კარავის ტრანსპორტი

ოდესმე, სადმე ხომ არ წავსულიყავით... და სხვა ასეთი იდეები

Moderators: Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia, Kakha, Druides, ilia

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
კარავის ტრანსპორტი

Post by Gamge » 15 სექ 2008, 12:52

სავარაუდოდ ეს აზრი ბევრს გასჩენია (მათ შორის ლამასგანაც გავიგე გუშინ), შესაძლოა ბევრიც გიმსჯელიათ ამ თემაზე, მაგრამ მე კიდევ ერთხელ მინდა ვიკითხო, რატომ არ ყიდულობს კარავი ერთ მიკროავტობუსს>? ამდენ ფულს ვიხდით ტრანსპორტში და თან სულ საძებარი და საჩალიჩოა...

ფული რომ აგვეგროვებინა და გვეყიდა ერთი საზიარო მიკროავტობუსი და ხარჯებისთვის კიდევ პატარა ფონდი გამოგვეყო, საწვავსი ხარჯი გასვლის მონაწილეებს დაედოთ...

შეიძლება ისეთი სისტემის გაკეთებაც, რომ ვინც მეტს დადის იმან შესაბამისად მეტი იხადოს ამ "ფონდში" და ა.შ.

თუმცა 1 მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, C კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა, მაგრამ მგონი მაგის აღებაც შეიძლება თუ მოვინდომეთ

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
კარავის ტრანსპორტი

Post by lama » 15 სექ 2008, 14:56

Gamge
ძალიან სწორი აზრია

მე მომხრე ვარ გავაკეთოთ ასეთი შენაძენი

ეს წაადგება ჩვენს საერთო საქმეს :
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
saskva
იეტი
Posts: 2154
Joined: 02 ივლ 2007, 12:54
Location: Where Dreams Do Come True
კარავის ტრანსპორტი

Post by saskva » 15 სექ 2008, 15:06

და ერთ შაბათ-კვირას რამოდენიმე გასვლა რომ არის ხოლმე მაშინ????
რამოდენიმე მიკროავტობუსი ვიყიდოთ???
და ვინც მძღოლი იქნება ის გამოდის რომ დიდად ვერ ისიამოვნებს რადგან გზა ძალიან დაღლის და არამგონია c კატეგორიის მართვის მოწმობა ბევრს აღმოაჩნდეს

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
კარავის ტრანსპორტი

Post by Gamge » 15 სექ 2008, 15:46

და ერთ შაბათ-კვირას რამოდენიმე გასვლა რომ არის ხოლმე მაშინ????
ამ შემთხვევაში გაკეთდება ასეთი რამ: თუ იქნება 2 ან მეტი გასვლა, იმის გამო რომ 1 მიკროავტობუსი იქნება მხოლოდ, მეორე მიკროავტობუსის ფული შესაბამისად გადანაწილდება ორივე მიკროავტობუსის ხალხზე (თუ ვინმეს მიკროავტობუსის ფული არ ექნება დადებული, ისინი ჩვეულებრივ გადაიხდიან რაც ჯდება იმის შესაბამისად).
მთავარი სირთულე ჩემის აზრით Cკატეგორიის მოწმობაა. ვინმემ იცის როგორ უნდა აიღოს კაცმა ეს მოწმობა? თეორიაა თავიდან ჩასაბარებელი თუ მარტო პრაქტიკა თუ ორივე ერთად?

უბრალოდ წარმოიდგინეთ რამდენი თანხის დაზოგვას შეძლებს კარავის ყველა წევრი ამ შემთხვევაში მაშინ როდესაც ღმერთის ნებით კიდევ ბევრს ვივლით და იმედია უფრო მეტსაც...

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
კარავის ტრანსპორტი

Post by Mta Mkvarebia » 15 სექ 2008, 15:54

არა მგონია, ეს იდეა განხორციელებადი იყოს :roll: , მიკროავტობუსის შენახვას ეხუმრებით?, ნაწილების გამოცვლა, ტექდათვალიერება... მაისურების ფულის აკრება გამიჭირდა, ისეთ უინიციატივობას შევეჯახე (მიუხედავად იმისა რომ მაისური ყველას უნდოდა) და კარვის აფთიაქისთვის ეზარება ხალხს ლარ-ლარის დადება და მიკროავტობუსის ფულს შეკრებენ და მერე მაგას შეინახავენ? :roll: ღმერთმა ქნას, მაგრამ მეეჭვება. თან სასკვა მართალია, რამოდენიმე გასვლა როცაა, რა უნდა ქნას ხალხმა? და რამდენი მძღოლი უნდა გვყავდეს C კატეგორიის მოწმობით, თუ ერთიდაიგივეს ვატარებთ ყველა ლაშაქრობაში?
Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კარავის ტრანსპორტი

Post by Int3lig3nt » 15 სექ 2008, 16:09

არ გამოვა მაი საქმე :)
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
კარავის ტრანსპორტი

Post by GOGONA » 15 სექ 2008, 16:20

Int3lig3nt wrote:არ გამოვა მაი საქმე :)
და არც ღირს :)
Who is John Galt?

