drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

კოცონის ირგვლივ სასაუბრო თემები

Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 13 ივნ 2008, 19:39

შეხედე შენ რა ამბები ყოფილა სანამ მე მეძინა :)



ARCHIL_i


შენ კიდევ მაგდენი საუბრის თავი დაგრჩა ბიჭო?

აუ

ამ თემაში რომ შემოვდივარ ძველებური კარავი მხვდება ხოლმე

თითქოს რაღაც ოაზისში უდაბნოს ნაფლეთია ჩარჩენილი...


გარშემო თემებში ღიმილაკების ცვენაა, მომავალი დღის რწმენა,

გასვლის ორგანიზება და უკვე განავლელის თხრობა

აქ კი...

აქ დრო ერთ წამზე დაყინულა ...

ისე იმ კინოში გველით შეშინებულ საყვარელი ქალის თვალები რომ დაყინვოდა ბენიტოს ძმაკაცის სულს...

ლუდით და ბალალაიკით შეიარაღებული შატილიონკას ღიმილიანი გამოხედვა რომ მიყინვია ჩემი თვალით დანახულ ყველა ღიმილს...

წამი...

ერთ წამი, საკუთარ მოგონებაში რომ მარადისობად ქცეულა...

ეს თემაც უკვე დიდი მოგონებაა, ისევე როგორც ერეკლე მეორეს სახლმუზეუმში შენახული პატარა კახის ჩანახატები...

სანამ ხელში გიჭირავს რომ თავი წარსულში გგონია...

სევდაა ასეთი წამის თანმდევი...

სევდით ნათქვამია ამ თემაში ყოველი სიტყვა...

სევდა აბობოქრებს სულს სასმლით შეგულიანებულს...

სევდა ალოთბაზრებს ენაკანტალას...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 25 ივნ 2008, 18:20

თვალებს მივასაფლავებ და დავივიწყებ ლოთიანობას...

სიტყვის შფოთობას სულის სიშფოთე დაკლავს...

დავივიწყებ ყველა სიტყვას და გავიმკლავჭიდებ შემოწოლილ სათქმელს...

სიტყვას სიტყვით მოვისპობ... გადავაწერ ყველაფერს ცარიელ ფაილს, თითქოს არც არფერი თქმულიყოს ჩემგან და არც არაფერი მომესმინოს...

ჩემი სიტყვა ცივია და ლიტონი, ჩემი სიტყვა მთვრალია, მაგრამ არა ჩვენებურად ლოთი... ჩემი სიტყვა მკვდარია და ყურით მოთრეული... ჩემი სიტყვა ჩემიც არ არის... უბრალოდ შესქელებული თვალების ნაუბარია ხოლმე...

აქ ერთი ხევსურის სიტყვა მეგულება მხოლოდ სიტყვის მეფედ, სიტყვის შემგრძნონი, სიტყვით მთვრალი, სიტყვით სიტყვის მსუნთქავი და სიტყვით სიტყვა ნაშობი...

დანარჩენი არაფერია...

ახლა სიცხე დააჭერს და ორი დღის წინანდელ წვიმას გამახსენებს... ჩემი და ჩემი ერთი მეგობრის საუბარს ტაძართან... მერე... სული ამომეპარება, გულიც წამეყინება... რაღაცით მიხვედრილი რაგაცას ვერ მივიხვედრებ თავს...

ახლა ალბათ საღამოც მოვა და უთქმელი გავუყვები ქუჩას... ხვალ კი კვლავ ვიღაცა შემომხვდება და მეც, როგორც ყოველთვის, გავიხარებ და ბევრს ვილაპარაკებ, მთავარი კი კვლავ გვერდით დამრჩება...

სულის შფოთობა შემეჩვევა კვლავ და სიგიჟეც უკვე აღარ მასიამოვნებს...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 25 ივნ 2008, 19:21

წვიმა ნაწყურები მიწა წუხრს იწვენდა ზედ წაწალსავით....

ხვათქ ავარდნილ ქალაქს ღამე იხვევდა მკლავზე...

