ფრიად ენერგიულები და ინტენსიურად მობოდიალეები აღმოჩნდით კეშების რაოდენობით თუ იმსჯელებ


ამიტომ,
ბოდიალთან და GPS-თან დაკავშირებულ კიდევ ერთ გასართობს წავაწყდი იმდღეს და გაგიზიარებთ:
რამოდენიმე წლის წინ ერთ–ერთ ბოდიალას თავში მოუვიდა აზრი მოენახულებინა უახლოესი გრძედისა და განედის გადაკვეთის წერტილი (იგულისხმება მთელი მნიშვნელობა – მაგ: 43°00.00"N 72°00.00"W). თავისთავად ასეთ წერტილში არაფერიც არ ხდება (თუმცა ვინ იცის – იქნებ ხდება კიდეც


თავისთავად უმარტივესი რამაა –
1) GPS-ით შესაბამისი წერტილის მიგნება
2) ამ წერტილიდან ოთხ მხარეს სურათის გადაღება (ერთერთში GPS-ის ნულციფრებიანი ეკრანის დაფიქსირება)
3) "აღმოჩენის" მოკლე ისტორია
4) თანდართული სხვა სურათები წერტილის მახლობელი ეთნო/კულტურული ღისრსშესანიშნობების აღწერებით
საქართველოში ასეთი წერტილი 10 მოიძებნება (გადაკვეთის წერტილები, რომლებიც განლაგებულია ხმელეთზე ან/და რომლიდანაც მოჩანს ხმელეთის ზოლი მაინც).
გორთან ახლოს ერთერთი უკვე "აღმოუჩენია" ვინმე Leslie Gornall და აქაურ სექტანტებს (ნუ ეს სექტანტები ვინ არიან ვერ გეტყვით, პირველად გავიგე იმ გვერდიდან – Bahai Faith Community). მე პირადად სექტანტებს არ ვერჩი არანაირად, თუმცა მათთან ურთიერთობა არ მსიამოვნებს და ამ "აღმოჩენაში" მათი მონაწილეობის საქვეყნოდ გამოფენამაც არ აღმაფრთოვანა მაინცდამაინც, რავი ვიღაცეებმა შეიძლება იფიქრონ რომ ჩვენი ძირითადი რელიგია რაღაც ბაჰაიზმია


თუმცა აგერ აღმოსაჩენია კიდევ 9 წერტილი
რთულებიც და არც ისე – მაგალითად აგერ ნიკა ბატონი ხშირად თევზაობს სიონის წყალსაცავზე და იქ შუა ტბაშია მოქცეული ერთერთი წერტილი... ორი – აფხაზეთში, სვანეთში.. გურია–იმერეთი არც ისე რთული..
ეს "აღმოჩენები" ხალისიანი ადამიანების გამოისობით სხვადასხვა ფორმით ხდება ხოლმე ეფექტების გასაძლიერებლად – აგერ ერთ გერმანელს ბოლო 111 მეტრი ნორვეგიის ყინულიან წყალში ცურვით გადაულახავს, ვიღაცეებმა დღის განმავლობაში 1200 კმ–ის გავლა 10 წერტილის "აღმოჩენა" მოახერხეს – რეკორდი დაამყარეს, ვიღაცამ ჯერჯერობით ყველაზე მაღლა განლაგებული წერტილი "აღმოაჩინა" ტიბეტში და ა.შ.
თავისთავად მოგზაურობას გარკვეულ აზარტს მატებს, და შემდეგ ვებ გვერდის დათვალიერებისას უამრავ საინტერესო და ლამაზ ფოტოს ნახავთ – ბუნების, ადამიანების...
ვთქვათ – პერუელი ბავშვები
და შემდეგ ინდოელი პაპა–შვილიშვილი
თითქოს მოგზაურობ შენც მათთან ერთად..
http://www.confluence.org/index.php