უძაანმაგრესი რთველაობა გამოგვივიდა რააა. ვერაფერმა ვერც შეგვაშინა და ვერც გაგვაჩერა, წვიმა (ამას თუ წვიმა ერქვა, წარღვნა იყო) ელვა-ჭექა საცობები მეწარედ დავიკიდეთ და ჰერი-ჰერი რთველში...
თან გზაში ცოტა არ იყოს საწვავმა შეგვახსენა თავი. ერთ ადგილას რო მივედით და უნდა ჩაგვესხა ჩვენდა ბედად შუქი ფაფუუუუუ... გადმოვედით პიპიებიდან და რას ვხედავთ გზა არის დასეტყვილი (ასეთი და ამხელა სეტყვა მე ჯერ არ მინახია). ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რო "დამსეტყვე ცაო"-ს მკითხველი Lama დავსეტყვეთ

. მერე ჩვენ მანქანაში გადმოაბარგეს ღრმად პატივცემული Lama და მე ჯიქურ მოვითხოვე კონპენსაცია

. მეთქი Lama რო მიგვყავს მატერიალურ დახმარებას ვითხოვთთქო, მაგრამ არ დააკმაყოფილეს ჩემი მოთხოვნა

. რას ვიზამდი, მივიღეთ და შევიკედლეთ გამოგდებული უჭეროდ დარჩენილი Lama

.
მთელი გზა მხიარულობა გვქონდა თხაპნიას მანქანაში (მჯერა დანარჩენებშიც ეგრე იყო საქმე). სულ სიცილ კისკისით ჩავედით დანიშნულების ადგილას.
მთელი პრიკოლი კი სანამ კახეთის "პერევალს" მივუახლოვდებოდით იქედან დაიწყო. საქმე იმაში იყო რო Naia-მ მაგრად გვაცინა მთელი თხაპნიას შემადგენლობა, რაც ele- მ შეამჩნია, ანუ საქმე რაშია და ძაან მალ-მალე ხმარობდა "ტორმუზს". მეთქი Naia ფრთხილი მძღოლია და ამოს გამო ხდებათქო, მაგრამ ჰოი საკვირველებავ დავინახეთ ის რამაც უზომოდ გვაცინა ხოდა ეს იყო ასე: ყოველ წუთში (ზოგჯერ წუთიც არ უნდოდა) ხდებოდა ესეთი რამ: ოდნავ ტორმუზს შეაპარებდა და თმას ისწორებდა მარცხენა ხელით (საფეთქელიდან კეფის მომართულებით). ეს ყველაფერი სინქრონულად ხდებოდა.
ამასობაში ჩავედით დანიშნულების ადგილას და გავეშურეთ სართველაოდ.
მივედით და გადავნაწილდით "რიადებში". და გაჩაღდა რთველი. უცებ დავკრიფეთ ყურძენი სულ ღიღინ-ღიღინში და სიცილ-ხარხალში. ამას მოყვა მერე სუფრა და მწვადები წალამზე შემწვარი (კარგი მწვადი იყო ძაან). სასმელიც ჩავარტყით და წავიდა "დაბომბვობანას" თამაში, სადაც ბევრს თავი და ლოყა აეხა კიდეც. ჩავლაგდით და გავეშურეთ Qvevri-ს ოჯახში. სადაც ეს ჩვენი დაკრეფილი ყურძენი დავწურეთ Qvevri-ის მარანში. მერე გაიმართა ფიალების ფრიალი და ქართული სიმღერები ცოცხალი შესრულებით ანსამბლ თამარიონი"-ს შესრულებით რასაც ცეკვა-თამაში მოყვა კიდეც...
თანვე დავიწყეთ დაშლა და დაბინავება. კიდევ ერთხელ ვიტყვი რო უმაგრესი რთველი გვქონდა და დაე სულ ასე გაგრძელებულიყოს. საღოლ და მადლობა იმ ხალხს ვისაც ეს იდეა მოაფიქრდა. უმაგრესი იდეაა. საღოლ თქვენ.
P.S. გაუმარჯოს Qvevri-ის მარანს. გაუმარჯოს ყველა კარაველს. ვაშააააააა

.