გუშინ საღამოს გოგას ჩამოსვლასთან დაკავშირებით პატარა შეკრება მოვწყვყეთ. ქვევრი და მარიამიც მოვიდნენ, თუმცა მალე დაგვტოვეს... ჩვენც წინასწარ დაბ.დღე მივულოცეთ და დავემშვიდობეთ.
ამ დროს, მე თან მქონდა ტორტის შუშხუნა "სანთლები"... გოგას აეროპორტში დასახვედრად განკუთვნილი, მაგრამ არ გამოვიდა დახვედრა, ამიტომ ეს სანთელი იქვე დავტესტეთ. გოგას ძალიან მოეწონა (მიზიდულობა და დიდი სიყვარული აქვს შუშხუნა-მაშხალა საგნების მიმართ

პირველივე იდეა რაც თავში მოუვიდა იყო ქვევრისთვის 12 სთ-ზე დაბ.დღის მილოცვა ეზოში ჩუმად შეპარვით და სიმღერით (მაშხალების თანხლებით)
გავიყვანეთ როგორც იქნა 2 საათი
ილია, აცაბაცა და ინტელა სპეციალურად ქალაქის მეორე ბოლოდან შემოგვიერთდნენ.
პაატაც რუსთაველზე ავიყვანეთ და გავეშურეთ მცხეთისკენ. გზაში გოგამ დაურეკა ქვევრს - და ტელეფონი ქონდა გათიშული... ნაიას და მთამყვარებიას ძალიან ერიდებოდათ... დანარჩენებს არა

მივიპარეთ ჩუმად... ვხედავთ მთელ სახლში (მარანშიც კი!) ჩამქვრალია შუქი...
ჰოდა გვინდა ეხლა ავანთოთ მაშხალები და ვიმღEროთ და.... არ გამოხტა სიბნელიდან ჩვენი იუბილარი?

ასე გვითხრა - ველოდი რომ ასე იქნებოდა და 12 საათზე აქ მანქანა შემოვიდოდაო.
მეზობლები არ დავინდეთ და კარგი "რალამაზიდღეა" დავცხეთ (თამარიონსაც კი შეშურდებოდა

დანარჩენს ფოტოები მოგითხობთ
შEსაშური დაბადების დღის დასაწყისი იყო ნამდვილად
ნიგვზიანი ლობიო კი ჩემპიონი გამოდგა
