კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Moderators: Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia, Kakha, Druides, Mta Mkvarebia, ilia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
კიდევ ორი ლექსი:
ბარიკადი
გეშინია...
ხანდახან რომ გეკარგები,
მაგ ტუჩების მომლოდინე ამბორიდან.
მერცხლებივით გამოვჭერი ნაქარგები,
მანამ წუთი პატიმრობას მომისჯიდა.
როცა გრძნობებს ყურთბალიშებს მიატოლებ
მიგატოვებ..
მიგატოებ...
მიგატოვებ...
მეცინება...
ხანდახან რომ ფორიაქობ,
ჩვენი სახლის “ჟოლოპ ამძვრალ” სახურავზე.
გზას ვეძებდი შარი-შურით, შარა ფართოს,
აღარ მინდა ბილიკებად გავხურდავდე.
ვარსკვლავებით თმაშევერცხლილ ბნელ ღამეში
გადავეშვი...
გადავეშვი...
გადავეშვი...
მეშინია...
აღარ მთხოვო დაბრუნება
არშემდგარი დღეების და ღამეების.
ჩაიარა მდინარემაც ნება-ნება,
მონაგონი სიყვარულის ჩამღერებით
გაიწიე... ვიფართოვებ თვალ საწიერს
მაპატიე...
მაპატიე...
მაპატიე...
გაიწიე...
თეკლე ბატონიშვილი
ბარიკადი
გეშინია...
ხანდახან რომ გეკარგები,
მაგ ტუჩების მომლოდინე ამბორიდან.
მერცხლებივით გამოვჭერი ნაქარგები,
მანამ წუთი პატიმრობას მომისჯიდა.
როცა გრძნობებს ყურთბალიშებს მიატოლებ
მიგატოვებ..
მიგატოებ...
მიგატოვებ...
მეცინება...
ხანდახან რომ ფორიაქობ,
ჩვენი სახლის “ჟოლოპ ამძვრალ” სახურავზე.
გზას ვეძებდი შარი-შურით, შარა ფართოს,
აღარ მინდა ბილიკებად გავხურდავდე.
ვარსკვლავებით თმაშევერცხლილ ბნელ ღამეში
გადავეშვი...
გადავეშვი...
გადავეშვი...
მეშინია...
აღარ მთხოვო დაბრუნება
არშემდგარი დღეების და ღამეების.
ჩაიარა მდინარემაც ნება-ნება,
მონაგონი სიყვარულის ჩამღერებით
გაიწიე... ვიფართოვებ თვალ საწიერს
მაპატიე...
მაპატიე...
მაპატიე...
გაიწიე...
თეკლე ბატონიშვილი
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ბოლოერთმარცვლიანი ა-რა!
ვერ შევეხსენი უშენობის ვერ-
-შეკრულ საკინძეს, სველ გაღიმებას და-
-ვიმარტოვებ, დავიმარტოვებ წლებ(ს)-
-გადაკიდებულ საცალფეხო გზა(ს)-
-გასაყარიდან გამოგიწვდი ხელ-
-თათმანდაკარგულ გაზაფხულებს: ჩუ...-
-მად შემოდი, კარი არა აქვთ მთებს-
-აყვავებული პირიმზეების თუ...
შეგეშინდა. ჯერაც ვერ მალავ ჩემ–
-გან დარჩენილ ნაფეხურებს. ჯარ-
-გამოვლილი მეომარივით წევს,
შენზე დაყრილი, მარილიანი თმა-
-გაშლილი მზერა ვერ ააყვავე ჯერ-
-ჯერაც მარტო ხარ...ჩამიხუტე...მო-
-დი, გაჩუქებ ღამეს თვალების ფერ(ს)-
-ფერ გადავსებულს ჯურღმულებად, რომ-
-გამინაპირო მაგ სხეულში სულ-
-სულ მთლად დამტოვო, რა დაშავდება, რა-
-რაღად მეურვი, ნუ იბუტები ნუ...
არ მათქმევინო, არ მათქმევინო- ა-რა!
ჩუ...
-მად შემოდი, კარი არა აქვთ მთებს-
-აყვავებული პირიმზეების თუ...
თეკლე ბატონიშვილი
ვერ შევეხსენი უშენობის ვერ-
-შეკრულ საკინძეს, სველ გაღიმებას და-
-ვიმარტოვებ, დავიმარტოვებ წლებ(ს)-
-გადაკიდებულ საცალფეხო გზა(ს)-
-გასაყარიდან გამოგიწვდი ხელ-
-თათმანდაკარგულ გაზაფხულებს: ჩუ...-
-მად შემოდი, კარი არა აქვთ მთებს-
-აყვავებული პირიმზეების თუ...
შეგეშინდა. ჯერაც ვერ მალავ ჩემ–
-გან დარჩენილ ნაფეხურებს. ჯარ-
-გამოვლილი მეომარივით წევს,
შენზე დაყრილი, მარილიანი თმა-
-გაშლილი მზერა ვერ ააყვავე ჯერ-
-ჯერაც მარტო ხარ...ჩამიხუტე...მო-
-დი, გაჩუქებ ღამეს თვალების ფერ(ს)-
-ფერ გადავსებულს ჯურღმულებად, რომ-
-გამინაპირო მაგ სხეულში სულ-
-სულ მთლად დამტოვო, რა დაშავდება, რა-
-რაღად მეურვი, ნუ იბუტები ნუ...
