კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 09 ოქტ 2008, 20:36

ნინი_85

:roll:

ვახ!

chuna

რა კარგი აზრია, უახლოეს ორდღიანი გასვლის დროს შეიძლება...

ზეპირად რაც არ ვიცით-კითხვით არ შეიძლება ? :roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 09 ოქტ 2008, 22:31

namcecuna

:wink:


ეს ღამე ჩემია,
ფიქრიან ფერიას
მთვარემ, წამწამებზე მძივები დაჰკიდა.
ის გზა რა ფერია,
სადაც არ გელიან;
სადაც პაემანი ქარივით გაფრინდა.
იქ, ახლოს გემია,
მასზე მისტერიამ
ტალღას მოჰქაჩა და ხელები ჩაჰკიდა,
სადღაც ედემია...
ფიქრობდა ფერია,
მანამ მარგალიტებს ზღვის ფსკერზე დაყრიდა.
ცა ბინდისფერია,
ვარსკვლავის ჯერია
გემბანზე ზღაპრები დაყაროს მაღლიდან.
ეს ღამე ჩემია...
ფიქრობდა ფერია
თუმცა, პაემანი ქარივით გაფრინდა.


თეკლე ბატონიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by Mta Mkvarebia » 09 ოქტ 2008, 22:45

ნინი_85
:D
მალე თეკლეს ახალი წიგნი გამოვა :)
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 10 ოქტ 2008, 22:03

გაჩერება

მე ჩავიცვამ ფოთოლცვენის კაბას,
მერე, ჩუმად გამოგყვები სახლში,
გადავწმინდავ მტვრიან ფანჯრის რაფას,
ჩავრგავ გრძნობას, პაწაწინა ბაღში.

მოგიდუღებ გარიჟრაჟის ფაფას,
ზედ დაგაფენ გიშრის დალალს გაშლილს,
დაგილაგებ აზრებს, როგორც ჩანთას,
გაგფრენია შემოდგომის ქარში.

დილით, შენი გული ხელით დამაქვს,
სკდება ვნება აზვირთებულ ტანში,
უსასრულოდ დარდიანი გზა მაქვს
გაჩერება! შენთან მოვალ სახლში

თეკლე ბატონიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 12 ოქტ 2008, 22:28

:wink:




წამყე ბეთანიისაკენ. იქ, სადღაცა, ახლომახლო,

იყო ორბელიანების

და ირაკლის სამოსახლო.

გზაზე, სადაც ცაცხვებია და მუხნარი უმეტესი,

არსად ქვეყნად არ მინახავს

ადგილები უკეთესი!

ადგილები, ასე მშვენი ვარდისაგან, იისაგან...

სანადირო ადგილები...

წამყე ბეთანიისაკენ!

მოდი, სადმე უდაბური ვპოვოთ კუთხე ქედმომაღლო,

გადმოვხედოთ მაღლით თბილისს -

მე აქ უნდა დავესახლო!

წამყე ბეთანიისაკენ! იქ, სადღაცა, ახლომახლო,

იყო ორბელიანების

და ირაკლის სამოსახლო





გალაკტიონ ტაბიძე
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 14 ოქტ 2008, 00:55

" დრო დოლაბივით ყველაფერს არ ფქვავს,
სიცოცხლე მაინც ხელიდან მიგვდის,-
ეს შემოდგომა არ ნიშნავს ზამთარს,
ეს გარინდება არ ნიშნავს სიკვდილს...
...ფიქრი თოვლივით ადნება საფლავს,
დგება საღამო ხავსივით ჩუმი,-
ეს გადარევა სიგიჟეს არ ჰგავს,
არც ეს სიჩუმე არ ნიშნავს დუმილს..."


:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
perwkli
იეტი
Posts: 1088
Joined: 09 მარ 2007, 04:18
Location: ბუნბუნლანდია
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by perwkli » 14 ოქტ 2008, 01:03

თქვენ ერთად დგახართ,
ხოლო როდესაც მე მოვდივარ,
ჩვენ ვდგავართ მერე.
მე მივდივარ და ისევ თქვენ რჩებით.


თქვენ, რამდენიც არ უნდა იყოთ
მე თუ მოვედი
თქვენ ვეღარ დგახართ
მერე ჩვენ ვდგებით.

და უფრო მეტიც, როდესაც დგანან ხოლმე ისინი
მე მათთან მივდივარ,
და მაინც ჩვენ ვდგავართ.

ასე თანდათან ვაცნობიერებ
ჩემს ზებუნებრივ შესაძლებლობებს.

და რა საოცარია,
როდესაც ის იღიმის
მე კი შემიძლია მივიდე მასთან და
გამოვიყვანო,
რომ ჩვენგან ერთ-ერთი იღიმის.
განწყობებს ასე თავად ვირჩევ
ჩვენ ხომ, ასეთი გადამდებია.
უცნაურია რომ მე ჩვენ შემიძლია.
და შემიძლია, ეს მარტივად და
ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.



:roll:
პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა.

http://bunbunland.blogspot.com/

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 14 ოქტ 2008, 01:10

თავი მომაბეზრა ძველმა სიზმარმა

ზღაპრულ სასახლის ვხედავ ნამსხვრევებს,

გადამავიწყდა როგორ მიყვარდა,-

რა გამახსენებს...


:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 14 ოქტ 2008, 02:00

" წკრიალა ზარები, წკრიალა ზარები,
ძველი წერილები დღეს ჩემთან არიან,
მთვარის ცის სხივებში მე გავებანები
და მოგელოდები, თავადო დარიან.

