ღია ცის ქვეშ სხვა აქტივობების შესახებ
Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 01 ოქტ 2008, 00:58
abo
საოცარი ამბავია, ასეთი ადამიანები რომ ჩვენს გვერდით ცხოვრობენ და შეუძლიათ ხომალდის საკუთარი ხელით აგება ეს ძალიან შთამბეჭდავია!!
მგონი თქვენი ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს უნდა ვიცნობდეთ კარაველები...
მოკლედ... იდეა და დიდი სურვილი მაქვს თქვენი ეკიპაჟი მოვიძიოთ, შეგკრიბოთ და ერთად მოგისმინოთ!!
ბოდიში რომ თქხრობაში ეს იდეა შემოვაგდე, მაგრამ ვერ მოვითმინე!

-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 01 ოქტ 2008, 01:00

ასეთი განწყობა ხშირად გვქონდა. მეცინება სგუშონკებს რომ ვუყურებ. იმდენი გვქონდა ტრიუმში წყალში ტყაპუნობდა შპანგაუტებს შორის გრილად. ამოვიღებდით ლურსმნით გავხვრიტავდით ორ ადგილზე და ჰაიდა გაწრუპული იყო წამში.
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 01 ოქტ 2008, 01:09
Gvalva
ძალიან კარგი იქნება. ბევრი მათგანი მეც რამდენიმე ათეული წელია არ მინახავს. საოცარი ფილმი მაქვს გადაღებული 16 მმ გერმანულ ფირზე ფერადი, 1საათიანია, მაგრამ ახლა ციფრულ სამყაროში მისი გამშვები პროექტორები აღარ მოიპოვება. კარგი იქნება თუ ვინმეს შეხება აქვს ამ საქმეებთან. იქნებ დისკზე გადამაყვანიოთ. მეც 15 წელია არ მინახავს, შეიძლება გაფუჭდა კიდეც .
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 01 ოქტ 2008, 01:19
8 მილიმეტრიანის გამშვები მე მაქვს და არ ვიცი ის 16-იანსაც გაუშვებს თუ არა, კინოკამერისთვის რომ ვჭრიდით ხოლმე ფირს ეგ მახსოვს და გამშვები არ ვიცი
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 01 ოქტ 2008, 01:40
Gvalva
არა 16-იანი დიდი ფირია, ხმაც აქვს და შუაზე არ იჭრება. მაგას სხვაგვარი პროექტორი აქვს. იქნებ სადმე ტელევიზიებში იყოს. ჩემ დროს ტელევიზიაშიც მიგვიწვიეს რუბრიკით " თავისუფალი დროის პრობლემა " და მაშინ კინოც გაუშვეს. შემდეგ აღარ გვაძლევდენ ფირს ეს არქივში უნდა იყოსო და ძლივს მოვიპარეთ არქივიდან მოგვიანებით.
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 05 ოქტ 2008, 18:42
მოკლედ მტვარში გასვლა მაინც დიდ სიხარულთან იყო დაკავშირებული, მივცურავდით ხან კარგ "ფარვატერში" ხან წყალთხელში. თითქმის დიდ წყლებში რომ გავედით თავი სამშვიდობოს ჩავთვალეთ, ამ დროს შუა წყალში რაღაც დიდს შევეჯახეთ, როგორც შემდეგ გაირკვა წყალქვეშა კლდეს. გარედან საფარი ფიცარები შემოტყდა და დაიწყო წყალმა შემოსვლა. როგორც კაპიტანი ცუდ დღეში ჩავვარდი, დავიწყეთ წყლის ამოტუმბვა და სწრაფად ნაპირისკენ გავექანეთ, მაგრამ დაზიანება ისეთი დიდი იყო რომ ხომალდი ნელნელა იძირრებოდა. საბედნიეროდ მალე გამოვედევეთ მეორე წყალთხელს და ზედ გავეჩხიეთ.წამსვე გონს მოვეგე და ჩაძირული გემის კაპიტნის პირობაზე, მაინც ამაყად მოუწოდე ეკიპაჟს დამშვიდებულიყვნენ და შემდგომი გეგმა შეგვემუშავებინა.