არ მათქმევინო, არ მათქმევინო- ა-რა!
ჩუ...
-მად შემოდი, კარი არა აქვთ მთებს-
-აყვავებული პირიმზეების თუ...
თეკლე ბატონიშვილი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Mta Mkvarebia
აუ, ლიკა, მაგარი ლექსებია, კიდევ დადე რა
აუ, ლიკა, მაგარი ლექსებია, კიდევ დადე რა

მეაც გავთუშდ მეაც!
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ნინი_85
კარგი
.
ესენი ძველებია, შეიძლება იცით:
ამოვატრიალებ ლექსებით სამყაროს!
თანმხლები რად მინდა, მარტო გავუყვები,
ელვას გავიყოლებ მხოლოდ მთავ მაღალო,
სიტყვას ჰორიზონტზე ტყვიად ჩავუდგები,
ამოვატრიალო მინდა ეს სამყარო.
ზღვაში,სხივჩამქრა¬ლი მზე რომ იმალება,
მოვხადო ჩადრი და შენს ირგვლივ ვატარო,
სავსეა ქვესკნელი დარდის ფიალებად,
დავცალო, ეს ბოღმა როგორმე დავცალო.
ვუთხრა,თუ რამდენჯერ შიშისგან დაზაფრულ
სევდას,რუხყვითელა ფიფქებში ვეშლები,
და თუკი ეს სიტყვა მოიყვანს გაზაფხულს,
დამსაჯეთ, კოცონზე შიშველი ლექსებით.
გადაწვით,გადაწვით მდუმარე ქალაქი,
ამ დილით, რომ მოჰყვა სიცრუეს მაყარში,
დატენეთ, დამბაჩა ჩვეული ღალატით,
ესროლეთ, ქვადქცეულ ქუჩას ნატყვიარში.
ანანეთ, რამდენჯერ ვიტირეთ უცრემლოდ,
რუხი სივრცეები ვძერწეთ აჩრდილებად,
უთხარით,რამდენჯერ მოვიდა უჩვენოდ
მარტი გაზაფხულის უხმო გაწბილებად.
ბილიკზე, ბარდაში მაყვალი ბრიალებს,
უნდა, რომ გიშერი ჩემს თმაზე დაცალოს,
ამოვატრიალებ
ამოვატრიალებ
ამოვატრიალებ
ლექსებით სამყაროს!
* * *
ვალი მაქვს ხალხო ამ დედამიწის!
მაჩვენეთ მიწა სუფთა თვალებით,
მე ხომ სხეულის ტარებაც მიჭირს,
ცოდვებს ფარდაგზე ვართავ წვალებით,
ვალი მაქვს ხალხნო ამ დედამიწის!
გავხედნო უნდა ლექსი რითმებად,
სტრიქონში გრძნობად ავკეპო დარდი,
ქალაქში ახლა უხმოდ ბინდდება
და სიტყვა ჩემი, როგორც საფანტი
უძრავ ქუჩებში დადის კარდაკარ,
დანაღმულ ფრაზებს კარებთან ტოვებს,
მიჭირს, ტარება გულის ხანდახან,
როცა ჩემს ფიქრებს მუზებს ვატოლებ.
არ ვუხმობ ფრაზებს, როგორც სტიქია
თავისით მოდის ეს დამეწყრილი,
არ ვიცი, იქნებ მართლა ნიჭია
ანდა, სტრიქონი გადაღეჭილი.
სულო..რა ზევით-ზევით მიდიხარ,
რამ წამოგაგდო ვით მთვარეული,
ახლა უბელო ლექსებს გიკითხავთ,
როგორც პოეტი გადარეული.
გავხედნე ფიქრი ჩვეულ რითმებად
და ნაზამთრალი სხეულიც იწვის,
სუნთქვაშეკრული გრძნობა მჭირდება,
ვალი მაქვს ხალხნო ამ დედამიწის!
* * *
შემოდგომაა
მაინც რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა...ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ
თვალებში,როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.
ეს ფიქრნაკრავი ისტერია ვინ დამიტოვა,
ბანალურია..შეძარცვული განცდა ვიგემე,
სოფელში მინდა,ხეივანში უსიტყვოდ წოლა,
ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ.
ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს,
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში,
იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა,
ცრემლდაფიფქული მონატრება გამიჩნდეს ხმაში.
მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
გადაზნექილი სიმარტოვე ყმუოდა კართან,
შორეულ ტკივილს შემოდგომას ჩურჩულით ვუმხელ,
ამ უცნაური შეგრძნებების ტყვე რომ გამხადა.
შენი თვალები დამიწყვილდა სხეულზე მზერად,
ესკიზებისგან ძლივს ავაწყვე ძველი ნახატი,
გამაჟრიალა, და მე ამის ჯერ კიდევ მჯერა
და ვიცი,უნდა მოვიხადო როგორც სახადი.
ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,
მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს,
აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება,
ეს სიზმარია?თუ გავგიჟდი და დავიჯერე.
გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებს
და სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,
შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,
იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო.
იქნება ჩხაზე დაგეკიდო როგორც აკიდო,
მოტკბილო წვენმა მოადუნოს შენი კუნთeბი,
იქნება, ჩემი ღამისთევა მინდა გაგიყო,
იქნებ წავედი,მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები
ივსება ქვევრი წვეთწვეთობით სისხლის ცრემლებით,
ნობათი ხანჯლად შემოურტყავს ხანდაზმულ მარანს,
და სევდანარევ შემოდგომას უცებ ვნებდები,
ალეწილ სახეს მის ოქროსფერ სამოსში ვმალავ.
მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ
და შენი სუნთქვა შევიგრძენი დაფენილ თმებთან,
შემოდგომაა..და ამ სურათს შორიდან ვუმზერ,
შორიდან ვუმზერ და რატომღაც მინდება შენთან.
მაინც რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა...ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ,
თვალებში,როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი
* * *
ბატონიშვილო..აქ ციცაბოა
ოქროსირმით მონაქარგი საკინძიდან
მზე იღიმის,მზემ თვალები გამისწორა,
ეს ღიმილი ალიონზე გამიძვირდა
სხეულზე რომ სიმხურვალე დამიტოვა.
მოჭრილ ნაწნავს გიტოვებდი სასთუმალთან,
მერე,ისიც ამ განთიადს მივაბარე,
რაღაც შენი გულისცემა მიჩუმათდა,
იქნებ წუხელ, შავი მიწა მიაყარე..
ბატონიშვილo აქ ციცაბოა,
ჩორთით იარეთ,სიფრთხილე გმართებთ,
ყმაო! მამულში განა მარტო ვარ,
განა არწივი გაუშვებს მართვეს?!
ღამით მე შენთვის ვიყავი გზნება,
ღამით დამტოვეს თვით მონაზვნებმა,
იქნება დილამ აგკიდა ბნედა
ან,იქნებ მე ვარ ასე თავნება?!
ასეთი ურჩი,როგორც იორღა
ჩემს ნაკვალევზე ბელტებს რომ გესვრის,
ეს შენი ცხენი რატომ მiღოღავს,
ჩემთვის უარი ესოდენ გიჭირს?
შემოგეპარა სხეულში შიში?
წამოდი!ერთად ჩავუსწროთ არაგვს,
წამოდი,თორემ ცხოვრება მიდის,
შავი არაგვის გზაგასაყარad.
თეთრი კენჭები ვუსინჯოთ ჭალებს,
და ცას,სახეს რომ ვუალი აკრავს
მე მივენდობი,როგორც მაგ თვალებს,
ლავაშივით,რომ თონეს ჩამაკრავს.
ამღამ ვიქნები მხოლოდ მხევალი,
არაგვს გავატან ამ მზერას გოროზს,
ხვალ ეს ნაწნავი,შენი მძევალი,
ცვრიანი დაშნით მოგიღებს ბოლოს
* * *
მაპატიე..
ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები,
ცრემლში დამებედა თეთრად დათენება,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ,
ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები,
მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია,
გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.
მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები,
ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია,
წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.
შენ ჩუმად იწექი, ახლა დავამთავრებ
თვალი ამ ნაფაზის რუხ რგოლს გააყოლე,
ჩემი სიმარტოვე ლექსად ჩავამთავრე,
შენი მოლოდინიც ამ ზოლს გავაყოლე.
შეხე...დილამ თავის ტანში ჩაატია
კვამლით გაჭვარტლული ფიქრის ბილიკები,
შენი უცნაური წასვლა ღალატია,
ღალატს ვერიდები, თუმცა ვურიგდები.
ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები,
შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
* * *
ამორძალი
ნიამორის ყანწებივით აშვერილან ხმლები,
ბაგე-ნაზად საკოცნელი, მუზარადს ქვეშ თმები,
ნაკეც-ნაკეც დაშვებული როგორც იალქნები,
ცივ აბჯარში მომწყდეული, ძველი ოცნებები.
სახეს-სხივი,
გულს-იარა,
ნუთუ, გრძნობამ გაგიარა..
დაგავიწყდა,
შენ არხოტში
სწორფერმა რომ მოგიარა??
არწივების გადმოსახედს
შენი სუნთქვა აზიარა,
ჰა, რად შეკრთი,
რად შეცბუნდი
ჟრუანტელმა დაგიარა?!
ნაწილ-ნაწილ დაშვებულან ყორნისფერი თმები,
ხევსურეთში დარჩენილან დათოვლილი მთები,
სისასტიკით ანთებულა მშვენიერი თვალი,
სისხლის ზღვაში დარონინებს ურჩი ამორძალი.
ცხენის ტანზე გაწოლილა ნისლისფერი ქალი,
მთვრალი არა გრძნობით,ვნებით,სიძულვილით მთვრალი,
გულისპირზე გასჩენია სისხლისფერი ხალი,
ფაფახს იხდის, მის წინ მდგომი
სურათი..ფერმრკრთალი.
ჰა, რად შეკრთი,
რად შეცბუნდი,
ჟრუანტელმა დაგიარა?!
გაგახსენდა შენ არხოტში
სწორფერმა რომ მოგიარა,
შავ ნაბადზე გაწოლილმა
გრძნობამ გული მოიარა,
შორს, მწვერვალებს დაეფინა
ყორნის ხავსი,
ვით იარა..
თეკლე ბატონიშვილი
კარგი


ესენი ძველებია, შეიძლება იცით:
ამოვატრიალებ ლექსებით სამყაროს!
თანმხლები რად მინდა, მარტო გავუყვები,
ელვას გავიყოლებ მხოლოდ მთავ მაღალო,
სიტყვას ჰორიზონტზე ტყვიად ჩავუდგები,
ამოვატრიალო მინდა ეს სამყარო.
ზღვაში,სხივჩამქრა¬ლი მზე რომ იმალება,
მოვხადო ჩადრი და შენს ირგვლივ ვატარო,
სავსეა ქვესკნელი დარდის ფიალებად,
დავცალო, ეს ბოღმა როგორმე დავცალო.
ვუთხრა,თუ რამდენჯერ შიშისგან დაზაფრულ
სევდას,რუხყვითელა ფიფქებში ვეშლები,
და თუკი ეს სიტყვა მოიყვანს გაზაფხულს,
დამსაჯეთ, კოცონზე შიშველი ლექსებით.
გადაწვით,გადაწვით მდუმარე ქალაქი,
ამ დილით, რომ მოჰყვა სიცრუეს მაყარში,
დატენეთ, დამბაჩა ჩვეული ღალატით,
ესროლეთ, ქვადქცეულ ქუჩას ნატყვიარში.
ანანეთ, რამდენჯერ ვიტირეთ უცრემლოდ,
რუხი სივრცეები ვძერწეთ აჩრდილებად,
უთხარით,რამდენჯერ მოვიდა უჩვენოდ
მარტი გაზაფხულის უხმო გაწბილებად.
ბილიკზე, ბარდაში მაყვალი ბრიალებს,
უნდა, რომ გიშერი ჩემს თმაზე დაცალოს,
ამოვატრიალებ
ამოვატრიალებ
ამოვატრიალებ
ლექსებით სამყაროს!
* * *
ვალი მაქვს ხალხო ამ დედამიწის!
მაჩვენეთ მიწა სუფთა თვალებით,
მე ხომ სხეულის ტარებაც მიჭირს,
ცოდვებს ფარდაგზე ვართავ წვალებით,
ვალი მაქვს ხალხნო ამ დედამიწის!
გავხედნო უნდა ლექსი რითმებად,
სტრიქონში გრძნობად ავკეპო დარდი,
ქალაქში ახლა უხმოდ ბინდდება
და სიტყვა ჩემი, როგორც საფანტი
უძრავ ქუჩებში დადის კარდაკარ,
დანაღმულ ფრაზებს კარებთან ტოვებს,
მიჭირს, ტარება გულის ხანდახან,
როცა ჩემს ფიქრებს მუზებს ვატოლებ.
არ ვუხმობ ფრაზებს, როგორც სტიქია
თავისით მოდის ეს დამეწყრილი,
არ ვიცი, იქნებ მართლა ნიჭია
ანდა, სტრიქონი გადაღეჭილი.
სულო..რა ზევით-ზევით მიდიხარ,
რამ წამოგაგდო ვით მთვარეული,
ახლა უბელო ლექსებს გიკითხავთ,
როგორც პოეტი გადარეული.
გავხედნე ფიქრი ჩვეულ რითმებად
და ნაზამთრალი სხეულიც იწვის,
სუნთქვაშეკრული გრძნობა მჭირდება,
ვალი მაქვს ხალხნო ამ დედამიწის!
* * *
შემოდგომაა
მაინც რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა...ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ
თვალებში,როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი.
ეს ფიქრნაკრავი ისტერია ვინ დამიტოვა,
ბანალურია..შეძარცვული განცდა ვიგემე,
სოფელში მინდა,ხეივანში უსიტყვოდ წოლა,
ქარს გავყვები და ვენახებში ვიბორიალებ.
ხელებზე წენგოს ოქროსფერი ნაჟური ბრწყინავს,
შენი ხელები გამახსენდა დახუნძლულ ბაღში,
იმ უზარმაზარ კაკლის ხესთან ტირილი მინდა,
ცრემლდაფიფქული მონატრება გამიჩნდეს ხმაში.
მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ,
გადაზნექილი სიმარტოვე ყმუოდა კართან,
შორეულ ტკივილს შემოდგომას ჩურჩულით ვუმხელ,
ამ უცნაური შეგრძნებების ტყვე რომ გამხადა.
შენი თვალები დამიწყვილდა სხეულზე მზერად,
ესკიზებისგან ძლივს ავაწყვე ძველი ნახატი,
გამაჟრიალა, და მე ამის ჯერ კიდევ მჯერა
და ვიცი,უნდა მოვიხადო როგორც სახადი.
