საჭირო რჩევა რთველში წამსვლელთათვის!!!
სადღეისოდ დედაქალაქის ბაზრობა/მაღაზიებში შეგიძლიათ შიძინოთ შემდეგი სახის სართვლო ინვენტარი: ჩვეულებრივი მაკრატელი, ჯიბის დანა, ცოტა არ იყოს მოზრდილი დანა, სეკატორი, სართვლო მაკრატელი და სართვლო დანები. პირველ რიგში, გირჩევდით აი ასეთ სართვლო მაკრატელს, რომელიც საკმაოდ მსუბუქი და მოსახერხებელია. ასეთი სახის მაკრატელი გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ ყურძნის მოსაკრეფად ან ჰა ჰა ძალიან წვლილი ტოტების მოსაჭრელად. არ გაბრიყვდეთ და ამგვარი მაკრატლით არ დაიწყოთ ტოტების გასხვალა. მაგვარი მაკრატელის სავარაუდო ფასია 20-25 ლარი, ფასში შესულია "რასტამოჟკა"

. მაკრატელს ზაპასნოი პაკრეშკა არ მოჰყვება.
შემდეგი და საკმაოდ ცნობილი სართვლო იარაღი ესაა ეგრეთწოდებული "სეკატორი" ანუ ვაზის მაკრატელი,

რომელიც თითქმის ყველა ოჯახში მოიძებნება. ამ სახის სართვლო იარაღი განკუთვნილია ვაზის გასასხლავად, მისი გამოყენება გარდა ვაზისა შესაძლოა ხეხილისა და კენკროვნების წვრილი ტოტების გასასხლავად. სეკატორი, იმ შემთხვევაში თუკი თქვენ ბევრი სამუშაო გაქვთ რთველში, დღის ბოლოსკენ საკმაოდ "მძიმდება" და არის დამღლელი თავისივე სიმძიმიდან გამომდინარე.
აი რაც შეეხება მესამე იარაღს, ესაა სართვლო ანუ ვაზის დანა, აგერ ისიც.

უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარ სასხლავ თუ სართვლო დანებს არქეოლოგები დღემდე პოულობენ მევენახეობის ძველ კერებში, როგორებიცაა მაგალითად შულავერი, ყვარლისა თუ თელავის რაიონები და სხვა. მინდა გითხრათ, რომ ამგვარ დანას ვენახის სხვლის დროს სეკატორთან შედარებით დიდი უპირატესობა გააჩნია, კერძოთ: სეკატორით გასხლული ვაზის ლერწის გადანაჭერი საკმაოდ "დაბეგვილია" იგივე სეკატორის ქვედა დანის პირის სიბლაგვის გამო, ანუ სეკატორის ქვედა პირი გალესილი არ არის. ამის გამო ვაზი იღებს თუმცაკი პირდაპის, მაგრამ საკმაოდ დაზიანებულ და დაბეგვილ ჭრილობას, რის შეხორცებას დიდი ენერგია სჭირდება და რაზეც ვაზი ბევრ ძალას კარგავს, აღარას ვამბობ იმ ფაქტზე, რომ ვაზი ასეთი ჭრილობის დროს ბევრს ტირის(ვაზის ტირილი წაგიკითხიათ

) ხოლო ვაზის "ცრემლი"-ც ასევე წარმოადგენს ვაზის ძალას და აქედან გამომდინარე ვაზის ტირილი დიდათ სასურველი პროცესი არ არის. რაც შეეხება ამგვარ ცხვირმოკაუჭებულ დანებს: ამგვარი დანით მიყენებული ჭრილობა არის ცერად გადანაჭერი და ვაზიც ნაკლებად სტრესში ექცევა და ჭრილობასაც მალე იშუშებს. დანით ვაზი ისხვლება ისე როგორც დაახლოვებით ფანქარს ვთლით, რაც ძალიან კარგია ვაზისათვის ასე რომ მიეძალეთ ამგვარ დანებს.
