ხოო მართალია მე წავედი სახლში, იმიტომ რომ წვიმდა და ელვა-ჭექის მეშინია მაგრად. თან მაგრად ვიკავი ნერვებზე მოშლილი რატომღაც და დავადე თავი და დავეშვი სახლში...
სახლში მიმავალი გზა თავიდან კი იყო ადვილი მარა მერე გენახათ თქვენ...
3-4 მეტრიანი ჩანჩქერები ჩამოვიარე, მხოლოდ ერთზე დავსრიალდი და დამისველდა ფეხები...
თან თოვლზე ვიარე, კაი გემრიელად ვისრიალე (ერთი გენახათ ვიყავი კი სრიალის ხასიათზე, ცეცხლი მეკიდებოდა). თან კიდე გზაც ხო არ დაილია და ამან ხო მთლად გამაგიჟა... სახლები ახლოს ჩანდა მარა თურმე სად ხარ...
როგორც იქნა ჩამოვედი. ვნახე გელა , ჩვენი მეზობელი. რო ვუთხარი საიდან ჩამოვედი გაოცებული მიყურებდა. ხო არ გაგიჯდი შენო

. რატო თქო, რა რატოო რო რამე მოგსვლოდა კაცი არ იყო შენი მანდ მომძებნიო... ისე მითხრა გელას დედამაც... ასე რო მგონი იმ გზაზე მე ჩამოვედი პირველმა

...
ჩამოვედი. ისეთი დასვრილ დათხვრილი ვიყავი ნუ იტყვით. შორტი და მაიკა გადასაგდები დამრჩა... მოსაღამოვდა. მომივიდნენ სტუმრები გელა და იქვე მცხოვრები კობა. მომაყოლეს ჩემი მარშუტი. მერე ლუდიც დავლიეთ, მერე გელასთან არაყი და ლუდი დავამატე, ამას კეცეული მოყვა და კიდე კაი პონტები, ვუბერეთ მაგრად.