ბროწეულივით იხლიჩება სხეულში ვნება,
მწიფე მტევანი საკოცნელად ბაგეს მიღერებს,
აქ ჩემთან ერთად მსხმოიარე ვენახი თვრება,
ეს სიზმარია?თუ გავგიჟდი და დავიჯერე.
გონდაკარგული მაჭარივით ვისვრი ნაპერწკლებს
და სისხლძარღვებში ბნედასავით დავხეტიალობ,
შენივ სხეულში მე შენივე სუნთქვით დაგეძებ,
იქნებ სულიდან ექოსავით შეგეხმიანო.
იქნება ჩხაზე დაგეკიდო როგორც აკიდო,
მოტკბილო წვენმა მოადუნოს შენი კუნთeბი,
იქნება, ჩემი ღამისთევა მინდა გაგიყო,
იქნებ წავედი,მაგრამ ვიცი რომ დავბრუნდები
ივსება ქვევრი წვეთწვეთობით სისხლის ცრემლებით,
ნობათი ხანჯლად შემოურტყავს ხანდაზმულ მარანს,
და სევდანარევ შემოდგომას უცებ ვნებდები,
ალეწილ სახეს მის ოქროსფერ სამოსში ვმალავ.
მორღვეულ ღობეს ვაკეთებდი სიზმარში წუხელ
და შენი სუნთქვა შევიგრძენი დაფენილ თმებთან,
შემოდგომაა..და ამ სურათს შორიდან ვუმზერ,
შორიდან ვუმზერ და რატომღაც მინდება შენთან.
მაინც რა ჩუმად გაიარა ამ გაზაფხულმა,
ზაფხულმაც უცებ გადაიძრო მხურვალე ხიბლი,
შემოდგომაა...ყვითელ ფოთლებს სევდა ჩარჩებათ,
თვალებში,როცა შენთან განცდილ წუთებს დავითვლი
* * *
ბატონიშვილო..აქ ციცაბოა
ოქროსირმით მონაქარგი საკინძიდან
მზე იღიმის,მზემ თვალები გამისწორა,
ეს ღიმილი ალიონზე გამიძვირდა
სხეულზე რომ სიმხურვალე დამიტოვა.
მოჭრილ ნაწნავს გიტოვებდი სასთუმალთან,
მერე,ისიც ამ განთიადს მივაბარე,
რაღაც შენი გულისცემა მიჩუმათდა,
იქნებ წუხელ, შავი მიწა მიაყარე..
ბატონიშვილo აქ ციცაბოა,
ჩორთით იარეთ,სიფრთხილე გმართებთ,
ყმაო! მამულში განა მარტო ვარ,
განა არწივი გაუშვებს მართვეს?!
ღამით მე შენთვის ვიყავი გზნება,
ღამით დამტოვეს თვით მონაზვნებმა,
იქნება დილამ აგკიდა ბნედა
ან,იქნებ მე ვარ ასე თავნება?!
ასეთი ურჩი,როგორც იორღა
ჩემს ნაკვალევზე ბელტებს რომ გესვრის,
ეს შენი ცხენი რატომ მiღოღავს,
ჩემთვის უარი ესოდენ გიჭირს?
შემოგეპარა სხეულში შიში?
წამოდი!ერთად ჩავუსწროთ არაგვს,
წამოდი,თორემ ცხოვრება მიდის,
შავი არაგვის გზაგასაყარad.
თეთრი კენჭები ვუსინჯოთ ჭალებს,
და ცას,სახეს რომ ვუალი აკრავს
მე მივენდობი,როგორც მაგ თვალებს,
ლავაშივით,რომ თონეს ჩამაკრავს.
ამღამ ვიქნები მხოლოდ მხევალი,
არაგვს გავატან ამ მზერას გოროზს,
ხვალ ეს ნაწნავი,შენი მძევალი,
ცვრიანი დაშნით მოგიღებს ბოლოს
* * *
მაპატიე..
ღამით- სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით -გაყვითლებულ კედლებს ვერიდები,
ცრემლში დამებედა თეთრად დათენება,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
ნერვებს ეკვატორის ხაზი გასწყვეტიათ,
ასე მარტოობით სულ მთლად შევიშლები,
მთელი დედამიწა ეხლა ნაწყვეტია,
გრძნობადაწრეტილი უშნო სხეულების.
მანამ ტუჩებიდან ღიმილს ამათლიან,
შიშველ ჰორიზონტზე ვნებად დავიღვრები,
ახლა მხოლოდ მკვდარი მზერა მაბადია,
წიგნში ჩაკეცილი ხმელი გვირილების.
შენ ჩუმად იწექი, ახლა დავამთავრებ
თვალი ამ ნაფაზის რუხ რგოლს გააყოლე,
ჩემი სიმარტოვე ლექსად ჩავამთავრე,
შენი მოლოდინიც ამ ზოლს გავაყოლე.
შეხე...დილამ თავის ტანში ჩაატია
კვამლით გაჭვარტლული ფიქრის ბილიკები,
შენი უცნაური წასვლა ღალატია,
ღალატს ვერიდები, თუმცა ვურიგდები.
