ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 11:35

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-კორშა-ლებაისკარი-კისტანი-შატილი-მუცო-არდოტი-მუცო-შატილი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
შატილი - მარტივი
მუცო - საშუალო სირთულის
არდოტი - საშუალო სირთულის

5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
შატილი - გიორგიწმინდა (თბილისი-შატილის გზაზე) 11 კმ, ხანისძირი 9 კმ (შატილი-მუცოს მხრიდან)
მუცო - ხანისძირი 3კმტში (შატილის მხრიდან),
არდოტი - 5კმ საპირისპირო გზიდან
არდოტი - ბახაო 3კმ, ხახაბო 5კმ, ანდაკი 6 კმ, არჭილო 10 კმ

6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
შატილი თბილისიდან 152 კმ
მუცო შატილიდან 9 ხანისძირამდე, შემდეგ გზა ჩაკეტილი იყო
არდოტი - სამანქანო გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგილია

7. ფეხით გავლილი მანძილი:
შატილი - მცირე
მუცო - 800 მეტრი
არდოტი - მუცოდან არდოტამდე დაახლოებით 4-5 კმ ერთ მხარეს, უკან მინიბუსით დავბრუნდით.

8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
შატილი - კოშკები, ახალი სოფელი
მუცო - საძვალეები, კოშკები, მათ შორის, თორღვასი
არდოტი - სახლი-კოშკები, დაზიანებული ეკლესია ძველი არდოტის ბოლოში, სოფლის გორაკზე

9. საბანაკე ადგილები:
შატილი - სკოლა-ინტერენატთან, კოშკების, ძირას მდინარის პირას
მუცო - მუცოს ძირში, მდინარის პირას მხოლოდ მცირე ბანაკისთვის, მუცოს მოპირდაპირე გორაკის თავზე
არდოტი - მდინარის პირას მშვენიერი საბანაკე ადგილია
სასტუმროში დაბინავების მსურველთათვის, სასტუმრო კოშკებში, ასევე ბევრი საოჯახო სასტუმროა შატილში.

10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
შატილი - სოფელში
მუცო - ისტორიულ საოფელში წყალი არ არის, ძირში კი წყარო სამანქანე გზებზე გვხვდება
არდოტი - სოფელში, აგრეთვე სამანქანო გზაზე რამდენიმე ადგილას

11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები

12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
შატილი
მუცო
არდოტი
დუშეთის გამგეობა
8246 21990
8246 21999
სასარგებლო ცნობების მოცემა შეუძლია კარაველ იეტ ვარდანაულს

13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
შატილი ანატორი - იგივე კეთროვანთა საძვალეები 2 კმში
მუცო - ახლომახლო არაფერია
არდოტი - ახალი არდოტი, ფეხით 1 სთის სავალზე

14. რუქა:
შატილი
მუცო
არდოტი
ინტერნეტში ბილიკებიანი რუკა არ იძებნება (მგონი, არც არსებობს).
თბილისი-ჟინვალჰესი-ჩინთი-კორშა-შატილი-მუცო-არდოტის სამანქანე გზა რუკის საჭიროებას ამცირებ

