doctor ako
ძალიან კარგი, ჩვენც გვიხარია რომ გაგიცანით
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გადაწყდა:
1. თუ 10 წამომსვლელი არ შევგროვდებით ანზორის აღარ ვურეკავ და მივდივართ სარეისოთი -ორივე გზა 46 ლარი ღირს.
ამ შემთხვევაში ვერ გავჩერდებით შოვამდე ვერსად.
სამაგიეროდ, გადაწყდა რომ ვისაც გული და მუხლი ერჩის-ა(ვ)დი(ვართ)ს უძირო ტბაზე, ეს ორდღიანი გასვლა იქნება, არამსურველი დარჩება ბანაკში და ახლომახლოს დაკრეფს სოკოს, რომელიც, როგოც კოტეჯის პატრონმა თქვა, ძალიან ბევრია უკვე
2. თუ 10 ადამიანი შეგროვდა, მივყავართ ანზორის და ვუხდით თითო 50 ლარს, გზად გავჩერდებით შაორის ტბაზე, ნიკორწმინდაში, ბარაკონის ტაძართან, ონში.
ასევე შესაძლებელია I დღეს არ ავიდეთ შოვში, ნიკორწმინდიდან გადავუხვიოთ მარცხნივ და მოვინახულით უდაბნო, იქ არსებული ტაძარი, საყინულედ წოდებული გამოქვაბული, გზა გაავგრძელოთ ხონჭიორისკენ, სადაც ღვთისმშობლის სახ-ის ეკლესიაა, რომლის ამბიონზე რამდენიმე წლის წინ გამოისახა ღვთისმშობლის ტერფი, შემდეგ გავაგრძელოთ გზა და ჩავიდეთ სოფ. თხმორთან ჩანჩქერთან, ულამაზესი ადგილია, და იქვე დავბანაკდეთ. მეორე დღეს კი გავუგდეთ გზას შოვისკენ. გზად რა თქმა უნდა ვნახავთ I ვარიანტში ჩამოთვლილ, და არა მარტო, ადგილებს.
უძირო ტბაზე ასვლა ამ ვარინატშიც რა თქმა უნდა ძალაში რჩება.
ამინდებს რაც შეეხება, გამოიდარა და სამომავლო პროგნოზიც უნალექოა.
მე პირადად მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.