ღამით სიგარეტის კვამლი მეფერება,
დილით შენს ცარიელ საწოლს ვერიდები,
შენი მოლოდინის დასვრა მაპატიე,
მელანგადასხმული დაღლილი ხელებით.
* * *
ამორძალი
ნიამორის ყანწებივით აშვერილან ხმლები,
ბაგე-ნაზად საკოცნელი, მუზარადს ქვეშ თმები,
ნაკეც-ნაკეც დაშვებული როგორც იალქნები,
ცივ აბჯარში მომწყდეული, ძველი ოცნებები.
სახეს-სხივი,
გულს-იარა,
ნუთუ, გრძნობამ გაგიარა..
დაგავიწყდა,
შენ არხოტში
სწორფერმა რომ მოგიარა??
არწივების გადმოსახედს
შენი სუნთქვა აზიარა,
ჰა, რად შეკრთი,
რად შეცბუნდი
ჟრუანტელმა დაგიარა?!
ნაწილ-ნაწილ დაშვებულან ყორნისფერი თმები,
ხევსურეთში დარჩენილან დათოვლილი მთები,
სისასტიკით ანთებულა მშვენიერი თვალი,
სისხლის ზღვაში დარონინებს ურჩი ამორძალი.
ცხენის ტანზე გაწოლილა ნისლისფერი ქალი,
მთვრალი არა გრძნობით,ვნებით,სიძულვილით მთვრალი,
გულისპირზე გასჩენია სისხლისფერი ხალი,
ფაფახს იხდის, მის წინ მდგომი
სურათი..ფერმრკრთალი.
ჰა, რად შეკრთი,
რად შეცბუნდი,
ჟრუანტელმა დაგიარა?!
გაგახსენდა შენ არხოტში
სწორფერმა რომ მოგიარა,
შავ ნაბადზე გაწოლილმა
გრძნობამ გული მოიარა,
შორს, მწვერვალებს დაეფინა
ყორნის ხავსი,
ვით იარა..
თეკლე ბატონიშვილი
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Mta Mkvarebia
იქნებ თეკლეს ყველა ლექსი დაგვედო აქ . . .
პოეტი არა ხარ?!
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას,
უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში,
ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას
ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ?
ცუდად ვარ.
რა გჭირს??
დეპრესია...დაწერე?
დავწერე,მაგრამ
რეგრესია.
უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს
ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ,
გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი,
დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.
რა მოხდა?
ცრემლები...
დაწერე?
დავწერე.
გიკითხავ.
შენ მისმენ,
სათქმელი გავწ ელე...
ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს,
ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან,
ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ,
შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.
ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე,
მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა,
პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე,
უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.
იქნებ თეკლეს ყველა ლექსი დაგვედო აქ . . .

პოეტი არა ხარ?!
უკვე მერამდენედ გირღვევ მყუდროებას,
უკვე მერამდენედ გირეკავ ღამეში,
ასე უცნაურად ვებრძვი მარტოობას
ლექსებად ჩანესტილს დამშეულ თვალებში.
როგორ ხარ?
ცუდად ვარ.
რა გჭირს??
დეპრესია...დაწერე?
დავწერე,მაგრამ
რეგრესია.
უკვე მერამდენედ ვატარებთ საღამოს
ხიდად გადებული აზრების კვალდაკვალ,
გრანელი??გრანელი..სიკვდილის აჩრდილი,
დინება უკვალოდ,დინება ქარდაქარ.
რა მოხდა?
ცრემლები...
დაწერე?
დავწერე.
გიკითხავ.
შენ მისმენ,
სათქმელი გავწ ელე...
ხანდახან ვიშუშებ ტკივილის ნაწოლებს,
ხანდახან ოცნების ნაფლეთებს მესვრიან,
ხანდახან მზეს,სხეულს თავთუხად ვატოლებ,
შენ იცი..რა ხშირად ვებრძვი დეპრესიას.
ღამემ დაიტოვა ცრემლების სისველე,
მთვარე აბანავეს თვალში კალმახებმა,
პოეტი არა ხარ?!მოდი და მიშველე,
უზომოდ მჭირდები,მეც და ჩემს ლექსებსაც.
. . . კიდევ ერთი დღე . . .
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
"მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან"
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
ფრთხილად წამოვიღებ,ოცნებით გავჟღინთავ,
მეეტლეს ვაჩუქებ ვარსკვლავის ნაწნავებს,
ციმციმა მარყუჟებს გადმოვყრი მაღლიდან.
მზეს-ცხელი ღიმილის ანარეკლს ავათლი,
ნექტარს დავამზადებ სხივების ბაფთიდან,
წვიმის სიმფონიას მძივებად დავაყრი,
მძივებად დავაყრი ღრუბელთა ბალთიდან.
არ მინდა სამშობლო ნისლწყვდიადისფერი,
ბოღმით შესუდრული მთები და ველები,
გრძნობადაკარგული,ფიქრებშელახული ,
კუპრამოვლებული ბინძური ხელებით.
მინდა მედგრად მდგარი ურყევი სასახლე,
ღვთიური გვირგვინით მოსილი მთაწმინდა,
იქ სადაც ოცნება დენთივით ვარვარებს,
სადაც პოეზიის შეგრძნება მაწვიმდა.
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
და ჩემი თბილისის ტკივილით გავჟღინთავ,
ლექსად აკინძული ნაწნავის მარყუჟებს,
ვიცი არ დამაჭრის მე ჩემი მთაწმინდა.
რაღაც კარგად მოქმედებს ჩემზე რა. . .
ყოველ ღამე ვუყურებ მთაწმინდას. . .
და მინდა რომ მეთვითონ ნაწნავი ჩავიწნა. . .
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
ფრთხილად წამოვიღებ,ოცნებით გავჟღინთავ,
მეეტლეს ვაჩუქებ ვარსკვლავის ნაწნავებს,
ციმციმა მარყუჟებს გადმოვყრი მაღლიდან.
მზეს-ცხელი ღიმილის ანარეკლს ავათლი,
ნექტარს დავამზადებ სხივების ბაფთიდან,
წვიმის სიმფონიას მძივებად დავაყრი,
მძივებად დავაყრი ღრუბელთა ბალთიდან.
არ მინდა სამშობლო ნისლწყვდიადისფერი,
ბოღმით შესუდრული მთები და ველები,
გრძნობადაკარგული,ფიქრებშელახული ,
კუპრამოვლებული ბინძური ხელებით.
მინდა მედგრად მდგარი ურყევი სასახლე,
ღვთიური გვირგვინით მოსილი მთაწმინდა,
იქ სადაც ოცნება დენთივით ვარვარებს,
სადაც პოეზიის შეგრძნება მაწვიმდა.
მთვარეს ოქროს ვაშლებს მოვპარავ კალთიდან,
და ჩემი თბილისის ტკივილით გავჟღინთავ,
ლექსად აკინძული ნაწნავის მარყუჟებს,
ვიცი არ დამაჭრის მე ჩემი მთაწმინდა.
რაღაც კარგად მოქმედებს ჩემზე რა. . .
ყოველ ღამე ვუყურებ მთაწმინდას. . .
და მინდა რომ მეთვითონ ნაწნავი ჩავიწნა. . .

. . . კიდევ ერთი დღე . . .
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
Mta Mkvarebia
აქ მხოლოდ 1 ლექსია ბატინიშვილის მიერ დადებული როგორც მახსოვს. . .
"ან. . . "
ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად,
ან მის ისარს ჩავუდგები კვალში,
ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ
შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში.
დაფიფქული მონატრების სიშორეს
წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში,
პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან,
როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში.
რაღაც,ფიქრით ამოვსება მომინდა
იმ ბზარების,შენ რომ გიჩანს ხმაში,
ან -გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად
ან-დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში
აქ მხოლოდ 1 ლექსია ბატინიშვილის მიერ დადებული როგორც მახსოვს. . .

"ან. . . "
ან ცელქ ამურს დავუდგები შეგირდად,
ან მის ისარს ჩავუდგები კვალში,
ყელსაბამად გამოხედვას შევიბამ
შენ რომ გუშინ დაგივარდა გზაში.
დაფიფქული მონატრების სიშორეს
წყაროსავით ჩავიგუბებ თვალში,
პოეზიას სუნთქვასავით მოგიტან,
როგორც სურნელს ჩემს ჩამოშლილ თმაში.
რაღაც,ფიქრით ამოვსება მომინდა
იმ ბზარების,შენ რომ გიჩანს ხმაში,
ან -გაგიშლი ცის კაბადონს ლოგინად
ან-დაგტოვებ ფოთოლცვენის ქარში
. . . კიდევ ერთი დღე . . .
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ele
მოვპარავ და დავდებ, ნუ ნერვიულობ
როგორც კი რამე ახალს დაწერს 
მოვპარავ და დავდებ, ნუ ნერვიულობ


კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ნუთუ გგონია მე არ მიყვარდი
ნუთუ გგონია შენი საფლავი არ იქნება ღირსი რომ გვერდზე ჩავლისას კისერი მოვაბრუნოო და გამოვხედო შენს მიწაყრილს
შენი უშვილობა კი ჩემი შვილია
არასდროს იყავი ღირსი გყოლოდა შვილი
ეს ხმა, შენი ხმა, მე ეხლა ყორყში ჩამესმის როგორც ღებინება
არა და მართლა მიყვარდი!
მაგრამ ჩემს სიყვარულს განა არ უნდა ქონდეს ნაკლოვანებები?
ცოდვის და ფხორჭვნის მაგვარი!
ნუთუ გგონია შენი საფლავი არ იქნება ღირსი რომ გვერდზე ჩავლისას კისერი მოვაბრუნოო და გამოვხედო შენს მიწაყრილს
შენი უშვილობა კი ჩემი შვილია
არასდროს იყავი ღირსი გყოლოდა შვილი
ეს ხმა, შენი ხმა, მე ეხლა ყორყში ჩამესმის როგორც ღებინება
არა და მართლა მიყვარდი!
მაგრამ ჩემს სიყვარულს განა არ უნდა ქონდეს ნაკლოვანებები?
