ასურელი მამების კვალდაკვალ....

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
amigo
მაწანწალა
Posts: 954
Joined: 08 აპრ 2005, 15:22
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by amigo » 07 ოქტ 2008, 01:47

ასურელი მამების კვალდაკვალ - კახეთში

Image





User avatar
KINALOKO
იეტი
Posts: 2266
Joined: 25 აპრ 2007, 13:41
Location: "океан вливающегося в каплю"
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by KINALOKO » 07 ოქტ 2008, 02:06

amigo wrote:

Image
აქ ქალი დგას და ბავშვი უკავია?
земля -- это ангел,
несущий меня по небу.
Мир состоит из глаголов, а не из существительных.
Ищите себя в самих себе, и вы найдете все.

auf

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 07:43

ამიგომ დამასწრო -


ამჟამად წავედით კახეთში ასურელი მამების საფლავებზე



1. რეგიონი:
კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - წნორი - ტიბაანი - ხირსა -
ყვარელი - ნეკრესი - გრემი - ნაფარეული -
ზემო ალვანი - ალავერდი - იყალთო - თეალვი - გურჯაანი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე

4. სირთულე:
საშუალო,


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
320 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
23

7. ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
კახეთის თითქმის ყველა დიდი დასახლებული პუნქტი.
თელავი - გურჯაანი - ყვარელი საგარეჯო - წნორი.


9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი წნორი -
წნორი ნეკრესი -
ნეკრესი ალავერდი -
იყალთო თბილისი -


10. ფეხით გავლილი მანძილი:
ნეკრესთან ასასვლელი 3 კმ
ზემო ალვანთან ასასვლელი - 1 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ხირსა, ნეკრესის კომპლექსი
გრემი
ზემო ალვანი
ალავერდი -
იყალთო


12. საბანაკე ადგილები:
სადაც გაგიხარდება.


13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა დასახლებულ პუნქტში


14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ქუდი, წყალი.


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ნებისმიერი სეზონი - შემოდგომა ყველას ჯობია



16. რისკები, საფრთხეები:
გველები ნეკრესთან -
მაგრამ რისკი მინიმალურია


17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
გზაზეა ნინოწმინდა, მანავი კაკაბეთის ციხე, აკურა, ვაჩვაძიანის ეკლესია,
გურჯაანის ყოვლაწმინდა,ვეჯინი, და კიდევ უამრავი


18. რუქა
Image


19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:


20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
6 - 7 ბალი


Image
Last edited by Tamari-ch. on 07 ოქტ 2008, 08:21, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 08:03

დილით როცა შევიკრიბეთ აი ასე ბნელოდა.

Image

ნუ ღამე იყო -
რას იზამ -

დამოკლდა დღე ახლა....

Image
Last edited by Tamari-ch. on 07 ოქტ 2008, 08:06, edited 1 time in total.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 08:06

პირველები დიდ დიღმელები მოვედით
და ვაჯობეთ ყველას....

Image


მირანდას უხარია -
პირველი რომ არის...
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 08:13

გავედით 7:15 - ზე
მოხდა სასწაული
და პირველად ჩვენი გასვლების ისტორიაში
ამიგომ დააგვიანა 15 წუთი...
:D
ჩვენი ძველი ვეტერანია -
და ვაპატიეთ -
დანარჩენები ზუსტად მოვიდნენ.

:wink:

შევიკრიბეთ 23 კაცი
(აი ასეა ხოლმე - 29 კაციდან 23 დარჩა)
Image



ზუსტად 2 საათში ვიყავით წნორში
და იქედან ტიბაანში რამდენიმე წუთში მივედით .

ხირსასაკენ გადასახვევს რომ ვეძებდით გიორგი გადავიდა ამბის გასაგებად
და იქ გიორგი გამოიჭირეს-

1 ჭიქა ღვინო დაალეინეს -

გიოს ღვინო მოეწონა -
და მეორე მოითხოვა -
:lol:

Image


აბა კახეთი რისი კახეთია .

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 08:30

ესეც ლამაზი ხირსა -

Image



ხირსა, ისტორიული პუნქტი აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში (ახლანდელი სიღნაღის რაიონის სოფ. ტიბაანის მახლობლად, ყოფილი ხირსის მევენახეობის საბჭოთა მეურნეობის ტერიტორიაზე).

ძვ. წ. ათასწლეულის 1 მესამედში წარმოიქმნა დაბის ტიპის მსხვილი სამოსახლო. განვითარებული იყო კერამიკის წარმოება. ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში ქალაქური ხელოსნური წარმოების ჩასახვისა და განვითარების პერიოდში ხირსა თანდათან დაქვეითდა. VI საუკუნეში საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთმა მქადაგებელმა სტეფანე ქიზიყელმა (სტეფანე ხირსელმა) აქ მონასტერი დააარსა. ისტორიული ტრადიციით, იგი აქვეა დაკრძალული. სტეფანწმინდის მონასტერი დიდ როლს ასრულებდა კახეთის, კერძოდ, მის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილის რელიგიურ ცხოვრებაში. დღეისათვის შემონახულია გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც აგებულია VI საუკუნის ბაზილიკის ადგილზე. ძეგლი მრავალჯერ არის გადაკეთებული (VIII-IX სს., XI ს., XVI ს.).

