უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
MIRANDA
- სხარტი
- Posts: 2711
- Joined: 06 სექ 2007, 11:45
Post
by MIRANDA » 11 სექ 2008, 18:05
აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ აუ
ყველა თითი დავიჭამე უკვე.....
რა ბედნიერები ხართ, რომ ეს ყველაფერი თქვენი თვალით ნახეთ, საკუთარი ფეხით შემოიარეთ და შეიგრძენით და განიცადეთ...

-
konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
Post
by konstantine » 11 სექ 2008, 18:49
ეს პაწია ვაჟკაცი როგორ ატარებდა ცხენს აი ეგ იყო მთავარი სანახაობა....
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 11 სექ 2008, 22:37
Mta Mkvarebia wrote:ვაგრძელებ რეპორტაჟს:
შემდეგ ჩანჩქერთან შევისვენეთ და, გაგიკვირდებათ და, სურათებიც გადავიღეთ

]
რადგან თქვენ სახელებს არ აწერთ, მე დავაწერ - ეგ ჩანჩქერი კერეს ხევია. ულამაზესი ადგილია.
-
marita 777
- მაწანწალა
- Posts: 642
- Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
- Location: tbilisi
Post
by marita 777 » 11 სექ 2008, 23:41
ეს პაწია ცხენს ატარებდა?

საღოლ რა მაგას...გენაცვალე შენ

amindi moqmedebs
-
konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
Post
by konstantine » 11 სექ 2008, 23:48
ეს პაწია ცხენს ატარებდა?

საღოლ რა მაგას...გენაცვალე შენ

ბავშვს ცხენის დანახვაზე სახე უნათდებოდა, ეს უბრალოდ უნდა გენახა....
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
-
marita 777
- მაწანწალა
- Posts: 642
- Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
- Location: tbilisi
Post
by marita 777 » 12 სექ 2008, 00:01
konstantine
ეჰ, ამ რეპორტაჟს რომ ვკითხულობ, ვხვდები ბევრი რამე უნდა მენახა, მაგრამ ყველაფერი წინ მაქვს :ოპტიმისტური ღიმილი:

amindi moqmedebs
-
konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
Post
by konstantine » 12 სექ 2008, 00:06
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 12:26
ჰო, დამავიწყდა დამეწერა, წინა დღეს კავკასიკამ შეგვატყობინა რომ თანამშრომლებთან ერთად თუშეთში მოდიოდა მეორე დღეს

ბორჩაშვილის ძმადნაფიცთან სტუმრობისას გავიგეთ რომ გიო უკვე თუშეთში იყო და კესელოს კოშკებს ათვალიერებდნენ. გელა და პაატა ეხვეწნენ მასპინძელს, სტუმრები გვყავს, დროზე გაგვიშვითო, მაგრამ სტუმარ-მასპინძლის ჭიდილი გაშვება-არ გაშვებაზე 2 საათს მაინც გაგრძელდა.
უკანა გზაზე ომალოსკენ
ჯგუფური ფოტო, თუმცა კახას გარეშე, მან გადაგვიღო:
ქოლგა რად გვინდოდა?
ტრადიციული ფოტო ხომ უნდა გადამეღო?

-
konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
Post
by konstantine » 12 სექ 2008, 14:40
მაგრამ აბა რომელი მხედარი შეედრებოდა ამ პატარას ნეტა? აშკარად მომავალი ჩემპიონი იზრდება
ზუსტადაც,
თურმე სურათის გადაღებაც მოგისწრია.....
რას მიაჭენებს...
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
-
guruli
- იეტი
- Posts: 6824
- Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
Post
by guruli » 12 სექ 2008, 15:30
რა გვარი იყო ეგ პატარა მხედარი? ძალიან საყვარელი ბავშვია.
თუშების ცხენისადმი სიყვარული ფანატიზმამდე მიდის. მთლად ეგრე ჩვილები არა, მაგრამ მინახავს პატარა ბავშვები, რომლებიც არ ჭამდნენ, არ სვამდნენ, ყოველგვარ სათამაშოზე უარს იტყოდნენ, ოღონდ ცხენზე დაგეჯინა. მათ შორის - გოგოებიც.
და დართლოს ეკლესიაში ქალების შესვლა იმად არ შაიძლებ, რომ სალოცავზეა ნაშენ.

თორემ სხვა ეკლესიებში - ნაციხარში, ილიურთაში, შენაქოში შედი, რამდენიც გინდა.
-
Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
Post
by Mta Mkvarebia » 12 სექ 2008, 16:25
ბანაკში დაბრუნებულებს უსიამოვნო ამბავი დაგვხვდა, თურმე დართლოსგან განსხვავებით, ომალოში კოკისპირული წვიმა წამოსულა, კახას ბავშვების კარავში ჩასულა და ყველაფერი დაუსველებია. ჩვენმა მასპინძელმა, ბატონმა ვაჟამ შემოგვთავაზე ბავშვებს და გოგოებს სასტუმროში გაეთენებინათ ღამე, გოგოების ნაწილი, ვისაც თბილი საძილე არ ჰქონდა, დათანხმდა, ნაწილი კი კვლავ კარვებში დავრჩით. მანამდე კი ვახშამზე მიგვიწვია ბატონმა ვაჟამ. ძალიან საინტერესო პიროვნება აღმოჩნდა ტრაგიკული ცხოვრების ისტორიით

. სტუდენტობისას კისერში დაუჭრიათ და კარგა ხანს სავარძელს იყო მიჯაჭვული თურმე, მერე ამ ჭრილობის და ანტიბიოტიკ გენტამიცინის გადაჭარბებული მიღების გამო სმენა დაკარგა ;(. ძალიან კეთილშობილი და სტუმართმოყვარე ადამიანია ყველა აღგვაფრთოვანა. აი ისიც სუფრის თავში:
იმ საღამოს სტუმრად კავკასიკა გვყავდა
ფოტოები დავათვალიერეთ. მასპინძლის ძმიშვილის 2 ფოტო ძალიან მომწონა, სურათი გადავუღე და აქ მინდა დავდო. ბავშვები ლამის მართლა ცხენის ხურგზე იბადებიან თუშეთში:
