აბა, ბავშვებო, როგორ მყევხართ?
აი, მეც მოვედი... მაპატიეთ, რომ გუშინ და გუშინწინ ჩემი ზღაპრების გარეშე მოგიწიათ დაძინება, მაგრამ თქვენს მეზღაპრესაც არ ძინებია დიიიიიიდიიიი კბილის ამოღების გამო
აბა, დასხედით და დავიწყოთ, თან ვნახოთ ერთი დილის ზღაპარი რა გამოვა პირში სოდიანწყალჩაგუბებული მეზღაპრისგან... თუმცა, ჯერ კიდევ შემიძლია კბილების დაკრეჭვა
ლამა და კომბლე
ონცე უპონე ა ტიმე ლამამ თავისი ტელეფონი გახსნა, ელემენტი ამოიღო, კარტაც, ჩაიხედა შიგნით და წერილი იყო მოსული. ამოიღო წერილი და წაიკითხა:
,,გთხოვ, დაკარგული ცხვრები მაპოვნინო. ამაღამ თუ არ ვიპოვეთ, მერე ოსური ზღაპრების ტრიტორიაზე გადაიყვანენ და იქ ვეღარ ვუშველით. კომბლე"
ლამამაც დაუწერა:
,,ამაღამ სიზმარი ჩართული დატოვე, მე დაგიკავშირდები, შენ მარტო "accept" მიეცი და სიზმრით გამოვიტვირთები, 2 კაცსაც გამოვიყოლებ." დაკუჭა წერილი, ჩადო ტელეფონში, ზემოდან სიმ-ბარათი ჩადო, მერე ელემენტი, ჩართო მობილური და გაააგზავნა.
იჯდა დაღონებული კომბლე. ბოლოს ჩაეძინა... 1 საათში გაეღვიძა და ქოხში სამი სტუმარი დახვდა: ლამა და კიდევ ორი, რომლებსაც მოსასხამები ეცვათ და კაპიშონი ჰქონდათ ჩამოფარებული... რაღაც უცნაური ყუთით იყვნენ მისულები, ზემოთ ფანჯრები ქონდა ყუთს, ქვემოთ კი, ბევრი კარი.
სიხარულისგან ცას ეწია კომბლე.
მივარდა ლამა, გადაეხვია, ბეჭებზე დაუტყაპუნა და ძლივს მოასწრო კომბლემ თქმა - მე არ მიჭამია ცხვრები, არაო...
მოკლედ, დასხდნენ და გეგმის შედგენა დაიწყეს.
კომბლე და ლამა საუბრობდნენ. მოსასხამიანი სტუმრები ჩუმად იყვნენ და მათ უსმენდნენ.
- ესენი ჩემი მეგობრები არიან - უთხრა ლამამ კომბლეს, - ცოტა მორიდებულად არიან, მაგრამ სამაგიეროდ ნახავ, რატომაც წამოვიყვანე დასახმარებლადო!
- კეთილი! - უთხრა კომბლემ, - მოკლედ, ცხვრები დავკარგე. ამ უშველებელ ტყეში სად ვეძებო არ ვიცი, თანაც გათენებამდე მთელ ტყეს ხო ვერ შემოვივლიო... გათენებამდე თუ ვერ მოვძებნე, მერე ოსურ ზღაპრებში გადაიყვანენ და იქ უკვე შეუძლებელია მათი პოვნაო.
- მოდი, ჯერ მე ვცდიო -თქვა ლამამ, - დაკარგულების ბილიკები მე ვიციო და შევიდა ტყეში...
გავიდა 7 საათი და ბოლო როგორც იქნა, ტყის გვერდითა მხრიდან გამოვიდა ლამა - ვერაფერი ვნახეო, თან ეს ცხოველები ისე სწრაფად დარბიან, ვერცერთს დავეწიე კბილები რომ დამეკრიჭინებინაო.
- და ამდენ ხანს სად იყავიო? - უთხრა კომბლემ.
- ეეჰ, ეგრე ადვილი ნუ გგონია შენ - უთხრა ლამამ, - უკანა გზაზე ერთი ბილიკი იყო და არ ვიცოდი რომელს გამოვყოლოდი, მაგიტომ ამერია გზა, ბოლოს ჩემი გამოცდილების წყალობით გამოვაღწიე აქედანო.
- ეჰ, 2 საათში თენდება... - დამწუხრდა კომბლე, - ახლა უკვე წარმოუდგენელია ცხვრების პოვნა, თუ რამე დიდი არ მოხდაო.
- რამე დიდი თუ გინდათ, დიადს მიიღებთო - თქვა ერთმა მოსასხამიანმა და უცნაურ ყუთთან მიუძღვა ამათ. ოთხივე მხარეს ფეხი მიუტყაპუნა თან თავისთვის ჩაილაპარაკა - მზადააო...
- ეგ რა არისო? - იკითხა კომბლემ.
