ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 29 სექ 2008, 14:36

ხოდა, "დიახ, ასეა" ლამას ენაზე როგორ არის მეთქი :)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 29 სექ 2008, 14:58

თქხრობა რომ შევაჩერეთ დაბნელებული იყო, ხომკი? ;)

ამიტომ შემდეგი ფრაგმენტი პროზა იქნება, ილუსტრაციების გარეშე :)

წავედით დართლოს... ბნელოდა... ირგვლივ არაფერი ჩანდა და ჩვენ მხოლოდ იმას ვამბობდით უკან მაინც დღით უნდა დავბრუნდეთ სად ვიარეთ რომ ვნახოთო... კარაველებს არ უთხრათ და კარვების გაშლა ცოტა არ იყოს გვეზარებოდა, სასტუმროების იმედი გვქონდა... დართლოში სასტუმროები დაკეტილიაო, ომის შემდეგ თუშეთში მხოლოდ ერთი-ორი ებრაელი თუ გაივლიდა თურმე, რომლებისთვისაც საქართველო-რუსეთის ომი თავის ქვეყანასთან შედარებიც მშვიდი და საამური ადგილია...

ჭეშოში წადით, იქ სასტუმროც არის, ცხენებიც, გირევთანაც უფრო ახლოსააო... გზა როგორიაო? გზა კარგია, ერთი გზა მიდის არ აგერევათო...
წავედით...

გზას მართლაც არა უჭირდა, შენაქოს გზის შემდეგ, ერთი ეგ იყო, ისეთი ვიწრო იყო, შემხვედრს გვერდს ვერ აუვლიდი, თუმცა რა უნდოდა შემხვედრს ამ უკუნეთ სიბნელეში...

ერთგან მაჩვენებელი ვნახეთ, ჭეშო იქეთ, ჭეშო ხაა აქეთ, ქატო და ფქვილიც საითღაცო...

ჭეშო ხაა... ჭეშო 0.5 კმ-შიო, ამბობდა მაჩვენებელი და გაურკვეველი მიმართულებით გვაგზავნიდა... 2-3 კმ გავლის შემდეგ ვთქვით რომ 0.5 კმ წესით უკვე გავლილი უნდა გვქონდეს და საცაა გირევს ან აწუნთას მივადგებით ალბათო... ვხალისობდით... ისე გირევის გზაზე თუ ვდგავართ (რომელზე თქვეს რომ არ არისო!) აქ ვერც მოვბრუნდებითო... ამის თქმიდან სულ მალე მივადექით მთას, რომელზეც ფეხოსანს ან ცხენოსანს ფეხაკრეფით გაეგრძელებინა გზა, ეს იო მთა და არა ნაშალი, რომელზეც რაიმე ოთხთვალა გადაივლიდა... მივხვდით რომ უკან უნდა დავბრუნებულიყავით... არადა ორი საბურავის სიგანე გზაა, რამე ძალამ რომც აწიოს ჩვენი მანქანა სიგანეზე ვერც დაეტევა... ერთ მხარეს ალაზანია, მეორე მხარეს მთა... მთის ფერდზე გაჭრილი გზა რომაა ასეთზე ვიყავით...

ჩამოვედით... გირამ თქვა ეხლა პანიკა არ იყოსო... სიმართლე ითქვას საპანიკოს ვერაფერს ვხედავდი თორემ ამ შანსს ალბათ არცერთი არ გავუშვებდით ხელიდან :D

ნუცა უკან გაემართა მოსაბრუნებელი ადგილის სანახავად, ჩვენ ფანრების ძებნა დავიწყეთ... ასე 150 მეტრში მშვენიერი მოსაბრუნებელი ადგილი აღმოჩნდა... მივედით ვნახეთ... მოგვეწონა, დავბრუნდით მანქანასთან... აქ ყველამ თვითონ იპოვა თავისი ადგილი: ნუცა და მაიკო უკან გზას ანათებდნენ ფანრებით, მე გვედით ვანათებდი რომ რამდენი რჩებოდა გადასავარდნამდე დაენახა, გურული მთასთან როგორ იყო იმას აკონტროლებდა...