სადღაც, მაღლა, ცის სიახლოვეს, ერთი სიტყვის ლოთბაზარა კიდევ ერთხელ ალაღებდა თავის მოხუცი ქურთივის სახივით დანაღალ სულს...

მეორე უკვე შინ იჯდა ...

იჯდა და ამდენს ხანს ნალოლიავებსა და ნაოცნებარს ცხადად ზიარებდა...

სიტყვას, სიტყვისად არსებული, მისად არსებულს აგლევდა...

აგლევდა...

და მერე დაიწყო...

სულ მუდამ წელში გადამწყდარი გველივით ამბოხებული სული თავის სავანეს ირთვიდა...

შფოთობაც იკარგებოდა ....

აღარა იყო საშფოთი და ღმრთისად საწყრომი ...

მერე უკვე გვიანი ხანი და...

ტყის ზაფხულიან ტოტებში ჩაფლული მთვარის ნახევარი...

ქუჩის ბრადიაგების ვაშლის ნახევრითა და პლასმასის ბოთლით შემკული სუფრა...

მთვრალი ახალგზრდებისა და ხანიანი ტაქსისტის „სამკვდრო სასიცოცხლო“ ომი...

ათვალწუნებით გვერდზე მომყოლი ჯეოსელიანი პატრულის მანქანა ...

სხეულში გამჯდარი ქარი და ბილიკზე მიმყოლის ბილიკით დაწყებული ახალი მომავალი ...

მეორე მომავალი...

თურმე შუაღამისას შუა მინდორში სანუკვრისათვის მოწყვეტილი უბრალო გვირილა ხელს გიწვავს სიმხურვალისაგან ...

მისად წასაღებია და ვერ გაუბედავს თავის შეტოლება ღვთის რჩეულისათვის ანაბრი იმასაც...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
legenda
იეტი
Posts: 2401
Joined: 05 დეკ 2007, 14:00
Location: Tbilisi
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by legenda » 26 ივნ 2008, 09:36

meore monadire wrote:
სულ მუდამ წელში გადამწყდარი გველივით ამბოხებული სული თავის სავანეს ირთვიდა...





თურმე შუაღამისას შუა მინდორში სანუკვრისათვის მოწყვეტილი უბრალო გვირილა ხელს გიწვავს სიმხურვალისაგან ...

...

!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 17 სექ 2008, 14:37

თეკლა მინდა რომ იყოს ამ თემაში ...


გათენებამდე ერთი დღით ადრე...


მივდივართ...
მხარდამხარ მოგყვები,
გამართულ წელით და მხედრულ ნაბიჯებით...
ხანდახან უეცრად თვალებით გნებდები.
ჰო, მხოლოდ თვალებით,
რადგანაც ხომ იცი,
ჭრელია ხალხი და აურევს ჭორ-მართალს.
მრცხვენია ცოტათი...
ახლა მსუბუქია სხეული რატომღაც,
სული კი დამძიმდა
და ძლივსღა დაათრევს ცოდვიან ნაოჭებს
ავსებულს ლექსებით...
ჩვენ, ახლა ჩვენს სულებს მივათრევთ მწვერვალთან.
ჩვენ, ახლა ჩვენს ფიქრებს ვაყოლებთ კლდის ღარში,
როგორც ჯარისკაცებს უძვლო საფლავების
გარდაცვალებაში...
ვინ ნაამბორალ ტკივილებს დათვლის,
ვინ კი ქარაფებს ქვადქცეული სიმარტოვიდან.
გათენებამდე ერთი დღით ადრე...

ავედით.
თოვლდამჯდარ თეთნულდზე ვმაგრდები.
მარაგად ვიზოგავ უნებურ შეხებას,
გზაში რომ ჩამოწვა ჩვენს შორის სიშორედ
და გამოიწვია უხერხულობა...

უკვე კვირაა, რაც ჩვენ ასე ცალ-ცალკე
ჩვენ-ჩვენს მწვერვალებზე,
ნისლის მოზაიკას მუჭებით ვაგროვებთ.

უკვე კვირაა, რაც ოქროსფერ სექტემბერს
დეკად გადაშლილი სიშორე დავუთმე,
რომ ჩემი ლექსებით დაეწნა ნისლისთვის ყვითელი გვირგვინი.