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კარავის ტრანსპორტი

Post by Wanderer » 16 სექ 2008, 00:56

Gamge
მოდი დავიწყოთ ამით: რა ღირს მიკროავტობუსი მიახლოებით? :):):)
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
Gamge
ბოდიალა
Posts: 210
Joined: 15 დეკ 2007, 10:38
კარავის ტრანსპორტი

Post by Gamge » 16 სექ 2008, 12:42

8000-12000 ლარი ღირს ისეთი, როგორითაც დავდივართხოლმე საერთოდ...

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კარავის ტრანსპორტი

Post by tiko_r » 16 სექ 2008, 13:02

ნუ ეხლა მძღოლის პრობლემა არ იქნება გული მიგრძნობს... :P

C-ს მარკერით შემოვხაზავთ მართვის მოწმობებზე.

მაგრამ მანქანის (თან ძველი, მორყეული მიკროავტობუსის) შენახვა - არც ისე იოლია.
მოხალისეებსაც დაეზარებათ 1 თვის მერე მაგის სახელოსნოებში ტარება... გარეცხვა, დასუფთავება... ელიავაზე ნაწილების ყიდვა

User avatar
zura N.
იეტი
Posts: 2483
Joined: 16 მარ 2006, 02:17
Location: არხოტი
კარავის ტრანსპორტი

Post by zura N. » 16 სექ 2008, 18:19

ეჭვი მეპარება ეს საქმე გამოვიდეს... :oops: :roll: :roll:
Gamge wrote: თუმცა 1 მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა, C კატეგორიის მართვის მოწმობა უნდა, მაგრამ მგონი მაგის აღებაც შეიძლება თუ მოვინდომეთ
მიკროავტობუსს D კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, C სატვირთოებისთვისაა.. :roll:
bisnashi bolavs grubeli,
caze ciskari krtebisa...
seni mchirs ganukurneli,
trpoba arxvatis mtebisa...

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
კარავის ტრანსპორტი

Post by Int3lig3nt » 16 სექ 2008, 18:37

zura N.
მიკროავტობუსს D კატეგორიის მართვის მოწმობა სჭირდება, C სატვირთოებისთვისაა..
არა, თიკო მართალია.
C კატეგორიის მოწმობა უნდა.
D უკვე ავტობუსია.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Wanderer
იეტი
Posts: 2739
Joined: 01 მაი 2004, 15:42
Location: viewtopic.php?p=X
კარავის ტრანსპორტი

Post by Wanderer » 16 სექ 2008, 20:55

Gamge
8000-12000 ლარი ღირს ისეთი, როგორითაც დავდივართხოლმე საერთოდ...
ხოდა აქ დამთავრდა ეს ამბავი: ამდენი ფულის შემგროვებლები ჩვენ აშკარად არა ვართ. :) 100-100 ლარი მაინც მოუწევს თითო კაცს, რასაც ვერ და არ დადებენ. :wink:
ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი ... ჯაზია

User avatar
tiko_r
იეტი
Posts: 3498
Joined: 04 სექ 2007, 21:35
Location: სოფ. ძუყნური
კარავის ტრანსპორტი

Post by tiko_r » 16 სექ 2008, 21:00

A - მოტოციკლეტი
B - მსუბუქი, მინ. 3500 კგ და მინ. 8-9 ადგილიანი
C - სატვირთო 3500კგ-ზე მეტი წონის
D - სამგზავრო ტრანსპორტი, რომელსაც გადაყჰავს 8-9-ზე მეტი მგზავრი
E - ??? ვერ გავიგე რა წერია და ... არც გვჭირდება :P

User avatar
Linda
იეტი
Posts: 1451
Joined: 17 მაი 2007, 20:49
კარავის ტრანსპორტი

Post by Linda » 16 სექ 2008, 21:19

Wanderer wrote:Gamge
8000-12000 ლარი ღირს ისეთი, როგორითაც დავდივართხოლმე საერთოდ...
ხოდა აქ დამთავრდა ეს ამბავი: ამდენი ფულის შემგროვებლები ჩვენ აშკარად არა ვართ. :) 100-100 ლარი მაინც მოუწევს თითო კაცს, რასაც ვერ და არ დადებენ. :wink:

tan zogi karaveli ishviarad dadis lashkrobashi, amitom survilic ar ekneba fulis dadebis, aktiuri kidev romelic yovel shabat-kviras kalakgaretaa arc tu ise bevria

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]