მოვბრუნდით... ჟრიამულმა იმატა :)... ეხლა ისღა იყო გასარკვევი სად მივდიოდით :)... წავედით და გზის გასაყარს ვეძებდით... ვიპოვეთ, ახლა მეორე მხარეს წავედით და მალე სახლსაც მივადექით სადაც ჭარბი სიგნალებით ჩვენი მასპინძელი გავაღვიღეთ და ლოგინიდან ავაყენეთ...

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by qvevri » 29 სექ 2008, 15:13

ისა და ამ ჩანაწერებს იქვე აკეთებდი თუ ეხლა წერ :?:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 29 სექ 2008, 15:18

qvevri

ეხლა ვწერ :oops:

რა იყო რო? :შეშინებულშეკითხვისსიცილიკი:

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by qvevri » 29 სექ 2008, 15:20

Gvalva wrote:qvevri

ეხლა ვწერ :oops:

რა იყო რო? :შეშინებულშეკითხვისსიცილიკი:
არაფერი, ისე უბრალოდ: დამაწყნარებელთვალებიანისმაილიკი :wink:

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 29 სექ 2008, 15:51

ჩვენი მასპინძლი საოცრად სათნო და სასიამოვნო ქალბატონი, კატო აბალოიძე აღმოჩნდა და მასთან ერთად მისი ნათესავი ზაზა, 12-იოდე წლის ბიჭი...

Image
Image

ცხენები ხვალ დაცული ტერიტორიების ხალხმა ითხოვეს, გირევში მიდიანო და გამყოლიც არ არის, ყველა ბარგობს, ან კარტოფილს იღებენო...

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 29 სექ 2008, 16:51

გირევამდე გზა როგორიაო, ვიკითხეთ

ახალ გზაზე მეწყერებია ჩამოსული, ვერ გახვალთ (პირველ მეწყერს კარგად ვიცნობდით :)) ძველი გზა კიდევ გირევამდე 4-ჯერ კვთს ალაზანსო... მერე როგორი გასასვლელიაო იკითხა გირამ, ლოდზე თუ შეჯექი გადაგაბრუნებს, ისეთი კომპეტენტურობით თქვა 12 წლის ბიჭმა, ბევრ ვაჟკაცს შეშურდებოდა ბარში...

4-ჯერ აქედან უნდა გავიაროთ, 4-ჯერ იქედან, თუ ტბაზე ასვლა გვინდა კიდევ ერთი გავლა-გამოვლა უნდა დავამატოთ და ლოდზე არც ერთხელ არ უნდა შვჯდეთ, თორემ გადაგვაბრუნებს...

მეორე დილას ულამაზეს ადგილას გავიღვიძეთ, სოფელ ჭეშოს ერთი ჩამოსახევი ბილბორდიც "ამშვენებდა" :)

Image
Image


მეორე დილას ზაზმ ცხენი მოიყვანა, დამაწყნარებელ პრიზად ეზოში შევჯექით და გავატარ-გამოვატარეთ...

ცხენის შეკაზმვა ზაზამ ითავა

Image
Image

რასაც ძალიან გულმოდგინედ აკეთებდა :)

Image
Image

შემდეგ ცხენზე ყველა შევჯექით :), ცხენები რომ დაინახა, ჩვენთან ზაზას 8 წლის და, ნათია მოვიდა ;)

Image

Image

Image
Image

ჩვენს შემდეგ ცხენზე ნათია შეჯდა, ისე დაუწრუპუნა ცხენს და ისეთი ჩვევები ქონდა გამახსენდა გურულის აღტაცებული ნათქვამი, იმის შესახებ როგორ დააჭენებენ ცხენებს თუში ქალები კუშტი სახეებით...

კაი ისაა რომ უზანგს ვერ წვდება ფეხით და როგორ შეჯდა საერთოდ ნეტავი :)

Image

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 29 სექ 2008, 17:10

შემდეგ დასამშვიდობებელი ფოტოები გადავიღეთ

Image
Image

კატო დეიდამ სახსოვრად თავისი გაკეთებული თექები გვაჩუქა, ძალიან გვეუხერხულა გამორთმევა, ნუცამ ჩუმად დააბრუნა სახლში მარა ზაზამ შეამჩნია და მაშინვე უკან გამოარბენინა...