უკვე კვირაა, რაც ვატოლებთ სხეულებს
ჩვენივე ანარეკლს ზვავებად წამოსულს...
ღამე კი ისეთი პირქუშად გრძელია...
არადა რამდენ ხანს ველოდით ალიონს...

გახსოვს?!
ბავშვობაში ჩვენი თვალებიდან ვხატავდით სიწმინდეს
ახლა კი წლებისგან დარღვეულ გრაფიკით
ჩვენს სულებს დავათრევთ...

და მაინც ადრეა, ან იქნებ გვიანიც...

უკვე კვირაა რაც მზე აღარ ამოდის.
ნეტავ, ამ მწვერვალზე რისთვის ამოვედით?!
თუკი მზე ისედაც აღარსად ანთია...
მაინც ველოდებით...
ჩვენ ასე ცალ-ცალკე
ჩვენ-ჩვენს მწვერვალებზე...
შვიდი...
ექვსი...
ხუთი...
ოთხი...
სამი...
ორი...
ერთი და...
გათენებამდე ერთი დღე დარჩა...

ვბრუნდებით...
მხარდამხარ მოგყვები..
მოხრილი მხრებით და მოკლე ნაბიჯებით.
ხანდახან უეცრად თვალებით გნებდები.
ჰო, მხოლოდ თვალებით,
რადგანაც ხომ იცი,
ჭრელია ხალხი და აურევს ჭორ-მართალს...


-თეკლაააა...თეკლააა...
ხედავ მწვერვალმა ტკივილები გამოაზამთრა...
-.........
- ცვარი ყოფილა შენი ცრემლი დილისა
თეკლა....
-..............

p.s.
რატომღაც მგონია, რომ თეკლა ლექსს კი არ წერს, ნადირობის და სიყვარულის ქალღმერთების საუბარს უგდებს ყურს და მოსმენილი ფურცელზე დააქვს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 21 სექ 2008, 00:08

იქ რომ ადამიანები დადიან...

და...

იქვე ისინიც... რომ ჩემულობენ ადამიანობას...

იქ რომ საზღვარს შლიან სათქმელსა და უთქმელობას შორის...

და...

იქვე რომ თავად ვერ მეტყველებენ სათქმელს...

სიტყვებს რომ ფრენა შეეძლოთ, ზოგჯერ მტრედებად იქცეოდნენ და ზოგჯერ ტყვიებად...

მე ლაპარაკი არ ვიცი... მე მხოლოდ ვსუნთქავ, ხან ამოოხვრით, ხან ხვნეშით, ხან მძიმედ და ხანაც გამწარებით... მერე ზოგნი ამ სუნთქვას სიტყვებს ეძახის და სპაზმებს აგრესიას... სუნთქვაც არ ვიცი... უხილავ აპარატზე ვარ შეერთებული... ჩემი ნათქვამი - ჩემი უთქმელობაა...

სიტყვებს რომ ფრენა შეეძლოთ ახლა დახვრეტილი ვეგდებოდი სადმე მიწის შემოხვევის მოლოდინში...

იქ...

იქ ხალხია და უბრალოება...

აქ...

აქ კი ...

ტყვიები...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 22 სექ 2008, 19:36

შეიძლება, რომ საუბარი არ იცოდე არჩილ, მაგრამ ვისი თვალთახედვიდან, ესაა საკითხავი...

ჩემთვის ძალიან იცი საუბარი..

ეს თემაც შენი საუბრის თემაა, და ჩემთვის ეს თემა ყველაზე ლამაზი წარსულია ჩემთვის...

იმიტომ, რომ შენს ნაკითხს ვკითხულობდი, და შენს აზრს ვებმოდი თაოდაც სულაჯანყებულლი...

მაგრამ ახლა ცოტა სხვანაირადაა საქმე...

მე აღარაფერს ვამბოხობ, შენ კი ნაწილი სულისა ომში დატოვე...

მე ასე დავინახე
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 24 სექ 2008, 03:04

სიტყვა ზოგჯერ დაბრუნებაც ყოფილა...

