Post
by Bivrili » 02 ოქტ 2008, 23:00
უდაბნოში მდებარე ეკლესია ამჯერადაც ვერ ვნახეთ , ჰოდა მესამედაც მოგვიწევს გარეჯში წასვლა..........
იქ წამსვლელებმა გაითვალისწინეთ რომ გასაღები ერთ-ერთ ბერს აქვს , სთხოვეთ მას და გამოგყვებათ...........ეკლესიაში ფრესკები ყოფილა უძველესი, ასე რომ აუცილებლად ნახეთ.............
დოდოს რქის კომპლექსის ნახვის მერე გარეჯის კლდეში გამოკვეთილი სენაკები იმდენად აღარ გაგაოცებთ.......
უზარმაზარი ეკლესია, რომელიც კლდეშია გამოკვეთილი გაქრობის პირასაა, რადგან ფაქტიურად შესასვლელი აღარ ჩანს და შიგნით შეღწევა მალე ალბათ პრობლემა იქნება..........
ჩვენ შემთხვევით დავინახეთ "ჩასასვლელი", ერთი მეტრის სიღრმის პატარა ორმოდან პატარა ხვრელში უნდა შეძვრე და ........
მერე იმართები, კი არ იმართები უფრო მეტად პატარავდები, რადგან გუმბათთან ისე ახლოს ხარ სურვილი გიჩნდება ჩაიმუხლო და ისე ილოცო...........
ცოტა მოშორებით მეორე "შესაძრომიც" არის, რომელიც სხვა ეკლესიის შესასვლელიც კი მეგონა, მაგრამ ვერ შევედე, რადგან უამრავი ღამურა გამოფრინდა, აღმოჩნდა რომ ეს იგივე ეკლესიის მეორე შესასვლელია..........
სასწრაფოდ უნდა გასუფთავდეს , რომ სულ არ ჩაიკეტოს, თორემ ვინ იცის კიდევ რამდენი ეკლესია არის გამქრალი უზარმაზარ ლოდებს მიღმა................
ეკლესიაში უძველესი ხატებიც აღსადგენია, პირველ რიგში კი თავად ეკლესია უნდა გათავისუფლდეს ჩამონაშალი სილისგან და ღამურებისგან.......
საკურთხეველში შესასვლელი კარი თითქმის აღარ ჩანს, გუმბათის მაშტაბებით თუ ვიმსჯელებთ ეკლესია საკმაოდ დიდი უნდა იყოს , და მის გაწმენდას რამდენიმე ათეული ადამიანი სჭირდება.......
ათეულობით და ასეულობით გიურზა ბინადრობს ირგვლივ ........ როცა ფეხქვეშ ყოველი ნაბიჯის გადადგმისას უზარმაზარ სოროებს აწყდები შეიძლება ცოოტა შეგეშინდეს, შეიძლება ცუდად ჟღერდეს, მაგრამ გიურზები უნდა მოისპოს ალბათ, სანამ ეკლესიის გაწმენდა დაიწყება........
დიდი იმედი მაქვს რომ ეს მოხდება..........
გუმბათი ისევ მედგრად უძლებს დროის დინებას.............
ვერ მივხვდი ამდენი სილა საიდან ჩადის ეკლესიაში, როცა გუმბათი არაა დაზიანებული, არც კედლებია ჩამოშლილი.............
რბილი სილა კი ჯიუტად მიიწევს გუმბათისკენ და ღამურებთან ერთად ადამიანთა მიერ შექმნილი საოცარი სილამაზის დასამარება გადაუწყვეტია............
იმედია ეს არ მოხდება.............
მე არა ვარ ევროპელი, მე არა ვარ აზიელი, მე ვარ კავკასიელი...