maikomaiko
როგორ ხარ?......
რა ხდება ბუნბუნლანდიაში?............
ეხლა რაც შეეხება ცხოველთა დაცვის საკითხს...........
მინდა შეგახსენოთ ერთი საკმაოდ ცნობილი ფაქტი: მგელს და ძაღლს საერთო წინაპარი ჰყავდათ, ძაღლის სახეობა ადამიანმა მოიშინაურა და მისი თვისებები თავის საკეთილდღეოდ გამოიყენა და დღესაც იყენებს..........
(ხომ არ დაგვებრუნებინა ძაღლები გარეულ ყოფას, იქნება და ამით მათი უფლებები ილახება?.......

)..........
მაწანწალა ძაღლები კი ჩემი ქალაქის ტკივილია .........
უზარმაზარი, საცოდავი თვალებით საკვების მოსაპოვებლად ქუჩაში გამოსული ძაღლი ყველაზე საშიშია ჩემი აზრით..........
მათ საკმაოდ კარგი მეხსიერება აქვთ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძაღლები ტკივილის მიყენებისას ძალზე მგრძნობიარენი არიან და იმათ მიმართ ვინც ამ საშინელებას სჩადის სამუდამო აგრესია უყალიბდებათ..........
ამ შემთხვევაში კი აგრესორად ადამიანი გვევლინება, რომელიც ნებით თუ უნებლიეთ ძაღლის აგრესიის გამომწვევი მიზეზი ხდება...........
ძაღლი, იმისათვის რომ მან გამოავლინოს სიკეთე , ერთგულება და დაიცვას ადამიანი, ადამიანთა შორის უნდა იზრდებოდეს, ადამიანისგან სითბოს უნდა გრძნობდეს და საკვების მოსაპოვებლად მეხსიერებაში წინაპართა ვერაგული და დაუნდობელი ჩვევების აღდგენა არ უნდა სჭირდებოდეს.............
ერთი პატარა საინტერესო დეტალიც გავიხსენოთ: ძაღლი რაც არ უნდა მგრძნობიარე და კეთილი იყოს, საჭმელის ჭამის დროს ის თითქოს წამიერად იმ წინაპარს ემსგავსება, რომელიც "ცუდმა ადამიანებმა" დაავიწყეს..........
გაფრთხილებთ: არასოდეს მიეკაროთ ძაღლს ჭამის დროს , თორემ ხელში გარეული ცხოველი შეგრჩებათ, რომელიც მზადაა დაგგლიჯოთ, თუკი მისი წილი საკვების "წართმევას ' განიზრახავთ.............
თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ გარეული ცხოველების გვერდით ჩვენი ცხოვრება უსაფრთხო იქნება ( მე არ ვგულისხმობ იმ გარეულ ცხოველებს, რომლებსაც გარკვეულწილად ადამიანებთან აქვთ შეხება და მათი მეგობრები არიან, რადგან ადამიანს მასზე ამაგი აქვს) , მაშინ ვიტყვი რომ მაწანწალა ძაღლები, რომლებიც სარჩოს მოპოვების დროს თიითქმის უკვე წინაპრებს გვანან, ჩვენს თბილ მოპყრობას იმსახურებენ.............
არ ვამბობ , რომ მაწანწალა ძაღლუკები უნდა მაინცდამაინც დენის სკამზე დავსვათ და ისე მოვსპოთ........
სხვა გზებია მოსაძიებელი, როგორიცაა მაგალითად მათი იზოლირებულ ტერიტორიაზე გადაყვანა, ოჯახებში დაბრუნება ან ახალი ოჯახების მოძიება, აცრების გაკეთებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რაზეც არავინ არ ზრუნავს სამწუხაროდ.............
ასეთი რამ კი მეეჭვება ახლო მომავალში მოხდეს ჩვენს ქვეყანაში..........
ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე რა გითხრა და მაწანწალა ადამიანების პრობლემა ვერ მოუგვარებიათ ამ დალოცვილ მიწაზე, მათ დანახვაზე გული დაგეწვება...........
ჰოოდა, მე მინდა რომ უზარმაზარი ძაღლები აღარ ემუქრებოდეს ჩვენს ყოფას, და თუკი ცხოველთა დაცვის საზოგადოება მათი უფლებების დაცვაზე იზრუნებს და ქალაქს განარიდებს მათ, ამაზე მეტი სიკეთე რაღა უნდა გაკეთდეს.........
მოდით გარეული ცხოველები დავიცვათ იქ, სადაც მათი სახცოვრებელია............
შინაურები დავიცვათ , სახლში.........მოვუაროთ და მოვეფეროთ............
აი, მაწანწალები სად უნდა დავიცვათ თუ ვინმე მეტყვის, პირველი მე ვიქნები მათი უფლებების დამცველი.............
მგონი ჯობია ჯერ გაირკვეს რა კატეგორიის ცხოველებთან გვაქვს საქმე და მერე მივხედოთ მათ დაცვას...........
პ.ს. ისა და თევზი რომ მიყვარს, რა ეშველება ეხლა მაგ საქმეს ნეტავ ?.............