დაბრუნება კი შფოთსაც მოჰყვება ხოლმე... ოღონდ შფოთს ბედნიერს, განცდიანს, ვნებიანს...

სიტყვა ზოგჯერ დაბრუნებაა, ავდარის მერე ღრუბელს მოფარულ მზეს რომ ეხერხება, ისეთი...

სიტყვა ზოგჯერ ზღვისფერ თვალებსაც მოაქვს ხოლმე და თვალის ფსკერს მილამუნებულ ტალღებს მოყოლილი სიტყვით დაბრუნება...

სიტყვა ზოგჯერ შეხვედრიდან მოდის და ზოგჯერაც კიდევ შესახვედრად...

ახლა ისევ ახალი იწყება, ახალი კიდევ ერთი სიტყვიდან...

ახლა სიტყვით და გამოჩენით მკურნალის სულით შფოთობა იწყება და საკუთარი თავის გაკვირვება...

ჩემი მზე ახლა მის თვალების გახელას მოჰყვება და მთვარე კიდევ დახამხამებას... მათ კი ჩემი სუნთქვა და ჩემი სულის ალერსი...

სიტყვით მოკლულსაც სიტყვით აღდგომა!!!

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 30 სექ 2008, 14:03

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

ციხეა, მხოლოდ მე ვიკარგები,
საკუთარ ხელებს ვუმზერ.
უკვე გათენდა, შავი დარდები
ნელა იშლება გულზე.

აქ წუხელ ღამე იწვა მინაზე,
შორს ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა, სარკესავით ლურჯი.

მარტო ვარ, გული გათავდა უკვე,
ჩანს დედამიწა რუხი.
და გულმოკლული ვუსმენდი წუხელ
ბალალაიკის წუხილს.

აქ შავი ღამე იწვა მინაზე,
აქ ხმაურია ქუჩის.
უკვე გათენდა, ცა დავინახე,
ცა სარკესავით ლურჯი.

ტერენტი



სიტყვას ვწკებდით როგორც შეგვეძლო...

სიტყვის იმედზე ღმერთს ამბოხს ვუწყობდით ...

მივიღეთ...

მიიღე შენც და, მოკვდა თემაც...

მაგრამ მაინც, ყოველი გულში ჩაჭრილი იარის განკურვნა სხვის გახსნას ნიშნებულა თურმე...

და ვართ ახლა, უკეთესის იმედში და უარესის შიშში...

მაგრამ მეტი ცუდი რაღა უნდა მოხდესო, იტყვი ახლა აბალდუი...

არსებულა...

როცა სულ აქვეა, და მაინც კბილს კბილზე აჭიკებ ნახვის სურვილატანილი...

და ელი, თითქოს იმდენი გქონდეს ამ ქვეყნად დარჩენილი დღეები, რომ თუნდაც იმ ერთ წამზე, რომელიც შეგეძლო მის გვერდით გაგეტარებინა, აღარასდროს ინანო...

უაზრობააო ყველაფერი, იმართლებ თავს, ყველაფერი ჩავლილიაო...

იყოს უაზრობა, მერე რა...


აი...


შენ ახლა შორი ხარ,
შორი და უჩემო,
აქ ჩემთან ოთახში კვლავ ჩუმად დადიან,
არ მინდა,
რომ ვინმეს ტკივილი ვუჩვენო,
ასე ვარ,
როდესაც ტკივილი ნაღდია.
დღეს ისევ მარტო ვარ,
გთხოვ,
ხელი მომკიდე,
ვგრძნობ,
შენი სითბოა,
რომ მოდის შორიდან,
და თუ ვერ შეძელი,
რომ თვითონ მოხვიდე,
მოვკვდები და ჩემს ხელს მე თვითონ მოგიტან.

ნიკა ჩერქეზიშვილი
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 06 ოქტ 2008, 09:48

მეც ავდგები და კიდევ ერთხელ მოვითხოვ, რომ გამინათონ...

და...

გამინათებენ...

მერე ერთ-ორ სუტყვას ხევსურს მოვთხოვ, რომ ჩემს ნათქვამ სიტყვას სიცოცხლე მიეცეს...

და...

ისიც მეტყვის...

მერე ავდგები და ნათელში დავიწყებ სიარულს სასურველისაკენ... მსუნთქავი და ათრთოლებული სიტყვით ხელში...

და სასურველის სახე წინ დამიმეგზურდება მზის სხივივით...

მერე... უსასელოდ დამთვრალი ბალალაიკას მოვითხოვ...

ბალალაიკასაც ამიმღერებენ, ძმობის ვალდებულებაა ეგეთი... მერე ჩემს სათქმელს ბალალაიკით დამიმღერებენ...

მე გავწითლდები შეუმჩნევლად... ან შესამჩნევადაც.. ვინ იცის...

სასურველი სახე კი თვალის გუგებში ჩამისახლდება და ვეღარ შევამჩნევ სხვებს...

მერე მზის სხივივით ამერეკლება თვალებში და ჩემი მზის სხივის სადღგერძელოს ვიტყვი...

და ავეტორღიალები ოცნებებს მოუშორებელი თავყვანისმცემელივით...

იქით მაღალი მთები გამახსენებს სასურველთან ერთად შეხვედრილ ცისთვალებს...

მეც ამ მთებისაკენ გავეხმობი... და მზესთან შეხვედრას მოვითხოვ...

და...

შეხვედრის მოლოდინით ვივლი ჩემს მზის სხივთან ერთად...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 08 ოქტ 2008, 17:45

იქნება...

ბალალაიკაც იქნება და სიტყვის შოლტივით ტრიალიც...

ისევ დაღირდება მზე საცქერლად, სევდა ასატანად და მოლოდინი დასალევად, დასამთავრებად...

თბილისის თავზე ამინდი ისეთივეა, როგორიც აკუშოს არის ათენგენობის მეორე დღეს როცა კარატზე ღვთისშვილი თავისი მიწიდან მოკვდავთა ნაკვალევს აშორებს...

თავისუფლდება...

იცი, როგორ ვარ ახლა? ტყვიაგასროლილ ლულასავით, სინათლეზე გახედვისას შიგნით მზე რომ აღარ სახლობს...

მჭვარტლით და მტვრით რომაა სავსე…

არადა, როცა სინათლეზე გახედავ, ჩანს თითქოს არა მტვრიანი, როგორიც ახლაა, არამედ ისეთი, როგორიც სანამ კიდევ ერთ სიცოცხლეს შეიწირავდა მანამდე იყო, მბრწყინავი …

აი, ისეთს, გოგას ფოტოებში რომ იყო ცისფერთვალება 100 წლის მოხუცი, როცა ფოტოს უყურებდი, ხედავდი არა ამ მოხუცს, არამედ იმ ახალგაზრდა აფხაზ გოგოს, ვაჟას ეპოქაში რომ ხარჯავდა ახალგაზრდობის წლებს, ჩოხიანი ვაჟების ბარათებს წაუკითხავად ყრიდა მაღალი აივნიდან...

...
სიამოვნების გულისთვის კიდევ ერთი სიცოცხლე რომ დაამწუხრა, და ახლა მოლოდინშია, რომ იქნება ისევგასუფთავდეს, რათა ისევ თავიდან განიცადოს ტყვიის და სიკვდილის სურნელი, ისევ დაელოდოს მტვერსი გათხვრას და კიდევ ერთ ცხოვრების დატარიგებას ...

მზეზე იბრწყინოს ისევ ისევე, თითქოს და არასდროს ყოფილიყოს დათხვრილი, ან არასოდეს შეესვას წყალივით სხვისი ღიმილი...

ტყვიას, რომლის სროლასაც ლოთივით ყოველ წამს ელოდა, უმიზნოდ უსწრაფდა მიზანს, ისევ გაისვრის... გაისვრის უკანასკნელად, უბრალოდ და დამთავრდება ...

და მერე, როცა “ნარეზნიც დაშავდებიან“, ისევ და ისევ მოიგონებს იმ დროს,
როცა ჭიუხის ეხში მიგდებული ღამეს ტეხდა ნელ ნელა შეცოტავებულ წინწარაქალთან ერთად, დილით მზისპირზე გამოშლილ ჯიხვების ჯგროს სიკვდილს აშლიდა კანკალატანილი...