მამალიც ჩვენთან ერთად განიცდიდა მომხდარს.

ყურებჩამოყრილებმა წელამდე წყალში ირგლივ შემოუარეთ გემს, მაგრამ ნაპირისკენ უახლოსი გზა ღრმა წყალში გადიოდა და იქ გადატანა რისკთან იყო დაკავშირებული, თუ გადასვლას ვერ მოვასწრებდით სამარცხვინოდ ჩავიძირებოდით.
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 05 ოქტ 2008, 19:29
-
kotetbeli
- იეტი
- Posts: 2423
- Joined: 15 სექ 2004, 15:44
- Location: Tbilisi
Post
by kotetbeli » 08 ოქტ 2008, 01:00
dzalian sainteresoa, velodebi gagrdzelebas...

მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...
-
Archil
- იეტი
- Posts: 6877
- Joined: 07 აპრ 2005, 13:17
- Location: ტიფლისის თავზე
-
Contact:
Post
by Archil » 08 ოქტ 2008, 10:06
abo wrote:Gvalva
არა 16-იანი დიდი ფირია, ხმაც აქვს და შუაზე არ იჭრება. მაგას სხვაგვარი პროექტორი აქვს. იქნებ სადმე ტელევიზიებში იყოს. ჩემ დროს ტელევიზიაშიც მიგვიწვიეს რუბრიკით " თავისუფალი დროის პრობლემა " და მაშინ კინოც გაუშვეს. შემდეგ აღარ გვაძლევდენ ფირს ეს არქივში უნდა იყოსო და ძლივს მოვიპარეთ არქივიდან მოგვიანებით.
didi interesiT vkiTxulobT Tqvens nawer, amis Sesaxeb mec gagonili mqonda da ager ar yofilxarT
Zveli firidan CD-ze gadatanis saSualebi iqneba imedi maqvs, ilias SeiZleba vkiTxoT magi, televiziaSi muSaobs da gaikiTxavs imedia...
а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!

-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 08 ოქტ 2008, 21:19
ასე მოვათრიეთ ჩაძირული მედეა ნაპირამდე. მამალი იქვე ნაპირზე დასეირნობს აზერი ბავშვის ფეხებში.
ჩვენ ექსპედიციისთვის გამოყოფილი გვქონდა 1 თვე. ამასობასობაში სტარდიდან 10 დღე გავიდა. მარშრუტიდან კი თითქმის არაფერი გვქონდა გავლილი. გვერდ შემტვრეული და გაჟღენთილი გემი კი ნაპირზე .
ნირწამხდარები ველოდებოდით კორპუსის ცოტაოდენ შეშრობას რათა ფიცრები გამოგვეცვალა. 2 დღე გაგვიცდა ცდაში, ამასობაში ინსტიტუტში საიდანღაც ამბავი ჩავიდა ბიჭები გზაში დაიმტვრნენ და სადღაც ნაპირზე არიანო. მოგვივიდა შეტყობინება ექსპედიციის შეწყვეტის შესახებ. წამსვე დაუკავშირდი რექტორატს და აუხსენი შემსუბუქებულად ვითარება. მეორე დღეს თავზე დაგვადგნენ კომკავშირის მდივანი (მაშინ ირაკლი მენაღარიშვილი იყო) ეკიპაჟის წევრთა 2 მამა და 1 წყალჯომადობიდან (ადრე ვიცნობდი არსენა ერქვა)მანქანით( "ფიატი" ახალი შემოსული იყო.) იქვე კუნძულზე დაიწყო საქმის გარჩევა. ჩვენ კატეგორიული წინაღმდეგი ვიყავით , ისინი დაშლას გვთხოვდენ.
ბოლობოლო ჩვენ ჩვენი გავიტანეთ, არსენას დაუმტკიცე რომ გემი მზად იყო და იმ საღამოს სტუმრები ნაპირზე აღარ გადავიყვანეთ და ჩვენთან დავტოვეთ საქეიფოდ. მაგრად მოულხინეთ და დილით ადრე გავაგრძელეთ გზა 5 დღის დროგაცდენილი.