შენიშვნის სახით:
25 ივლისს შატილში ათენგენობა იმართება და ამ დღეს იქ ასვლა სასურველია.
შატილი-მუცო-არდოტისთვის და მთლიანად პირიქითა ხევსურეთში ლაშქრობის საუკეთესო დრო ივლისი-სექტემბერია
გიორგიწმინდა-შატილის გზაზე ჩამოწოლილი ზვავი მანქანებისთვის უკვე პრობლემას არ ქმნის, გზად შეგვხვდა 06-ი რომელიც უპრობლემოდ მოძრაობდა. ივლისისგან განსხვავებით, როცა გზა გაწმენდილი არ იყო, ახლა მაღალი გამავლობის მანქანების გარდა მინიბუსიც თითქმის უპრობლემოდ გადაადგილდა მუცოდან არდოტამდე მონაკვეთზეც კი რამდენჯერმე დაგვჭირდა ჩამოსვლა რომ შემსუბუქებულ მანქანას ადვილად გადაეკვეთა რამდენიმე სახიფათო მონაკვეთი.
შატილი-მუცო რუსეთთან (ჩეჩნეთთან) მოსაზღვრე სოფლებია და ჩრდილოეთით და
ჩრდილო-აღმოსავლეთით მთა-მთა ხეტიალისას საზღვრის გადაკვეთის რისკი ჩნდება.
და კიდევ, ხანგრძლივი ლაშქრობის მოყვარულებს პირიქითა ხევსურეთიდან თუშეთში - კონკრეტულად
შატილიდან ომალომდე ფეხით (ან ცხენით) გადასვლა შეუძლიათ,ხანგრძლივობა 4-5 დღე.
მაგრამ პოლიტიკური მოვლენების გამო ამჟამად ხევსურეთიდან თუშეთში გადასვლა მხოლოდ შესაბამისი უწყებიდან სპეციალური ნებართვის ქონის შემთხვევაშია შესაძლებელი*.

ნ-----------------------

* მადლობა ტრულალას, მისი პოსტიდან დაკოპირებული ინფორმაციის გამოყენებისათვის :)
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 11:41

ამ შაბათ კვირას სამმა კარველმა: კოლხმა გოგომ, თუთამ და მე ხევსურეთის მონახულოება გადავწყვიტეთ. უფრო სწორედ თუთას და კოლხ გოგოს არ ჰქონდათ ხევსურეთი ნანახი. შეუთანხმდნენ ყველა კარველისთვის ნაცნობ ტურისტულ სააგენტოს ტრეველერ.გე-ს :wink: და შეკრიბეს ჯგუფი თავიანთი მეგობრებისა და თანამშრომლებისაგან. მე კი მქონდა ხევსურეთი ნანახი, მაგრამ რადგან ხალხი აკლდებოდათ და რადგან თუშეთის მერე მაღალი მთების სიყვარული თავისკენ მექაჩებოდა :wink: , მეც გადავწყვიტე მათ გავყოლოდი :) .
თავიდან არ ვაპირებდი თემის გახსნას, მაგრამ მერე გადავიფიქრე. ჯგუფში სამი კარველი ვიყავით, ჩვენი გიდიც კარველი უფო იყო :) , ჰოდა შატილში კიდევ კარვული შეხვედრა შედგა სურპრიზის სახით. (მაგრამ ამაზე მოგვიანებით) და რატომ არ უნდა გამეხსნა თემა? :wink: თან მოგეხსენებათ კარველების განსაკუთრებული სიყვარული ამ მხარისადმი , არასდროს რომ არ მობეზრდებათ იქ სიარული და მერე თითქმის ერთიდაიგივე სურათების თვალიერება. ესეც მეორე მიზეზი, რატომ გავხსენი თემა:wink: .

მაშ ასე ისევ ხევსურეთი :D :
Image

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by tiko_r » 16 სექ 2008, 11:52

Mta Mkvarebia
ჩვენი ყოჩაღი, დაუზარელი, ველად გაჭრილ-გამთიულებული მთამყვარებია

გისმენთ
გიყურებთ
:D თბილისში ჩარჩენილები ველით რეპორტაჟს :D

User avatar
TuTa
იეტი
Posts: 1392
Joined: 29 ოქტ 2007, 14:11
Location: where the streets have no name...
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by TuTa » 16 სექ 2008, 11:56

Mta Mkvarebia

ჰაჰაჰა მთაშენკა კარგი ხარ კარგი, მეც შემოგიერთდები ფოტოებით მოგვიანებით:)

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 12:01

tiko_r
TuTa
:wink:

მოკლედ დილით შევხვდით სამთო ქიმიის მოპირდაპირე მხარეს. სულ 9 ვიყავით: კოლხი გოგო, თუთა, მე, თამუნა, ლაშა, აკაკი, ბადრი, გიორგი და სანდრო-ბექა. დაგვხვდნენ უფო-გიორგი და გიგა :) . გიგამ გაგვაცილა, უფო გიდად გამოგვყვა (ნუ აქ აღარ მოვყვები როგორ ვერ მიცნო წინა დღეს, დავპირდი ოთხმოცდამეცხრამეტეჯერ აღარ გაგხსენებთქო და :lol: ...) ჩვემი მძღოლი იყო ლევანი. არავის ჰქონდა ხევსურეთი ნანახი და მაგარ მოლოდინში იყვნენ. მე კიდევ მიხაროდა რომ მათ პირველ რეაქციას ვნახავდი, მიყვარს ასეთ დროს ხალხის გაბრწყინებული თვალების ყურება :wink: .
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 12:28

პირველი სურათი მგონი კორშას მუზეუმში გადავიღე. თავიდანვე გადაწყვეტილი მქონდა, ტემა არ გამეხსნა და ფოტოებსაც აღარ ვიღებდი ისე ხშირად :roll: .

Image

Image

ჩვენ და თამუნა (ქალის ქუდები არ ჰქონდათ მეტი და კაცის ქუდები დავიხურეთ :wink: )
Image

კოლხმა გოგომ ცხვრის ფარა რომ დაინახა, გულმა ფრიალი დაუწყო, მაგრამ იმხელა ძაღლი გამოგვეკიდა ყეფით, მანქანის გაჩერება არც გვიფიქრია.

Image

ჰო, მართლა, კორშაში ვიყავით, რომ გამახსენდა, იეტი ვარდანაული ამბობდა, ამ შაბათ-კვირას მეც ხევსურეთში მივდივარო. ტელეფონი სანამ ჯერ კიდევ იჭერდა, სასწრაფოდ გადავურეკე. მითხრა, ნატახტართან ვართ, მოვდივართ, მამაო მოგვყავს, გელას ძმამ ჯვარი უნდა დაიწეროს არდოტის ეკლესიაშიო. ძალიან გაგვიხარდა.

შემდეგი გაჩერება ხახმატში იყო, სადაც მჟავე წყალი დავაგემოვნეთ:

Image

Image

Image

მანამდე როშკის ასახვევთან, ლეილა აბაშიძის ჩანჩქერთან შევჩერდით, მაგრამ იქ მე ფოტოები არ გადამიღია (ახლა გამახსენდა რომ არწივთანაც შევჩერდით ორი არაგვის შესართავთან, და საერთოდ ძალიან ხშირად ვჩერდებოდით და უფო გვსაყვედურობდა :) ).
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 13:01

დათვისჯვარზე ტრადიცცისამებრ დავილოცეთ.

Image

Image

Image

დათვისჯვარზე თოვლი აღარ იდო მთების წვერზე, როგორც გაზაფხულზე, მაგრამ მაინც ლამაზი იყო ფერშეცვლილი :)

Image

Image

ჰო სანამ დათვისჯვარს მოვუახლოვდებოდით, უფომ შემახსენა, გობესთან გადავრეკოთ ამინდის ამბავზეო. მერე უკვე იქ მისვლისას გიორგი მთის წვერზე გააგზავნა, მხოლოდ იმ წერტილში იჭერსო. 10 წუთი გამნაღმველივით მობილურმომარჯვებული დადიოდა ინ მონაკვეთზე გიორგი, რომ სიგნალი დაეჭირა, მაგრამ გაგიკვირდებათ და ვერ დარეკა :wink:
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 13:23

ლებაისკარის კოშკს მივუახლოვდით.
სანამ ფშავის გზაზე ვიყავით და კორშას გამოვცდებოდით, კოლხი გოგო აქეთ-იქით იცქირებოდა და ამბობდა, ბუნება ჯერ-ჯერობით არ მომწონს, ესაა ხევსურეთიო? მერე დათვისჯვარზე რომ ავედით, ნაპერწკლები გაუჩნდა თვალებში, ისევე როგორც ყველა დანარჩენს. ლებაისკარში ვიყავით, რომ ვკითხე ახლა მოგწონს მეთქი და ისეთი აღტაცებული სახე ჰქონდა, პასუხი აღარც დამჭირვებია :D .Image