და თავისივე ნანადირევით მიამდგვლევდა სიმურს...

მაგრამ ჯერ ეს ყველაფერი ადრეა, ჯერ კიდევ არა უკანასკნელად დაქუხებული, ასე რომ...


იქნება...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 13 ოქტ 2008, 19:51

მომიხშირდა მომავალზე ფიქრი, ძალიან მომიხშირდა ...

ნელ ნელა მთავრდება წარსულით ცხოვრება...

მომავლით ცხოვრებას ვეჩვევი...

გუშინდელ დღეს რაც შეეხება: ლამაზი დღე იყო...

პირველად ვიგრძენი შემოდგომა ასე...

მასზე თავისუფლად ოცნება და შემოდგომა ერთად არასდროს მქონია :)

ხოდა გუშინ, შესაწირი ხურდები მიმწონდა მონასტერში, და მხოლოდ ერთი სურვილს ვთხოვდი უფალს - მომეცი ძალა, ბედნიერი იყოს ...

გზაზე ათასი დაბრკოლება შემხვდა, ბოლოს გზაზე სულ მარტო დავრჩი, თანამშრომლებიც წამოვიდნენ, მაგრამ მე მაინც მივდიოდი... გზა არ ვიცოდი, მაგრამ მაინც მივდიოდი...

დავიღალე, მთელი დღის უჭმელი და მწყურვალი ვიყავი, მივდიოდი...

უნდა მივსულიყავი...

და მივედი, კენტი სანთელი ავანთე, ღვთისმშობლის წინ და ...

შევევედრე კიდევ ერთხელ მაინც ნახვას მისი ღიმილისა...

უკანა გზაზე ლამას და ახალგაზრდებს შევუერთდი, ლამაზი საღამო გამოვიდა, მთვარეც სწორედ ახლა იყო გახეთქვაზე...

და ვერ მოვითმინე არ მიმეწერა...


და კლდეებში ხეტიალის, მარშუტკაში ჭყლეტვის მერე, შარდენზე ცოცხალ ჯაზში ჩაფლული ვუყვებოდი ლამას როგორი ქორწილი მინდა რომ მქონდეს...

და როგორია ნამდვილად გიყვარდეს...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 14 ოქტ 2008, 01:12

ზღვა არასდროს მყვარებია, მაგრამ ახლა მისი თვალების სიახლოვე, ზღვასთან ახლოს ყოფნა მგონია... და რატომღაც დაშემოდგომოვებულ ნაპირებზე მინდა ბოდიალი...

ჩემს თვალს აეკვიატა ერთი სახე და მეხსიერებას ერთი სახელი...

ისეთი...

ძალიან თბილი... არა... მხოლოდ თბილი კი არა - უთბილესი...

ძალიან ტკბილი... მხოლოდ ტკბილი კი არა - უტკბილესი...

ნაზი... უნაზესი...

კეთილი... უკეთილესი.. უკეთილშობილესი...

დიდი ხნის უსიზმრო მის სახეს ვსიზმრობ...

დიდი ხნის უმღერელი მის სახელს ვღიღინებ ჩემთვის...

ლოცვებს ერთ სახელს ვავედრებ... უფალს - ორს...

დილას მზედ ვხედავ... ღამეს - მთვარედ...

ახლა ჩემს მთვარესთან ერთად მის თვალების ნაპირზე ვივლიდი, მისი სუნთქვის ხმას მოვუსმენდი...

ან იქნებ.. მეც, სულ ცოტა, ესემესი მაინც გამეგზავნა.. გავგაზვნიდი კიდეც.. მაგრამ...

ჰო...

მაგრამ...

User avatar
ARCHILI
იეტი
Posts: 8437
Joined: 13 ივნ 2007, 13:08
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by ARCHILI » 14 ოქტ 2008, 02:38

ავეკერებოდი ახლავე იმ შენობის კედელს, რომელთანაც ხვალ ის გაივლიდა...

გავასფალტდებოდი ახლა იმ ქუძაზე, რომელზედაც გაივლიდა...