ასე გვაცილებდენ დილით მშობლები და "კომისია"
მოკლედ როგორც იქნა გავსწორდით გზაში და სიამოვნებაც დაიწყო.
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 08 ოქტ 2008, 21:38
ახლა პრობლემა მინგეჩაურის გავლის შემდეგ მხოლოდ ჰესზე გადატანა რჩებოდა ჩვენ უზრუნველად მივცურავდით ხან იალქნით ხანაც ნიჩბით. ვცდილობდით ბევრი გვეცურა რათა გაცდენილი დრო ამოგვექაჩა.

სელის ტანსაცმელი წყლისგან დაგვიპატარავდა და სასაცილოდ გამოვიყურებოდით, მაგრამ მაინც ისე პრაქტიკული იყო , რომ ტანიდან ვერ ვიშორებდით.
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 08 ოქტ 2008, 22:33
ახლა თანდათან გაგაცნობთ ეკიპაჟის წევრებს:

ეს კაპიტნის თანაშემწე ლადო კობახიძეა.

ჩვენი "ჟუჟუ" გიორგი ბერიძე ფოტოხელოვანი, მაგრამ სიმართლე გითხრათ გზაში 1 სურათიც არ გადაუღია

ხომალდის მესაჭე კაკო ქარსელიშვილი

ხომალდის კომისარი გურამა ფარადაშვილი

მთავარი მენიჩბე იურა გოგიაშვილი.

ექსპედიციის ხელმძღვანელი, რაული ბაბუნაშვილი.

ბანაკის უფროსი პაატა თადუმაძე (რაღაცას ჭამს და გვახარბებს.)
ესეც მე! კაპიტანი, ჩაფიქრებული "ზღვის მგელი". აქ უკვე ზღვაში ვართ
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 08 ოქტ 2008, 23:21

მესაჭე მამუკა ობოლაძე

სიაფანდების ბელადი მენიჩბე თემური ჩიქოვანი.
მოკლეთ გავიარეთ მინგეჩაურის წყალსაცავი და ჰესზე გადატანის შემდეგ ერთი დღე დავისვენეთ თან ჩვენებიც გვესტუმრნენ.
მინგეჩაურში კარგი საღამო იყო მაგრამ ღამე ჩვენი ლეკვი დაიკარგა. სადღაც მგლები ყმუოდნენ და ჩავთვალეთ რომ ღამე გაიტყუეს და შესანსლენ. გული დაგვწყდა მაგრამ რას იზამ. სამაგიეროდ ჩვენი მამალი იყო კაცურად როგორც გასვლას დავაპირებდით წამსვე გემზე ამოდიოდა და ეკ. წევრივით იქცეოდა გემბანზე

.
ბიჭები ვისვენებთ მე რაღაცას ვიღებ კინოკამერით.
"სპიდოლა" მაგარ ხოდში იყო.
-
ლეონტი
- იეტი
- Posts: 4805
- Joined: 26 მაი 2007, 22:48
- Location: ღურბელი
-
Contact:
Post
by ლეონტი » 08 ოქტ 2008, 23:25
გმადლობ აბო, რომ მოიცალე და ეს ზვირფასი ფოტომასალა გაგვიზიარე.
გაიხარე ჯიგარი ხარ.
-
abo
- ბილიკზე მოარული
- Posts: 71
- Joined: 21 ოქტ 2007, 15:21
Post
by abo » 08 ოქტ 2008, 23:28
Gvalva wrote:abo
მგონი თქვენი ეკიპაჟის კიდევ ერთ წევრს უნდა ვიცნობდეთ კარაველები...
მოკლედ... იდეა და დიდი სურვილი მაქვს თქვენი ეკიპაჟი მოვიძიოთ, შეგკრიბოთ და ერთად მოგისმინოთ!!
ბოდიში რომ თქხრობაში ეს იდეა შემოვაგდე, მაგრამ ვერ მოვითმინე!

რომელი წევრია ნეტავ?
ხოდა შეკრებას რაც შეეხება, კარგი იქნება . სიამოვნებით შევიკრიბებოდით. დაფანტულები კი ვართ მაგრამ მაინც.