გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Gvalva » 06 ოქტ 2008, 15:43

მერე ჯგუფურუხა ბაბუა ალუდაურთან ერთად, რომელიც ყოველ ნახვას აღნიშნავს რომ კარგი გოგო-ბიჭები ვართ ჩვენ :)
Image
Image

მერე მარშუტკაში მოგუდული განდაგანა :)
Image
Image


ხოლო ეს ამბავი რატომ მოხდა ვერავინ გავიგეთ... გამვლელებსაც აინტერესებდათ...
Image
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Gvalva » 06 ოქტ 2008, 15:56

ასევე თანდათან მივედით ამ სიმაღლეებამდეც... ეს კარაველ მანდილოსნებს გაუმარჯოთ!
Image
Image

შემდეგ ვიშოვეთ ფანდურიც...
Image
Image

შემდეგ გახსნილი განდაგანა, ფანდურს მოყოლილ ბავშვებთან ერთად
Image
Image


მერე ბავშვები წავდნენ და ბასი ფანდურიც მოიტანეს... ასეთი რამის მოტანა თუ შეიძლებოდა ვერც კი წარმომედგინა :oops:
Image
Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Gvalva » 06 ოქტ 2008, 15:59

:idea: ისა... მონადირეს სახელი ხომ არ შევუცვალოთ "მოცეკვავე"-ზე? მაგის ნანადირევი მე არ მინახავს და ცეკვით სულ ცეკვავს... :roll:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Gvalva » 06 ოქტ 2008, 16:10

მერე ტაბურეტკებს შევყევით ქვევრის მარანაში, ნუ, მიტანაში დავეხმარეთ... ზოგი იმასაც კი იძახდა, ქვევრის მარანში ნამყოფი არ ვარო...

ყველას ხომ ესხა... ქვევრი მაინც ასხავდა...
Image
Image

ყველამ ყველაფერი გავსინჯეთ, სასმისების სპეც შერჩევით, მაგრამ ამ ღვინოს, ჩვენზე უკეთესი გამსინჯი უნდა აშკარად... კარგ ღვინის დამყენებელსო - კარგი მცნობიო... დანარჩენებმაო გარაჟში დაყენებული ინებეთო, წინაპრებს უთქვამთ...
Image
Image

მერე როგორც იქნა გამოვედით...
Image
Image

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by meore monadire » 06 ოქტ 2008, 16:18

Gvalva wrote:ასევე თანდათან მივედით ამ სიმაღლეებამდეც... ეს კარაველ მანდილოსნებს გაუმარჯოთ!
Image
Image
რა თავმდაბალი ხარ ადმინ :)

ცოტა სხვანაირად იყო ნათქვამი ეგ სადღეგრძელო :)
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Gvalva » 06 ოქტ 2008, 16:32

ბოლოს ისე დამთავრდა რომ იქაც ლხინი დავტოვეთ და თანაც ლხინი წამოვიღეთ... იყო საშუალება :)

Image
Image

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by TuTa » 06 ოქტ 2008, 16:52

ძალიან მოეწონა დეპრესიული ზვინები და თქვენი არადეპრესიული განწყობა :wink:

ხო და კიდევ მიყვარს რომ კარავთან ერთად ლხინი დეფიციტი არ არის, უხვად მოგყვება ხოლმე

User avatar
meore monadire
ბილიკზე მოარული
Posts: 2057
Joined: 14 აპრ 2007, 19:06
Location: საწუთრო
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by meore monadire » 06 ოქტ 2008, 18:05

( სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო...)
გოდერძი ჩოხელი

კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...
კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,
კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,
კლდეებზე იპოვე ძილი!
სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,
რაც მოსახდენია, ჰქენი!
არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,
გლოვაა ეს წუთისოფელი.
ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:
_ იყო გოდერძი ჩოხელი!
ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,
სუნთქვას რომ გაატან ნიავს,
ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,
კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.
კლდეებში შენს ძვალ-რბილს
რომ ვერვინ იპოვის,
კუბო რომ არავის მიაქვს,
შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...
სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია.
_ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!
_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!
2003 წლის მარტის თვის მაისია @ლამა

Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by tiko_r » 06 ოქტ 2008, 18:14

ქვევრის მეზობლები სულ გადავრიეთ ალბათ!

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Jnosy » 06 ოქტ 2008, 18:54

ვაააჰ, ადმინისტრაციაც იყო?!
მალადეც!
იმეტყველე გამართული ქართულით!!!

User avatar
kolxi gogo
მაწანწალა
Posts: 362
Joined: 18 იან 2008, 18:06
Location: Kolxeti
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by kolxi gogo » 06 ოქტ 2008, 19:02

,, რა არის სიცოცხლე?
_ სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
_სიკვდილი?
_სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა"
(გოდერძი ჩოხელი)

-თან ძალიან მხიარული და თან სევდიანი იყო ეს ხსოვნის საღამო! ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი იყო ღია ცის ქვეშ გოდერძის შემოქმედების გაჟღერება. თითქოს იქვე იყო და თვითონაც უერთდებოდა მიკროფონში გაჟღერებულ ხმიანობას: ჰეიიიი! არაგველებოოოოო! გუდამაყრის ხეობას წიგნს ეძახდა, ამ მთებს - წიგნის ყდას და ჩვენც, იქ მყოფ კარაველებს 2 საათით ისევ ჩაგვახედა ამ წიგნში და წაგვაკითხა... ერთ-ერთმა გამომსვლელმა აღნიშნა: ვინც აქ ხართ ეხლა, ნამდვილად კარგი ქართველები ხართო, და ამ სიტყვებით დიდი პატივი დაგვდო ...
სურათების ატვირთვას ვერ ვასწრებ :( ... ოფისს კეტავენ ...

Varvara
იეტი
Posts: 1279
Joined: 08 სექ 2006, 09:53
Location: თბილისი
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by Varvara » 06 ოქტ 2008, 21:33

,,გარსია ხევსურული სახელია'' -

ვერსად ვერ მივაკვლიე ამ მოთხრობის ლინკს, რომ აქ დამედო. თუ ვერც თქვენ ნახავთ, წიგნში მაინც წაიკითხეთ ეს მოთხრობა.

იმ დღეს სახალხოდ ხმამაღლა წაკითხულმა ამ ნაწარმოებმა შესაბამის განწყობაზე დაგვაყენა.

User avatar
nusa
იეტი
Posts: 2183
Joined: 08 ივნ 2007, 09:46
Location: Tbilisi
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by nusa » 06 ოქტ 2008, 21:45

Varvara

მასე ქვია იმ მოთხრობას?
მეც ვერსად ვიპოვე :?



ეს კი ადამიანთა სევდა-ა
თუკი ვინმეს ხელმეორედ თვალის გადავლება მოუნდება ;)

http://www.link.ge/file/112920/adamianT ... E.pdf.html
Image

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by ნინი_85 » 06 ოქტ 2008, 22:47

ცა იყო შორი, ძალიან შორი,
ცაზე შენფერი მთვარე ესვენა,
მერე გორდაგორ ჩამოხდა მთვარე,
ჩამოდგა ჩემთან და მომეფერა.
ცა იყო შორი,ძალიან შორი,
ცა იყო შენი სულივით წმინდა,
მე გამახსენდი იმ ცაზე შორი
და ჩემს თვალებში უღრუბლოდ წვიმდა.

გოდერძი ჩოხელი


მადლობა ყველას ასეთი დაუვიწყარი დღისთვის...
მეაც გავთუშდ მეაც!

User avatar
ნინი_85
იეტი
Posts: 2289
Joined: 29 აგვ 2007, 12:16
Contact:
გოდერძი ჩოხელის საღამო გუდამაყარში. 04.10.08

Post by ნინი_85 » 06 ოქტ 2008, 22:54

... შენი სხეული ჩემს სხეულზე უფრო გამძლეა, ამიტომ ჩემს ძვლებს შენ გაბარებ სიკვდილის მერე.
როცა ჩემს თვალებს ცის ნათელი დაეკარგებათ,
როცა ჩამოვლევ ჩემს წილ საწუთროს,
როცა ჩემს მუხლებს შენზე დგომა არ შეეძლებათ,
როცა ჩავქრები, სამძღორს იქით რომ გარდავხდები,
გაისხენი, გაისხენი ეგ საკინძე და მიმიღე მე.
მიმიღე და შემინახე, შენ ხომ დედასავით გულუხვი ხარ, დედაჩემის გულიც ხომ შენთან არის, დედაჩემის მუხლებიც ხომ შენს უბეში აწყვია. მეც მანდ მამყოფე, მაგრძნობინე მაგ გულის ფეთქვა...
გაიხსენი და მძივებივით ჩაიკრიფე მაგ უბეში ჩემი ძოლმანი.
მე რომ ჩამომძახებენ:
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
_ მიწა ხარ და მიწად იქეც!
აი, ეგ სიტყვები დაიჭირე, შიგ ჩემი ძვლები გამოხვიე და შემინახე, რომ არ დაგეკარგო. გამომალიჭისთავე, რომ შემდეგ, როცა დაგჭირდე, ადვილად გამომხსნა.
შემინახე, დედაო მიწავ!


გოდერძი ჩოხელი
მეაც გავთუშდ მეაც!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]