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 08:33

ხირსის ეკლესია ნახევრამდე მიწაში ყოფილა ჩაფლული -
ბოლო წლებში გაუსუფთავებიათ -
წესრიგში მოუყვანიათ -
ეკლესია აუმოქმედებიათ
და ახლა აქ მონასტერია...

ახლაც რომ ვუყურებ ამ ტაძარს -

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეკლესიის რაღაც ნაწილი კვლავ მიწაშია....

Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 08:40

Image


ტაძარი საკმაოდ დიდია -

რუსების მოსვლის მერე -
ეკლესია შეცვლილია -
შიგნიდან ერთი ფრესკა არ დატოვეს -
სულ ჩამოფხიკეს....
:twisted: :evil:

სასწაულად გადაურჩა რუსების ბარბაროსულ ხელს მხოლოდ სტეფანე ხირსელის სახე, რომელსაც ახლა სათუთად უვლიან
და ფრესკის ეს ნაგლეჯი - ახლა ჩარჩოშია ჩასმული...


Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by Tamari-ch. » 07 ოქტ 2008, 08:43

Image

ხირსის მონასტერს გარედან დიდი გალავანი არტყამს,

მტრებისგან თავის დასაცავად.


სამხრეთ ფასადზე ჩუქურთმებია და ასომთავრული წარწერები

Image

Image

ახლა ცოტა ხანს შევჩერდები
და ჩიტუციოს დაველოდები -

მოკლე ისტორიული ცნობები მოგვაწოდოს

User avatar
ჩიტუციო
მაწანწალა
Posts: 412
Joined: 30 ივლ 2005, 09:25
ასურელი მამების კვალდაკვალ....

Post by ჩიტუციო » 07 ოქტ 2008, 10:05

ხირსის მონასტერი მეცნიერთა მიერ ჯერ არაა სათანადოდ შესწავლილი. მცირე ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული ხირსის მონასტერზე კათალიკოსს კირიონ საძაგლიშვილს (''ღირსი სტეფანე და მის მიერ დაარსებული ხირსის მონასტერი'').

როდესაც იოანე ზედაზნელს გამოეყვნენ მისი მოწაფეები და აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დამოუკიდებლად შეუდგნენ მოღვაწეობას, წმინდა სტეფანე წამოვიდა კახეთისკენ და ცივგომბორის ქედზე მცირე ფერდი შეარჩია თავის სამოღვაწოდ.

Image

როგორც გადმოცემა გვაუწყებს, სტეფანემ აქ ააშენა სტეფანე პირველმოწამის სახელზე მცირე ეკლესია. აქვე ინახებოდა მის მიერ მოტანილი სტეფანე პირველმოწამის ნეკი. ამ ეკლესიის ადგილზე მოგვიანებით IX-X საუკუნეებში კახეთის მეფე კვირიკე I-მა აღმართა სხვა ეკლესია, ამავე წმინდანის სახელობაზე. ხირსის ეკლესიას ეგრევე ეტყობა, რომ საკმაოდ ბევრჯერ განუცდია შეკეთება. გუმბათი რასაც ახლა ვუყურებთ მოგვიანო ხანისაა, ასევე ძირითადი წყობაც მოგვიანო ხანისაა.

საინტერესოა ტაძრის სამხრეთი ფასადი.

Image

ამ ფასადზე შემორჩენილია დეკორატიული თაღები, სხვადასხვა პერიოდის წარწერებიანი ორი ფილა და მოგვიანო წყობაში ჩართული ორნამენტული ფილები.

Image


ერთ-ერთ წარწერაში იხსენიება ლეონ მეფე. ახლა გადავხედე მეფეთა ჩამონათვალს და კახეთის მეფეთა სიაში, ერთი ლეონია, მეფობდა 1520-1574 წლებში...
Image

ეკლესიის დასავლეთ კარის თავზე გვაქვს ასევე მხედრული წარწერა, სადაც იხსენიება იმპერატორი ალექსანდრე I და არქიმანდრიტი ნიკიფორე...
Image

ტაძრის ინტერიერში ასევე ჩართულია საკმაოდ ძველი ორნამენტული სახეები, როგორც ჩანს სხვადასხვა პერიოდის.

Image

მოკლედ ეს ეკლესია კარგ საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს, უნდა ჩატარდეს გათხრები და ბევრი ბევრი რამეა გასაკეთებელია . უფრო საფუძვლიანი შესწავლის მერე დაზუსტდება ფენების თარიღები და კიდევ ბევრი საინტერესო რამ გამოჩნდება.
ვიკბინები... Image მართლა...

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]