საოცრად თბილი ხალხი იყო!! დამშვიდობება არ გვინდოდა... ;) ალბათ მაგიტომ არც გამოგვივიდა :D

Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by guruli » 29 სექ 2008, 19:40

Gvalva
ჩვენი მასპინძლი საოცრად სათნო და სასიამოვნო ქალბატონი, კატო აბალოიძე აღმოჩნდა და მასთან ერთად მისი ნათესავი ზაზა, 12-იოდე წლის ბიჭი...
კატო აბალოიძე-მურთაზაშვილი და მისი ბიძაშვილის შვილი ზაზა აბალოიძე. თურმე ზაზას დედა ჯერ მხოლოდ 40-ოდე წლის ქალია და 5 შვილის დედაა. :P :P გმირი ქალია. თან, ზაზა და 8 წლის ნათია ჩვენც ვნახეთ, რა საოცარი ბავშვები არიან.
თვითონ კატოც არაჩვეულებრივი ქალი აღმოჩნდა. ყველა დამეთანხმება, ისე შეგვხდა, თითქოს დიდი ხნის უნახავი ნათესავები მივადექით. პრინციპში, მე ეს უკვე არ მიკვირს - შევეჩვიე, მაგრამ ასეთ ფაქტებთან შეხვედრა მაინც მუდამ მსიამოვნებს. ჩვენი გასაჭირი რომ გაიგო - ჭეშოს გადასახვევსაც ავცდით და ფარსმისასაც და მწყემსებს მივადექით კარავზე :), თავშივე გვითხრა, როგორც სტუმრებს, ისე გიმასპინძლებთო და ფული ძალით დავუტოვეთ.

User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by navigator » 29 სექ 2008, 19:56

ზოგი სურათი არ იხნსება :?
აცხა ღორებო Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by guruli » 29 სექ 2008, 20:15

navigator
ზოგი სურათი არ იხნსება
რას გვიშვება ეს ადმინი... :( :( :(

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Nika » 29 სექ 2008, 20:31

navigator
ისევ ოკუპანტების საიტებზე დებენ ფოტოებს და რა გიკვირს.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 30 სექ 2008, 09:50

navigator

ძალიან გაიწელა იმიჯშაკზე და ორივეზე ვდებდი, რადიკალზეც და იმიჯზეც, ამიტომ ალბათ რადიკალის ზოგჯერ არ იხსნება

User avatar
GIRA
იეტი
Posts: 1127
Joined: 24 ივლ 2008, 09:59
Location: tbilisi
Contact:
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by GIRA » 30 სექ 2008, 09:56

ადმინ, გააგრძელე გენცვა :D
ყურს ნუ უგდებ :lol:
მამოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი(ძუძუთმპყრობელი)

User avatar
Gvalva
Site Admin
Posts: 5141
Joined: 16 აპრ 2004, 16:05
Location: თბილისი
ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია...

Post by Gvalva » 30 სექ 2008, 10:02

ხოოოდაა... დავიწყეთ ცურვა მანქანით... ეს ახალი სახეობაა... მიდიხარ ასე მდინარესთან და შეცურავ... ლოდზე არ უნდა შეჯდე ხომ გახსოვს...

Image
Image

Image
Image


არც ხმელეთზე იყო ნაკლები

Image
Image


ცურვის აზარტში შესულებმა შორიდან ავხედეთ ფარსმას და განვაგრძეთ გზა

Image
Image

ერთგან კიდევ შეგვეშალა და იგივე სიტუაციაში აღმოვჩნდით ოღონდ დღისით

Image
Image

10-ჯერ გავცურეთ ალაზანი... რითმა რომ მეხერხებოდეს ლექსად ვიტყოდი რამეს მაგრამ რა ვუყოთ...

Image
Image

მივედით გირევში და ჰეღოც შორიდან ვნახეთ... ამ ადგილმა თრუსოში აბანო გამახსენა სამი ხეობა ერთდება და ნაციხარებიც იმდენია...

Image
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]