დღეს, 11 სექტემბერს

ახალების მისალმება, "წავედი"/"დავბრუნდი" შეტყობინებები, მილოცვები

Moderators: Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia, Druides, ilia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Monadire
იეტი
Posts: 1097
Joined: 04 დეკ 2007, 11:07
Location: ალპური ზონა
დღეს, 11 სექტემბერს

Post by Monadire » 15 სექ 2008, 11:13

გილოცავ გოგა მოგვიანებით!
გამარჯვებულ საქართველოში გეცხოვროს
აუ ნეტა აქამდე სად ვიყავი?

NINUCA
მაწანწალა
Posts: 718
Joined: 27 ოქტ 2007, 16:24
Location: q. Tbilisi
დღეს, 11 სექტემბერს

Post by NINUCA » 15 სექ 2008, 14:33

გოგააა გილოცავ ჩემო კარგო ადამიანო!!! :D

უფლისაგან დალოცვილს გევლოს ცხოვრების გზაზე. ერთიან, ამაყ, გაბრწყინებულ საქართველოში გეცხოვროს! შენი გვერდი რა სურვილებსაც შეიცავს 100% შეგსრულებოდეს.
გაიხარე და გაუმრავლდი შენს ქვეყანას :!:

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
დღეს, 11 სექტემბერს

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 25 სექ 2008, 13:22

იმ დილით მზეს შემოფარებული ღრუბლები მტევნებით მორთულ ალაზნის ველებს დასცქეროდნენ.
ვარდზე დაფენილი წვეთები წამებს შუა ილეოდნენ.
იქით, მთებში, სადაც ფანცქალისთვის გამეტებული აწოლილი ფერდებია, ქარი დაცქმუტუნებდა და ხეებს ფართოდ
გაშლილ ვარჯებს უქოჩრავდა.
ზღვაუსრულ ტევრებზე ორბები კლდიდან დაცემული ჩანჩქერივით ხმურიანად კონწიალობდნენ და შიგადაშიგ
ირაოს კეკლუცად კრავდნენ.
თერგი ჩვეულებისამებრ ვიწროდ მიიგლაგნებოდა დაღმართებზე და ფერდებს ხან და ხან ისე აკუნტრუშდებდა,
რომ ქვა-ღორღს გულს უხეთქავდა.
ქიმზე წამოცმული ტალღები რაღაც გაურკვეველ ზუზუნში ჩაყუჟულიყვნენ და დროგამოშვებით
ფრთებს ფართოდ წამოშლიდნენ ხოლმე.
დამარცვლილი ველები ფერებიან სამკაულებს უხატავდნენ დედამიწის შეღეღილ მკერდს.
გზა-გზა აკინძული ფიქრები ხან გრძელი-გრძელი დერეფნის 1 ბოლოში ბაგუნობდნენ, ხან - მე2ის.

ვიღაცას სისველემოდებული შუშხუნას ბოთლები მოეტანა, საცობის ასკდომას რომ რაღაც განსაკუთრებული
ხმაური აქვს და ნერვულად აჯანჯღარებდა დერეფნის 1-1 ბოლოს სარკმელებთან ატუზული ქოთნის ყვავილების ცხვირწინ.

1 ვიწრო ოთახში რამდენიმე ხალათიანი შემომდგარიყო და მალიმალ მზერას ჭერს აბჯენდა.

მცირე ხანს ფუსფუსი ატყდა და იმ ვიწრო ოთახისთვის ნაცნობი ბღავილიც ამოეკოსა.
ფართოხალათიანი და დაბალქუდიანი ფაშფაშა დერეფნის 1 ბოლოდან მე2ისკენ გამოემართა.
დერეფნის მე2 ბოლოდან დერეფნის 1ლ ბოლოსკენ ანთებული თვალები უსწრაფესად გამოენთნენ და
ფაშფაშას ნაკვთებს მწყურვალივით დაეძგერნენ.

"ბიჭია, ბიჭია!!!" - იყვირა ფაშფაშამ.
"ბიჭია?"
"ბიჭია, ბიჭია!!!"

ვიღაცამ სისველემოდებული შუშხუნა უკვე მხნედ შეაჯანჯღარა და ბიჭის დაბადების მილ20ვები შეკრებილთა ბაგეებიდან დაიძრნენ.

მე დავიბადე...
მაშინ მილ20ვბზე მადლობას ვერ ვიხდიდი, ახლა კი, ეს შემიძლია:

გმადლობთ ხალხ დაბადების დღის მოლო20ვებისთვის.
ძნ გამახარეთ

მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]