ჩვენი მზე წარსული, სილურჯე მთვარისა,
ყოველი დაბრუნდა და არის სიმწარე,
მე ერთხელ ჩამოგცდი ცისფერი დარდითა,
უფალო მაღალო, ორივე გვიფარე.

მე მუდამ ვარ ჩუმი, არიან წამები,
როდესაც მოდიან და ვხვდები ალებით,
მე ცოტას მიცნობენ, მე ვარ სხვანაირი
ხელებზე მკოცნიან, ყველა, დავალებით.

ძვირფასო თავადო, წახვედი შორს ჩემგან,
ძველი წერილები დღეს ჩემთან არიან,
წკრიალა ზარების ხმაური დამჩემდა
ძვირფასო, მოგელი თავადო დარიან."

ელენე დარიანი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
doctor ako
მაწანწალა
Posts: 342
Joined: 10 ივლ 2008, 13:37
Location: დედამიწის სამოთხე
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by doctor ako » 16 ოქტ 2008, 23:38

ხომ ვთქვი აქ "კარავში" ქართული სული ტრიალებსმეთქი,ეს გვერდი ამ წუთებში აღმოვაჩინე...
პოეზია რომ უყვართ და ესმით,მე მათ შორის ბოლო რიგში დავდგები.
არის ლექსები, რომლებიც "ჩემეულნი" არიან, მთელი სულით და გულით შესისხლხორცებული მაქვს,მუსიკაა სულის ერთგვარი და აღმაფრენა


ტერენტი გრანელი

ეს დღე

"ისევ მარტო ვარ,ირგვლივ ქარია,
გრიგალი მისდევს ოცნების ხომალდს.
ეს დღე ზვირფასო! სხვა სიზმარია,
ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას.

ისევ სიცოცხლე, სიკვდილი არ მსურს,
და წმინდა გული მე შენთან მომაქვს.
ეს დღე მაგონებს შორეულ წარსულს,
ეს დღე რომელიც გავს შემოდგომას...”



...

...

...

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by namcecuna » 16 ოქტ 2008, 23:57

* * *

საჩუქრად
ოქროსფერმა
დღეებმა
იკრიალეს...
არის ილუზია: ისეთი საღამოა,_
ზამთარი
საერთოდ
საერთოდ
აღარ მოვა...
ღმერთო, მაპატიე, - ჭმუნვა გამიქარდა?
რაღაც-
მიხარია,
რაღაც
გამიხარდა.



:roll:
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by meore monadire » 17 ოქტ 2008, 00:57

<< მე თვითონ მივხვდი , მივხვდი და ვყვები ,
რომ დღევანდელი დასრულდეს დღესვე ,
ანდა რა უნდა მოსთხოვო ვნებებს ,
რომლებმაც ყველა სასმისი შესვეს .

შესვეს და დათვრნენ და კვლავ ჰგონიათ ,
რომ პირვანდელი ძალით ღელავენ ,
მე კი ვერაფრით ვერ მიპოვნია
სიტყვა , რომელიც ახსნის ყველაფერს . >>
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ნინი_85 » 17 ოქტ 2008, 22:04

მე მინდა რაღაც ახალი
და რაღაც უფრო სხვა...
ცა მინდა უფრო მაღალი
და უფრო ვრცელი _ ზღვა...

ნურც ცა იქნება მაღალი,
ნურც უფრო ვრცელი _ ზღვა,
ოღონდ რაიმე ახალი,
ოღონდ რაიმე სხვა.

ვახუშტი კოტეტიშვილი.
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ele
იეტი
Posts: 1173
Joined: 06 სექ 2007, 13:56
Location: tb ele see
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by ele » 18 ოქტ 2008, 00:14

ანდუყაფარო,
ლიპარიტო, -
დარნო მთათანო,
ბაგრატოვანთა ბანოვანის ტანო-ტატანო,
ბიჭო სესეო,
თოთიკაანთ ქალო მელანო,
ვაჟას არწივო,
შოთას ვეფხვო,
ტატოს მერანო;

ბზიფო,
ენგურო,
ალაზანო,
მტკვარო,
იორო,
აგერ ახლახანს გარდაცვლილო გალაკტიონო;
ქინძმარაულო,
ტიბაანო, -
ღვინოვ კახურო;
გამოსროლილო ხევსურეთით ლექსო ხალხურო,
დიდო კოლხეთო,
დიდო ქართლო,
დიდო შამქორო, -
ვერ დამადუმონ,
ვერ დამძალონ, -
თუნდაც ჩამქოლონ…

ვერ შეაჩერებს ვერაფერი სიტყვას გაბედულს –
ფრთები მასხია თქვენგნით, მხოლოდ თქვენგნით
რამეთუ.



მუხრან მაჭავარიანი
. . . კიდევ ერთი დღე . . .

User avatar
lali
მაწანწალა
Posts: 347
Joined: 10 ოქტ 2008, 22:36
Location: tbilisi
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა

Post by lali » 18 ოქტ 2008, 16:00

***

რომ ავყოლოდი გულისთქმას,
ჭკუას არ დავიხმარებდი,
შენთან დავლევდი ჩემს დღეებს,
შენს გულში გავიხარებდი...
...
ბატარაც რამე გწყენოდა,
სულს ხოხობივით დავლევდი...
esec gaivlis....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]