უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
kolxi gogo
- მაწანწალა
- Posts: 362
- Joined: 18 იან 2008, 18:06
- Location: Kolxeti
-
Contact:
Post
by kolxi gogo » 15 სექ 2008, 19:16
დასრულდა ჩემი არც თუ ისე ხანგრძლივი შვებულება და იძულების წესით დავუბრუნდი სამსახურს და ცივილიზაციის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევას _ ინტერნეტს. ჩემი შვებულების 4 დღე ამ ზემოთ აღწერილ ლაშქრობაში გავატარე და ძალიან გავიფერადე ამ ზაფხულის მოგონებები. კიდევ ერთხელ, როგორც არაერთგზის, გამიხარდა, რომ საქართველოში დავიბადე, ადა არა სხვაგან... სულ მიამაყია და უფრო ვიამაყებ, რომ ვარ ქართველი! ჩემთვის წარუშრელი იყო ეს შთაბეჭდილებები, ,,მთა მყვარებიამ" თითქმის არ დატოვა სათქმელი, ძალიან დეტალურად და მონდომებით აღწერა ეს ლაშქრობა. მე ჩემდათავად დავამატებდი იმ მუსიკალური გაფორმების მონატრებას, რაც 4 დღე თან გვდევდა და სულსა და გულს გვიძრავდა. ბ-ნი გელა დაუღალავად გვიძღვნიდა თავის სიმღერებს და საოცარ ელფერს ანიჭებდა ამ მოგზაურობას. ალბათ არსად არ არის ისეთი ლამაზი და სასიამოვნო თუშ-ფშავ-ხევსურული სიმღერების მოსმენა, როგორც ,, ღრუბელთან მოსაუბრე" კავკასიონის ქედებზე სიარულისას. ,, იქ ხომ ჩვენი სიმღერები მთებში იბნეოდა, მთებში" )(ტექსტი დავამახინჯე! ბოდიშს ვიხდი..) . მე ჩემდა თავად, უდიდესი მადლობა მინდა მივუძღვნა ყველა იმ კეთილ ადამიანს, რომელმაც წვლილი შეიტანა ამ ლაშქრობის განხორციელებაში. ღმერთმა მისცეს გამძლეობა თუშ ხალხს, ღმერთმა გააძლიეროს და ადღეგრძელოს ჩვენი მასპინძელი ბ-ნი ვაჟასნაირი პატრიოტი თუშები, ღმერთმა დალოცოს თუშების გზა შინისაკენ, რათა კიდევ და კიდევ, მრავალგზის გააოცონ თავიანთი გულთბილი დახვედრით, საინტერესო საუბრებით თუშეთს ასული ტურისტები. ,, სტუმრის მოისე მზე მოვა, წაისე - შავი ღრუბელი" - თუშური სტუმართმოყვარეობის გამოძახილია!
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 სექ 2008, 19:35
შენაქოს ეკლესიის წინ რომ დიდი მინდორია, მაგასა ჰქვიან ბერხვნე.

და ეკლესიის კართან, ის თეთრი ფილა ახლოდან არ გადაგიღიათ? ზედ ასეთი წარწერაა - ვინამ თქვა თუშთა დალევა, ნაპირ მოტეხა ცისია.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 სექ 2008, 19:40
Mta Mkvarebia
სახლის ფონზე სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ, მასპინძელს დავემშვიდობეთ და გულდაწყვეტილები, რომ თუშეთს ვტოვებდით, გავუდექით გზას:
მანდ პირველ ფოტოზე ქუმელაურთის კოშკია, მეორეზე - სოფელი ჭალა.
-
konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
Post
by konstantine » 15 სექ 2008, 20:08
Mta Mkvarebia
მოკლედ, გაიხარე ასეთი ლამაზი რეპორტაჟისთვის.
kolxi gogo
სხვათაშორის როგორ ხარ?
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 15 სექ 2008, 20:10
kolxi gogo
გეთანხმები ყველა სიტყვაში და წერტილ-მძიმეში

. არ ვიცი ასეთი ლამაზი და დაუვიწყარი იქნებოდა თუ არა ეს გასვლა გელას სიმღერების გარეშე. ჩვენ ხომ თუშეთის გასვლიდან მოყოლებული, მეორე კვირაა სულ იმ სიმღერებს ვღიღინებთ. ხომ გახსოვს, გუშინაც, ხევსურეთში, გელას რომ მივეპარეთ ზურგიდან "არხოტის ცასავით ლურჯი გაქვს თვალებიიი"-ს ღიღინით გამოვახედეთ ჩვენსკენ

(ისე სანამ მოიხედავდა კი იფიქრა ალბათ ვინ ამახინჯებს ასე ჩემს სიმღერასო

).
ასევე გეთანხმები თუშური სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობაში და იმაში რომ ეს უნდა ნახო და გამოსცადო. ასე რომ ნახეთ თუშეთი და ირწმუნეთ ამ ზღაპრის რეალობა

.
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 15 სექ 2008, 20:33
Mta Mkvarebia
ასევე გეთანხმები თუშური სტუმარ-მასპინძლობის განსაკუთრებულობაში და იმაში რომ ეს უნდა ნახო და გამოსცადო.
იგრძენით, არა?

მაგრამ ჩემსავით ბოლომდე მაინც ვერ იგრძნობდით. იქაურ ბუნებასთან ერთად, ეგაა ის ფენომენი, რომელმაც თუშეთი ასე შემაყვარა. სრულიად უცხო ადამიანიც კი იგრ შინაურულად შამაგეგებ, იგრ შამაგცინებს და შინავ შაგიპატიჟებს, თითქოს დიდხნის უნახავ ნაცნობი ხარ და უცხოობის კომპლექსი მოგეხსნება.
-
tiko_r
- იეტი
- Posts: 3498
- Joined: 04 სექ 2007, 21:35
- Location: სოფ. ძუყნური
Post
by tiko_r » 15 სექ 2008, 22:42
Mta Mkvarebia wrote:
quote]
ზუსტად ეს ადგილი აქვს გოგას გადაღებული თოვლის ფიფქებში
ან ძალიან გაქვს.. ან ეგ არის

:D:D რავიცი არ ვარ ნამყოფი თუშეთში და ბევრია ეგეთი ადგილები?
(ფოტო ბაი გოგა ჩ.)
Last edited by
tiko_r on 16 სექ 2008, 10:18, edited 1 time in total.
-
navigator
- იეტი
- Posts: 3171
- Joined: 15 აპრ 2005, 19:08
- Location: karavi.ge
Post
by navigator » 16 სექ 2008, 09:58
მოკლედ რაა, აი ეს უკვე მეტისმეტი იყო, ის არ იკმარეთ რომ ბორჯომ-ხარაგაულის სურათებს დებდით, ეხლა ესეც დაამატეთ, დაგხოცავთ ყველას!

მე კიდე მთელი შვებულება უაზროდ გავფლანგე

აცხა ღორებო