- აი, დიდი მოვლენა ხო გინდოდა და ეხლა იქნებაო - მოსასხამი გადაიძრო Naia-მ და მანქანაზე დაჯდა... სიჩქარეების კოლოფს ჯერ დაფიქრებულმა უყურა და ბოლოს კატეგორია ,,ს"-ში ჩააგდო (,,სინათლის სიჩქარე").
მეორე მოსასხამიანი გვერდზე დუჯდა, წინ რაღაც დიდი ედო და თითქოს რაღაცისთვის ემზადებაო... კომბლე და ლამა უკან ისხდნენ.
- მოდუნდი, ჯიგარ! ნუ ნერვიულობ! - გაუღიმა ლამამ კომბლეს, ისეთი ხალხი წამოგიყვანე, შენი ცხვრები სახლში გეყოლებაო...
ხომ იცით, ყველაზე მაგარი მძღოლები, ყველაზე დინჯები და არაქაოსურები რომ არიან? ჰოდა, ეს ჩვენი ნაიაც შევარდა ტყეში ქარზე უსწრაფესად... თან ხეებს აცილებდა მანქანას, თან საინტერესო მცენარეებს და კარგ საბანაკო ადგილებს ათვალიერებდა.
უცბათ დაინახეს ლეოპარდი.
- კაცო, ლეოპარდს რაღა უნდა აქაო? - შესძახა ლამამ.
- რას გაიგებ, ზღაპარიაო - უთხრა კომბლემ, - აბა ეხლა მაგას ვინ დაეწევა, გავტრიალდეთ უკანო.
Naia-მ გაზს მოუმატა, მეორე ხელით ყავის ჭიქა ამოიღო, ცოტა ყავა და შაქარი ჩაყარა, მერე წყალი აადუღა, ოდნავ ადუღებული წყალიც ჩაასხა ჭიქაში, კარგად ათქვიფა, ათქვიფა და ნაღები რომ მოიკიდა ყავამ, მერე ნამცხვრების ყუთი ამოიღო, სხვებსაც შესთავაზა... შეშინებულმა მგზავრებმა ნამცხვარი გამოართვეს, რომელიც სინათლის სიჩქარის ზეგავლენისგან იქვე ნაწილაკებად დაიშალა...
-ვაიმე, ლეოპარდს გავცდითო - დაიყვირა კომბლემ, -თქვენი ჭირიმე, ცოტა შეანელე კბილებში მაინც ჩავხედოო...
- დამშვიდდი ბიძაჩემოო - უთხრა მეორე მოსასხამიანმა, შენელებული მანქანიდან უზრმაზარი მაჭრიანი ქვევრი გადაყო და ლეოპარდს დააფარა თავზე...
ახადა ქვევრმა ქვევრი და მაჭრის სუნით ცოტა დაბურბუსელავებული იყო ლეოპარდი...
დაილოცა qvevri და იმღერა ლამამ მისამღერი.
დაილოცა qvevri და იმღერა ლამამ მისამღერი.
დაილოცა qvevri და იყვირა ლამამ მისამღერი...
აღარ გვინდაო - ქვევრმა.
სახლში მინდაო- ლეოპარდმა... მე გადავყლაპე ცხვრები, ეს რა ცუდი საქმე ჩავიდინეო - გული აუჩუყდა გამომტყვრალ ლეოპარდს...
- არაუშავს, ეხლავე გამოვასწორებთო - უთხრა ლამამ და გადაეხვია ლამა ლეოპარდს...
- ნეტა ამდენ ხანს რას ეხვევაო? - გაუკვირდა კომბლეს...
- დააცადე ბიძაჩემო - უთხრა ქვევრმა, - ხომ გინდა ყველა ცხვარი უკლებლივ დაგიბრუნოთო და ეგრე მალე ვერ იზამსო...
აბღავლდნენ ცხვრები და რა აბღავლდნენ...
ცრემლი მოადგა კომბლეს...
დაემშვიდობნენ ჩვენები და დასხდნენ ისევ მანქანაში.
Naia-მ ისევ დახედა სიჩქარეთა კოლოფს და, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ და მხოლოდ საშამპანურე აზრიანი რისკები უკვარს, სიჩქარე კიდევ 1 საფეხურით ჩქარ კატეგორიაში ჩააგდო - "N" ("Naia").
ლამამ ღვედი შეიკრა და - წავედითო - უთხრა Naia-ს.
Naia-მ - არ შეიკრა, მოვედით უკვეო...
დილით ლამას ისევ კომბლეს წერილი დახვდა:
,,ლეოპარდი ნაწყენია შენზე - ბეჭებზე ჩემი საამაყო ლაქები რომ მქონდა, გადამხუნებია, აღარ მეტყობაო... მაგრამ ეგრე მოუხდება მაგას, დიდი მადლობა ყველაფრისთვის! კომბლე"
მიწა გრძნობს ვინ დასდის ზემოდან...