ამ მაღლივის ჩაკეტვამ ნამეტანი უარყოფითად იმოქმედა ბიოლოგების კორპუსზე და ჩემს ნერვებზე

ისმის შემდეგი სახლსი შეკითხვები:
-ქალბატონი ლარისა აქაა?
-გამოცდას თქვენ იბარებთ?
-ესაა 321 ბ აუდიტორია?
-ჩვენ გვითხრეს რომ გამოცდა აქ ბარდება!
და შესაბასმისად ისმის პასუხები:
-არა ქალბატონი ლარისა აქ არაა!
-ჩვენ გამოცდებს არ ვიბარებთ!
-ეს 321 ა ოთახია!
-აქ გამოცდა ვერ ჩატარდება ეს აუდოტირია არაა, ეს არის მაგისტრანტების სამუშაო ოთახი!
უკვე წა-ნაწერი რომ აღარ მოქმედებს, მი-ნაწერი ავამოქმედეთ და ხვალ ველით შედეგებს

