უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 26 სექ 2008, 10:27
აი სად გაუვლია გურულს უჩენიები, ჩამოსვლისას განგვაცვიფრა (ღრმად აღგვაშფოთა)

-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 26 სექ 2008, 10:29
guruli wrote:...პირველ ფოტოზე, ორკაპა მთა - წუნბერეხი დიკლოს თავზე. დიკლოელებს მაგ მთის წარმოშობაზე რაღაც ლეგენდაც აქვთ ქალ-ვაჟის სიყვარულზე, რომლის მიხედვითაც ეგ მთა სწორედ გაქვავებული შეყვარებული წყვილია...
აი ლეგენდაც

: გადმოცემის მიხედვით დიკლოელ ვაჟს ბეროს და ქუმელაურთელ ასულს წუმს ერთმანეთი შეჰყვარებიათ ნამეტნავად

. ერთხელაც ბერო ავად გამხდარა, ხურვალება შეჰყრია და ტანზე ცეცხლი ედებოდა. ბეროს დიკლოელები ყინულებს უზიდავდნენ და გარშემო უწყობდნენ, მაგრამ მხურვალებისგან ყინულები მალევე დნებოდა. ბოლოს შეღონდა ხალხი. ბერო იძულებული გახდა, სოფელი დაეტოვებინა და ასულიყო დიკლოს მყინვარებში, სადაც მალე თვითონაც ყინულის კაც-ლოდად გადაიქცა. წუმმა, რომ შეიტყო შეყვარებულის ამბავი, მოძებნა მისი ადგილსამყოფელი და თვითონაც გვერდით მიუჯდა, როდესაც მყინვარმა უკან დაიხია, იქ, სადაც ხალხს შეყვარებული ქალ-ვაჟი ეგულებოდა, გამოჩნდა ორი სიპი კლდე - ქვადქცეული შეყვარებულები წუმი და ბერო

.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 26 სექ 2008, 10:43
Gvalva
აღგვაშფოთა
ალბათ, შენ გინდოდა გეთქვა - აღგვაშფრთოვანა.

ეს სიტყვა ხომ ჩვენი გასვლისთვის თანამდევი იყო ორიოდე სხვა სიტყვასავით.
ანკი რა გინდოდათ - როგრო ოსტატურად ვანაწილებდი ფარებს და როგორ ვუკვალავდი გზას მანქანას?

იმ მწყემსებმა ჩემგან ისწავლეს ფარა-ნახირ-რემის გადარეკვა.
Mta Mkvarebia, მაპატიეთ - იმ მთას წუ
მბერეხი ჰქვია და არა წუ
ნბერეხი.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 26 სექ 2008, 10:47
Last edited by
Gvalva on 26 სექ 2008, 12:13, edited 1 time in total.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 26 სექ 2008, 11:09
აბა გურულო, იცი ამ მთის სახელი?
რა მთა, ადმინ, ეგ დიკლოს ნასოფლარია - ძველი დიკლო, ნაციხარი. როგორ არ გამყევით მანდ, მაგარია!
მსმენელებს (:roll:

) ვეტყვი, რომ მაგ ბორცვის ანუ ნასოფლარის გაღმა რომ გორები ჩანს, ეგ ბუფერული ზონაა, მაგრამ საქართველოს ტერიტორია. აი, მაგ მთებისა იქითა ფერდობები უკვე დაღესტანია - საზღვარი ზედ წვერზე გადის.
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 26 სექ 2008, 11:13
guruli wrote:
რა მთა, ადმინ, ეგ ...
კაი, ეტყობა არ იცი თორემ ამ ფოტოზე მთას შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავ

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 26 სექ 2008, 11:21
Gvalva
კაი, ეტყობა არ იცი თორემ ამ ფოტოზე მთას შეუიარაღებელი თვალითაც ვხედავ
ააა - ზედა წვეტიან მთაზე ამბობ? ეგ მთა ნასოფლარიდან ისეა განლაგებული, ვეჭვობ, ისევ წუმბერეხია, ოღონდ იმგვარად გადაღებული, რომ ქიმი ჩანს და არა ორი წვეტი. ყოველ შემთხვევაში, მაგ ქედს რომ ბაცი-ბუცის ქედი ჰქვია, ნაღდად ვიცი.

-
ZVIOSULI
- უსათუთესი
- Posts: 5090
- Joined: 16 ნოე 2006, 17:16
- Location: ზუპარკი
-
Contact:
Post
by ZVIOSULI » 26 სექ 2008, 11:22
და როგორ ეტყობა ამ ტემას კლასიკა, აკადემიურობა და მსგავსი ძირძველობები....
სულ სხვანაირი თემაა! ნიტოშტო...
ხოდა ცემებურსაც გაურევ - არ ვარ მაგ მხარეში ნამყოფი და მაქეთ - მეთებიანი მთებია?
რაღაც გასეირნების შთამბენჭდილება დამრც და დამძრახეთ თუ გინდათ

თუ ჩვენი რაობა ფულზეა დამოკიდებული, რანი ვართ ჩვენ?!

-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 26 სექ 2008, 11:26
კარგია, კარგი... თან ძალიან ვხალისობ და თან საგულე წვეთებსაც ვსვამ, რომ მართლა არ გამისკდეს გული...
განაგრძეთ რა... ყველაფერი მოყევით და ყველაფერი გვანახეთ, თორემ ლამისაა ფოტოაპარატებისაც "შემშურდეს".
-
Gvalva
- Site Admin
- Posts: 5141
- Joined: 16 აპრ 2004, 16:05
- Location: თბილისი
Post
by Gvalva » 26 სექ 2008, 12:09
მთაშენკას მონათხრობ ლეგენდას ეძღვნება

-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 26 სექ 2008, 12:13
მთაშენკას მონათხრობ ლეგენდას ეძღვნება
წუმბერეხი და მაგის გაყოლებაზე თოვლიანი - დიკლოს მთა. მთელი ეგ ქედი საუკეთესო საჯიხვეებია.

-
Ninukala
- იეტი
- Posts: 4473
- Joined: 14 მაი 2007, 10:53
- Location: წყნეთი
-
Contact:
Post
by Ninukala » 26 სექ 2008, 12:29
Gvalva wrote:მთაშენკას მონათხრობ ლეგენდას ეძღვნება

უუულამაზესი ფოტოა....
ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 26 სექ 2008, 12:43
Gvalva
ვეთანხმები ნინუკალას, ულამაზესია

.. და მართლა ჰგავს ჩახუტებულ შეყვარებულებს

-
GAMARJOBA SAKARTVELO
- იეტი
- Posts: 16569
- Joined: 20 ივლ 2007, 03:45
- Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
Post
by GAMARJOBA SAKARTVELO » 26 სექ 2008, 13:12
დიდი ხალხი ხართ თქვენ.
ამ სეზონზე თუშეთში არ ვყოფილვარ და ვიდრე თოვლი არ მოვიდა, სასწრაფოდ უნდა გავიქცე
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები