გავითვალისწინებ რჩევას...გმადლობ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
-
marita 777
- მაწანწალა
- Posts: 642
- Joined: 31 ოქტ 2007, 14:09
- Location: tbilisi
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
სულ ესაა ამხელა გასვლის ფოტოები? ისიც ასეთ მხარეში.
რა მაფგის პასუხია, უკვე ნერვიული კანკალი მეწყება - როდის მოვა ხვალინდელი საღამო, რომ ისევ გავქუსლო მაქეთ.

- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
როგორ გეკადრებათ ბატონო ირაკლი, ჩემი ამბავი მაინც არ იცოდეთguruli wrote:სულ ესაა ამხელა გასვლის ფოტოები? ისიც ასეთ მხარეში.![]()
![]()
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
ვაგრძელებ რეპორტაჟს:
გზად ცხვრის ფარა შეგვხვდა, გაეჭედა ჩვენი მანქანა ცხვრებს შორის, მწყემსი ერეკებოდა და ესენიც დაფეთებული გარბოდნენ. აი, მგონი მაშინ დაიბადა კოლხი გოგოს ერთ-ერთი ოცნება, ცხვრის ფარაში გადაეღო სურათი (დანარჩენ ოცნებებზე მერე მოგიყვებით
)

მგონი აქ იყო, რომ ვიკითხე ასეთი სივიწროვის გზებია ზემოთაც მეთქი და სიცილი რომ დამაყარეს, მერე გელამ მიპასუხა, ეს ბროდვეია, იმ გზებთან შედარებითო. ბროდვეის პირობებზე გზა ნამეტნავად უსწორმასწორო, კლდოვანი და ჯაყჯაყა იყო
შემდეგ ჩანჩქერთან შევისვენეთ და, გაგიკვირდებათ და, სურათებიც გადავიღეთ

გზა განვაგრძეთ..

შემდეგი დანიშნულების ადგილი თორღვას აბანო იყო. ნინუკალამ თბილისიდან გასვლისთანავე ჰკითხა პაატას, თორღვას აბანოს ხომ ვნახავთ, მამაჩემმა მირჩია, აუცილებლად ნახეთო. პაატაც დაეთანხმა, მერე მანქანა გზაზე კლდიდან გადმოფენილ "წვიმის ფარდის" ქვეშ გააჩერეს 5-ოდე წუთს, მტვერი მოაცილეს, ჩვენც გატრუნულები ვუსმენდით წყლის წვეთების სახურავზე და შუშებზე შხაპუბის ხმას. გვკითხეს: "კარგიაო?", რა თქმა უნდა, დავეთანხმეთ. "ჰოდა, ეს იყო თორღვას აბანოო"
, ერთმანეთს გადავხედეთ, მერე ნინუკალას შევხედეთ, "ეს იყო მამაშენის ნაქები თორღვას აბანოთქო?". მაგრამ მალევე მივხვდით, რომ მოგვატყუეს. მალე მივუახლოვდით ნამდვილ აბანოს, რომელიც თურმე ცნობილია გოგირდის სამკურნალო წყლით.

თავიდან ვიფიქრეთ რომ ეს შენობა იყო აბანო, მაგრამ ბიჭებმა გზა გააგრძელეს, გვერდზე ჩაუარეს შუახნის, ნარდის მოთამაშე კაცებს, რომლებმაც ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა გადმოგვხედეს. ჩვენც, მეტი რა დაგვრჩენოდა, უკან გავყევით. მაგრამ ის რასაც მივუახლოვდით, ამდაგვარად გამოიყურებოდა და აბანოს ნამდვილად არ ჰგავდა.

ერთ მხარეს ეწერა "ქალები", მეორე მხარეს "კაცები". ვიფიქრეთ საპირფარეშოს მოვადექით, მაგრამ ის კი გაგვიკვირდა ასე ერთდროულად სამი კაცი რატომ შევიდა ერთ მოცუცქნულ კარში? დაბნეულები გავჩერდით და იქვე სკამზე ჩამოვჯექით, კონსტანტინეც ჩვენთან ერთად შეჩერდა. კარგა ხანს ველოდეთ,

10 წუთის მერე ერთმა პატარა ბიჭმა ჩამოიარა, ვკითხეთ ეს რა არისო, გვიპასუხა "აბანოო". მხოლოდ ამის მერე გავბედეთ "ქალები" რომ ეწერა იმ კართან მიახლოება. შევიხედეთ, მართლა აბანო იყო, გოგირდიანი ცხელი წყლის ისეთი ოხშივარი გამოდიოდა აუზიდან, დიდხანს ვერ გავჩერდით.
იქვე ისეთი საყვარელი ყურცქვიტა იყო, ყველა მას ვუღებდით ფოტოებს

შემდეგი დანიშნულების ადგილი თორღვას აბანო იყო. ნინუკალამ თბილისიდან გასვლისთანავე ჰკითხა პაატას, თორღვას აბანოს ხომ ვნახავთ, მამაჩემმა მირჩია, აუცილებლად ნახეთო. პაატაც დაეთანხმა, მერე მანქანა გზაზე კლდიდან გადმოფენილ "წვიმის ფარდის" ქვეშ გააჩერეს 5-ოდე წუთს, მტვერი მოაცილეს, ჩვენც გატრუნულები ვუსმენდით წყლის წვეთების სახურავზე და შუშებზე შხაპუბის ხმას. გვკითხეს: "კარგიაო?", რა თქმა უნდა, დავეთანხმეთ. "ჰოდა, ეს იყო თორღვას აბანოო"

თავიდან ვიფიქრეთ რომ ეს შენობა იყო აბანო, მაგრამ ბიჭებმა გზა გააგრძელეს, გვერდზე ჩაუარეს შუახნის, ნარდის მოთამაშე კაცებს, რომლებმაც ცოტა არ იყოს გაკვირვებულებმა გადმოგვხედეს. ჩვენც, მეტი რა დაგვრჩენოდა, უკან გავყევით. მაგრამ ის რასაც მივუახლოვდით, ამდაგვარად გამოიყურებოდა და აბანოს ნამდვილად არ ჰგავდა.

ერთ მხარეს ეწერა "ქალები", მეორე მხარეს "კაცები". ვიფიქრეთ საპირფარეშოს მოვადექით, მაგრამ ის კი გაგვიკვირდა ასე ერთდროულად სამი კაცი რატომ შევიდა ერთ მოცუცქნულ კარში? დაბნეულები გავჩერდით და იქვე სკამზე ჩამოვჯექით, კონსტანტინეც ჩვენთან ერთად შეჩერდა. კარგა ხანს ველოდეთ,

10 წუთის მერე ერთმა პატარა ბიჭმა ჩამოიარა, ვკითხეთ ეს რა არისო, გვიპასუხა "აბანოო". მხოლოდ ამის მერე გავბედეთ "ქალები" რომ ეწერა იმ კართან მიახლოება. შევიხედეთ, მართლა აბანო იყო, გოგირდიანი ცხელი წყლის ისეთი ოხშივარი გამოდიოდა აუზიდან, დიდხანს ვერ გავჩერდით.
იქვე ისეთი საყვარელი ყურცქვიტა იყო, ყველა მას ვუღებდით ფოტოებს

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
აბანოს უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე ჯვარია აღმართული, ეს არის თურმე ადგილი საიდანაც კარგ ამინდში ალავერდის ტაძარი ჩანს. აქ სამების ტაძარი აშენდება, და აბბა ალავერდელის კურთხევით, ვინც ერთ ლოდს აიტანს ამ ჯვართან, ამ ტაძრის მშენებლობას შეეწევა. აი ეს კურთხევა, რომელიც პატარა სვეტზეა დაწერილი:

ქვები ყველამ ავიტანეთ, მაგრამ ისეთი ნისლი იდგა სურათებში არაფერი გამოჩნდა. სურათები უკანა გზაზე რომ ავიტანეთ ქვები მაშინ გადავიღეთ.

უღელტეხილის მეორე მხარეს გადავედით თუ არა, ცა გაიხსნა და მზემაც გამოანათა.

გზაში ზვავის ნარჩენები გვხვდებოდა

ქვები ყველამ ავიტანეთ, მაგრამ ისეთი ნისლი იდგა სურათებში არაფერი გამოჩნდა. სურათები უკანა გზაზე რომ ავიტანეთ ქვები მაშინ გადავიღეთ.

უღელტეხილის მეორე მხარეს გადავედით თუ არა, ცა გაიხსნა და მზემაც გამოანათა.

გზაში ზვავის ნარჩენები გვხვდებოდა

- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
მაგრამ ეს ზვავი თურმე არაფერი იყო იმასტან შედარებით, რაც წინ გველოდა.
კახას მანქანა წინ მიდიოდა, ჩვენ ალავერდში რომ შევიარეთ, ჩანჩქერთან და თორღვას აბანოსთან შევჩერდით, ჩამოვრჩით.
ცოტა ხანში უზარმაზარი ზვავი ვნახეთ, ხეობის მთელ სიგრძეზე რომ იყო ჩამოწოლილი, მდინარეს ხიდი გამოეთხარა რამდენიმე ადგილას მისთვის. ყინულის და თოვლის ნახევარი მეტრიდან-მეტრამდე ფენა გზაზეც იდო, მზისგან შემდნარიყო და დიდი ნაპრალი ჰქონდა გაკეთებული. ამ ნაპრალთან გაჩერებული ვნახეთ კახას ნივა, თურმე ბორბალი ჩავარდნოდა ნაპრალში.

კახას დავეხმარეთ მანქანის ამოყვანაში და გზა განვაგრძეთ