ვიყავით ხუთნი: მირანდა, ლინდა, ნუსა, კაკულია (ქლიმბერი) და მე.
თავიდან აზრადაც არ გვქონია კეშის დამალვა, მაგრამ ნუსას წამოღებული მიწის თხილის კონტეინერი რომ დავინახეთ, მაშინვე გაგვინათდა გონება

მოვიქექეთ ჯიბე-ჩანთები და ვერაფერი საინტერესო ვერ აღმოვაჩინეთ

ნუ, რადგან კონტეინერი გვქონდა და კეშის დადებაც ძალიან გვინდოდა, აღარ მივაქციეთ ყურადღება ჩვენს ჯიბეგამოფხეკილობას და რაც გვქონდა, ის ჩავდეთ (აი დავდებ სურათებს და ნახავთ

ტექსტის წერა მირანდამ ითავა

აი კეშის შემადგენლობა
(ამ ტექსტზე თვალებს ნუ დაითხრით, დავდებ დიდ ვარიანტსაც


ტექსტი

დაწერა ჩალაგებას რომ მოვრჩით, დასადები ადგილის ძებნა დავიწყეთ.
ფართო არჩევანი არ გვქონდა სამწუხაროდ, სულ ხეები იყო გარშემო და ტბაზე ერთი ტივი.

მე და ქლიმბერს ტივზე გვინდოდა დადება, მაგრამ გოგონებმა გააპროტესტეს.
ჩვენ მაინც ჩვენი გავიტანეთ და კინაღამ დავკარგეთ კეში

ტივის იატაკში შევდე და გაჭედვა რომ დავაპირე, გამისხლტა... შიგნით შემივარდა

გავწიეთ ტივი, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, ალბათ შიგნით სადღაც იყო გაჩერებული.
ვუტრიალეთ, ვეწვალეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით.
გოგონებისთვის თვალში ჩახედვა გვრცხვენოდა

საბედნიეროდ, ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა. ქლიმბერმა დაინახა სადაც იყო და გამოვიღე

მეორე ვარიანტი ხე იყო, სადაც ტივის სამოძრაო ტროსი იყო დაბმული.

ავძვერი ზედ და კარგი შესატენი ადგილები მოვნახე.
თუმცა კაი დიდი დიამეტრის იყო ჩვენი კონტეინერი და ყოველი შეტენვის მცდელობაზე, დამპალი ქერქი ატყდებოდა.

ამ წვალება წვალებაში, სულ შემომეფრცქვნა ეს ქერქი და კიდევ ერთხელ დამასხა ჭირის ოფლმა

დავიწყე ჯოხით გამოთხრა (დამპალი იყო ხე და როგორღაც ვახერხებდი).
დამესიენ ადგილობრივი ჭიანჭველები და კაარგად დამკბინეს.
როგორღაც გამოვთხარე იმდენი, რომ ჩვენი კონტეინერი ნახევრად მაინც შეტენილიყო და გაჩერებულიყო.

პრობლემა გახდა მიჩქმალვაც.
ჩამოტეხილი ქერქები ძლივს მივაფარე
აი ახლოდან ჩვენი დამალული კეში როგორ გამოიყურება

შორიდან არ ჩანს... თუ კარგად არ დააკვირდი, ვერ მიხვდები, მანდ რომ რამეა დამალული
მოკლედ ეგაა, რა...
არ ვიცი კიდევ რა დავწერო... შეიძლება უკვე ბევრი მომივიდა და კეშის სტანდარტული გამოქვეყნების წესიც დავარღვიე

აბა თქვენ იცით