ცოდვის და ფხორჭვნის მაგვარი!
- meore monadire
- ბილიკზე მოარული
- Posts: 2057
- Joined: 14 აპრ 2007, 19:06
- Location: საწუთრო
- Contact:
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
მე კალმახი ვარ, _ .არაგვისა, ტანდაწიწკლული,
მთის ჩანჩქერებთან, ჩქარ ჩქერებთან ძმად გაფიცული,
ავყვები აღმა მდინარეს და შენ ხარ სათავე.,
ჩავყვები წყალს და ჩემს სავალ გზას კვლავ შენ ამთავრებ.
მე კალმახი ვარ, _ ასხლეტილი ტალღის სარკეზე,
ჟინით დავეძებ სატყუარას, ბადეს, ანკესებს,
გვერდზე გავუვლი ყველა ანკესს, ბადეს და ფაცერს
და ბედის კარავს შენი მზერის ბადეში დავცემ.
მთის ჩანჩქერებთან, ჩქარ ჩქერებთან ძმად გაფიცული,
ავყვები აღმა მდინარეს და შენ ხარ სათავე.,
ჩავყვები წყალს და ჩემს სავალ გზას კვლავ შენ ამთავრებ.
მე კალმახი ვარ, _ ასხლეტილი ტალღის სარკეზე,
ჟინით დავეძებ სატყუარას, ბადეს, ანკესებს,
გვერდზე გავუვლი ყველა ანკესს, ბადეს და ფაცერს
და ბედის კარავს შენი მზერის ბადეში დავცემ.
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
ხომ შეიძლება სხვა იცინოდეს,
შენ კი არადა არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ლოგინზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება გარდასულ დროთა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო?
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე?
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდის მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე,
რომ უმეცარმან გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე
და გულმა უფრო წყევლად ისურვოს,
ხომ შეიძლება ძულდე ვინმეს და
შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო?
ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო,
სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი,
ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე,
მაგრამ არასდროს არ იყო მისი.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელებიც იქცნენ იებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ...
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?
მორის ფოცხიშვილი
შენ კი არადა არ გაგეცინოს,
ხომ შეიძლება დაგღალოს დღემ და
ლოგინზე მაინც არ დაგეძინოს.
ხომ შეიძლება გარდასულ დროთა,
გარდასულ დღეთა სხივზეც იღელვო,
სულ ერთი ჭიქა დალიო მაგრამ
დათვრე და დარდი ამოიმღერო?
ხომ შეიძლება გზა ვერ გაიგნო,
წყალში ჩადგე და მაინც იწვოდე,
ხომ შეიძლება მრუდედ ჩათვალონ
შენი ცხოვრების ყველა სისწორე?
თქმულს მკითხველები ვეღარ მიგიხვდნენ,
ცამდის მართალმა ვერ იმართალო,
სიბრძნის კოშკამდე ისე ახვიდე,
რომ უმეცარმან გიჟად ჩაგთვალონ.
ხომ შეიძლება ლოცვას ისმენდე
და გულმა უფრო წყევლად ისურვოს,
ხომ შეიძლება ძულდე ვინმეს და
შენ ის ვერაფრით ვერ შეიძულო?
ხომ შეიძლება მთვარეს უცქირო,
სულში მზესავით ბრწყინავდეს ნისლი,
ხომ შეიძლება გიყვარდეს ვინმე,
მაგრამ არასდროს არ იყო მისი.
ხომ შეიძლება ეტრფოდე იებს
და ენძელებიც იქცნენ იებად,
გძულდეს და მაინც გიყვარდეს ძლიერ...
ეს ყველაფერი,ხომ შეიძლება?
მორის ფოცხიშვილი
მეაც გავთუშდ მეაც!
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
არც წინდის ქსოვა მწადიან,
არც ახალუხის კერვაო,
არცა საყელოს დაქარგვა,
არცა მსურს გზისკე ცქერაო.
ჯავრი მორევას მიპირობს,
ჩემ გული დაუჭერაო...
არც ახალუხის კერვაო,
არცა საყელოს დაქარგვა,
არცა მსურს გზისკე ცქერაო.
ჯავრი მორევას მიპირობს,
ჩემ გული დაუჭერაო...
კვლავ ლექსებს დაგიწერ ანუ მეწერება და რა ვქნა
"კარავის დროშა გაშალეს.
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი
ლამა, ფარ-შუბით, ბოჭო ხმლით
კოტე ტბელს შვენის აბჯარი
გობე სწავლითა ქებული
გმირი გვალვა კი ზრდილობით
და მშვილდოსნობით მაკენა
გურული, ქვევრი მკვირცხლობით"
ავტორი:
გრიგოლ ლამანიანი
შეკრბა დიდუბეს ლაშქარი
ლამა, ფარ-შუბით, ბოჭო ხმლით
კოტე ტბელს შვენის აბჯარი
გობე სწავლითა ქებული
გმირი გვალვა კი ზრდილობით
და მშვილდოსნობით მაკენა
გურული, ქვევრი მკვირცხლობით"
ავტორი:
გრიგოლ ლამანიანი