იმ ფოთლად ვიქცეოდი, მოოქტომბრევებულზე რომ ჩამოაფრინდებოდა ხიდან თავთან... იმ იმედით.. იქნებ, ამიღოს და მისი ნაზი თითები მომხვდეს... ანდაც გამთელოს.. ოღონდ სხვამ კი არა - მან...

ახლა იმ ღამის ნაჭრად ვიქცეოდი, მისი ოთახის სარკმელიდან რომ იპარება მისი მშვიდი ძილის დასანახად...

იმ წვიმის წვეთაადაც მოვიდოდი, რომელიც მის სიახლოვეს დამაგდებდა და დაე, მერე გადატალახებულს საკუთარი სახე ვეღარ მეცნო...

მის სიზმრადადც ვიქცეოდი, რომ შემეძლოს.. მაგრამ ეს უკვე კადნიერებაა... მე ახლა ისიც მეყოფოდა... ჩემი უკანასკნელი წამი საჩუქარი მისი წამით დანახვა მაინც რომ გამხდარიყო...

ახლა ჩემი საუკუნე მის ერთ წამშია ჩასვენებული...

ახლა მის მშვიდ ძილს ჩემი უძილობა ცვლის... და მის უზრუნველობას - ჩემი ფიქრებით მოქსოვილი აბლაბუდები...

ახლა მთელი ჩემი სამყარო ერთი ადამიანია... ის არის... მისთვის ჩემ დასასიზმრებლად მთელ ჩემს წარსულსა და აწმყოს დავთმობდი... მისთვის ჩემს გახსენებაზე კი მომავალსაც გავიმეტებდი.. მისი ერთი ჩემთვის გაღიმებისათვის კი ჩემს სულს მივცემდი დაუნანებლად...

დღეს სვეტიცხოვლობაა... სვეტიცხოვლის მადლი ჩემსკენაც მოიწევს... ალბათ ამიტომაც გავგულწრფელდი ახლა და საკუთარ თავს გამოსვლის უფლება მივეცი... სვეტიცხოვლის მადლია ალბათ...

და ჩემი ერთადერთი ლოცვაც ახლა ის არის, რომ ყველა ჩემი სიკეთე მისად მიითვალოსდა მისათვის მიიმადლოს...

ახლა ყველაფრად ვიქცეოდი, რომ მისთვის სასურველად ვქცეულიყავი... მაგრამ... ჯერჯერობით მხოლოდ მე ვარ... უბრალოდ, მე... მისთვის შეწირული მე...

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
drunkards, rowdies and crazed ... from karavi...

Post by meore monadire » 15 ოქტ 2008, 01:54

ისევ კარავს შემოვეფარეთ სულდაბურულნი...

წვიმისა და ქარის შიშით კი არა, უთქმელობის შიშით...

დღეს ვიტყვით... კარავის კალთებში დავლექთ ამბოხებულ სულს და...

სულ მცირე ხნით მაინც შევძლებთ მონატრებისგან თავისდაღწევას, ერთხელ მაინც მოვახერხებთ თავისუფლად ჩასუნთქვას...

მერე კი...

დავტვიფრავთ უკანასკნელ ასოებსაც როცა იქნება...

დავასრულებთ...

აღარავინ გაიხსენებს, აღარავინ აიჩქროლებს სისხლს და არ მოხვდება სხვა სამყაროში ნაპოსტით...

დავიწყებაც კი დაივიწყებს ლოთებს...

ასეა, მაგრამ მაინც, სანამ ვართ, სანამ გვიყვარს, ისევ და ისევ ლოთობასა და შფოთისთავობას ამოვეფარებით...

ნასიტყვარი აზრით...

და მერე...

წყალსაც წაუღია ყოველივე...

ოღონდ ახლა, ახლა როცა მთვარეს საცაა შემოასკდება მუცელი,

ბალალაიკით, კლავიატურით და კიდევ ერთი ღერი სიგარეტით ვარ ...

და სიტყვას ველოდები...

უბრალო სიტყვას...

მომავლით ვარ, იმიტომ რომ ვიცი, უბრალოდ მივიღებ სიტყვას...

წარსულის დახსომებაზე კი მათ იდარდონ, ვისაც ლოთობა ეთაკილებათ...
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]