Image

Image

Image
თამუნასთვის ლებაისკარის კოშკზე ასვლა სახიფათო აღმოჩნდა, იქიდან არავინ დაიხმარა, ჯიუტად გადმოხტა და ფეხი იღრძო. ამის გამო ვერც მუცოზე ამოვიდა და ვერც არდოტზე :( .
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 13:42

მერე კისტანის კოშკებისკენ გავემართეთ ნაწილი. ნაწილი ქვემოთ დარჩა.

ძალიან ლამაზი კოშკებია:
Image

Image

Image

კისტანის ნასოფლარი
Image

Image

Image

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 14:42

გზა გავაგრძელეთ, წვიმის ფარდასთანაც გავჩერდით, წყალი რომ ქვიდან გადმოდის იქაც, მაგრამ სხვასაც ხომ უნდა დავუტოვო რამე დასადები? :wink:

Image

Image

შატილს რომ მიუახლოვდით, "შატილის ეფექტის" სცენა გათამაშდა :wink: უფო-გიორგიმ ყველა ჩამოიყვანა მინიბუსიდან, ხელები ჩააჭიდინა, ზურგით დააყენა და ხიდზე გამოიყვანა "უკან არ მიიხედოთ"-ს ძახილით:D .

Image

Image


Image

მერე ხიდზე გასულები ერთდროულად შეატრიალა უკან. მე იქ ისეთი შეძახილები მოვისმინე და გაბრწყინებული სახეები ვიხილე აი ეს რომ დაინახეს, რომ :D .......

Image


Image

Image

აღფრთოვანდა ხალხი შატილით. ამაზე ჯობია, თავად დაწერონ :)

კოშკებზე:

Image

Image
Image

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 14:52

დავბინავდით ერთერთ ოჯახში, მასპინძელს, ელდარ ჭინჭარაულს საინტერესო კოლექციები ჰქონდა:

Image

Image

Image

Image

ისე ძალიან კი შემეცოდა ეს ცხოველები.

გარდა ამისა კიდევ ჰქონდა საინტერესო ექსპონატები, სხვადასხვანაირი ტყვიები და ა.შ, მაგრამ ვერ მოვასწარი გადაღება, ვიფიქრე მოგვიანებით გადავიღებთქო, მაგრამ :( ...
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by paata_ » 16 სექ 2008, 14:53

Mta Mkvarebia wrote:
Image
ორგანიზატორებს უნდა ცოდნოდათ, რომ აქ ქალის გავლა არ შეიძლება

ან ეს ფოტო წაშალეთ, ვინმე ხევსურო რო შემოვიდეს უხერხულია

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Naia » 16 სექ 2008, 15:11

paata_
ორგანიზატორებს უნდა ცოდნოდათ, რომ აქ ქალის გავლა არ შეიძლება

ან ეს ფოტო წაშალეთ, ვინმე ხევსურო რო შემოვიდეს უხერხულია
გზაზე არ შეიძლება გასვლა? :shock:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by Mta Mkvarebia » 16 სექ 2008, 15:12

paata_
:shock: :shock: :shock:

ისევ მაგოიმებ? :shock:

თუ ასეა, მიგასიკვდილებ :D ... თავიდან დავიჯერე იცი? :wink: ...
Image

User avatar
paata_
იეტი
Posts: 6275
Joined: 06 დეკ 2006, 10:50
Location: ხევსურეთი
Contact:
ისევ ხევსურეთი, 13-14 სექტემბერი, 2008წ.

Post by paata_ » 16 სექ 2008, 15:17

Mta Mkvarebia

არა, მართლა ვიძახი, სადაც თზვენ დგახართ, მაგის ზემოთ ხატია და ქალებისთვის ბილიკი არის ცოტა ქვემოთ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]