუახლოეს დღეებში, თუნდაც შუა კვირაში :)
მეც მინდა განმეორებით წასვლა, რაღაც არ მეყო პირველი გასვლა მგონი :wink:

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by namcecuna » 10 ოქტ 2008, 12:10

qvevri

ძალიან კარგი, მაშინ მალე წავიდეთ რაა, სანამ ამინდები ძალიან გაწიწმატდებიან ... რა კარგი დარი იყო 4–ში...

წავიდეთ რააა, გიო, წავიდეეეთ... :D
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by guruli » 10 ოქტ 2008, 13:59

qvevri - შუა კვირა შენც გაწყობს?

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]