ხადას ხეობა - 7.09.08

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 18:25

ხალხო, ამ კვირასაც რომ ხადაში წავიდეთ, არ გინდათ :)?

ოღონდ ამჯერად, გუდაურის მხრიდან გადავიდეთ ფეხით და ცეცხლიჯვარი, ქოროღო და წამალაიძეების ციხეები ვნახოთ (ხადას ხეობაში რომ ადიხარ, მარცხენა მხარეს არის მთებზე ეს ყველაფერი).

ეს უფრო საინტერესო მარშრუტია :).
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by აცაბაცა » 10 სექ 2008, 21:03

თანახმა ვარ .... ოღონდ სპრინტი აღარ!!!! :twisted: :lol:

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 21:07

აცაბაცა
ოღონდ სპრინტი აღარ!!!!
შენ თუ მაგას სპრინტს ეძახი, ნამდვილი სპრინტი არ გინახავს ე.ი. :P.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by აცაბაცა » 10 სექ 2008, 21:10

მაინც სპრინტს ვეძახი!!!! :lol: :lol: :lol:

User avatar
VANO
იეტი
Posts: 2902
Joined: 24 ივნ 2008, 18:21
Location: ჯერ მე თვითონ გავარკვიო
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by VANO » 10 სექ 2008, 21:38

მადლობა ინტეეეეეეეეეეეელ.

:oops: მარა ცოტა არ იყოს გავწითლდი...
ქალი ქალია, მაგრამ თუ გაცხარდა ცოლიაო...

Image

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by qvevri » 10 სექ 2008, 21:44

Int3lig3nt wrote:ხალხო, ამ კვირასაც რომ ხადაში წავიდეთ, არ გინდათ :)?

ოღონდ ამჯერად, გუდაურის მხრიდან გადავიდეთ ფეხით და ცეცხლიჯვარი, ქოროღო და წამალაიძეების ციხეები ვნახოთ (ხადას ხეობაში რომ ადიხარ, მარცხენა მხარეს არის მთებზე ეს ყველაფერი).

ეს უფრო საინტერესო მარშრუტია :).
წავიდეთ :!:

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 22:42

ჰოოოოდა...
სამოკლეო ბილიკებზე ვყვებოდი მგონი.

კაი გვარიანი აღმართები და დიდი შემოვლითი გზები იყო და გასაკვირი არ არის, სამოკლეო ბილიკები ბევრი რომ იყო.

ერთ-ერთი რომ ავიარე, უცებ ყველას თავზე აღმოვჩნდი და ექვსიოდე წუთიც კი ვუცადე, სანამ წინ წასულები ამოვიდოდნენ.

Image

Image

ამ მთის წვერზე, ხეების უკან ქოროღოს ეკლესია იმალება :).
მგონი ამ კვირას მოგვიწევს მისი ნახვა ;).

Image

სადღაც შორს თეთრი ზოლი დავინახე მთაზე.
გადავუღე და ცხვრის ფარა აღმოჩნდა :).

Image

მალე მომბაძველებიც გამომიჩდნენ, მაგრამ ეს უკვე ბოლო რთული აღმართი იყო.

Image

ეს კოშკი მოპირდაპირე მთაზე მოჩანდა.

Image

აქ, რომელიღაცა თემაში წავიკითხე, რომ ხადას ხეობაში 60 კოშკი ყოფილა და კომუნისტების დროს დაუშლიათ საშენ მასალებად... კომუნიზმს აშენებდნენ კოშკების ნგრევის ხარჯზე :(.
ახლა მგონი ოციოდე კოშკია.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 10 სექ 2008, 23:23

დიდი ლოდებისგან აშენებულ რაღაც ნაგებობასთან შევისვენეთ.
აქედან უკვე სულ ოდნავი აღმართები იყო და ხეობის ძირითადი დასახლებული ნაწილი იწყებოდა.

Image

ესეც წინა ლაშქრობის გმირი.
ტყვილა კი არ ვუწოდე გმირი, ამ ლაშქრობაში ერთხელაც არ დაუწუწუნია!
არა, გატყუებთ, ერთხელ დაიწუწუნა, მაგრამ მართლა იყო საწუწუნო, ციცაბო აღმართი იყო და ბალახებზეც კი ვერ მოეჭიდებოდი :)

Image

აი მასე კიკი, ცოტაც კიდევ და ყველაზე ყოჩაღი მოლაშქრე გახდები Image

ხადას ხეობის ქვედა ნაწილის ხედი, იმ ნანგრევებიდან...

Image

აქედან ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიაც მოჩანდა.

ლამამ ლომისასთან დაკავშირებით, რაღაც ამბავი გაიხსენა.
ისე შთამბეჭდავად ყვებოდა, რომ არ შეიძლებოდა არ გადამეღო :).

Image

აქ წარმოსახვითი ფოთლიდან კონიაკს სვამს :D

Image

შემდეგ იყო თამუსიას პარალონით დაჯილდოების ცერემონიალი

ლამა სიტყვას წარმოთქვამს

Image

თამუსიამ დაიმორცხვა

Image

ცერემონიალის კულმინაცია

Image

ტაში მეგობრებო, ტაში!

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 11 სექ 2008, 02:08

ცეცხლიჯვარი
(ამ კვირას დავლაშქრავთ :)!)

Image

ცხორი, ცხორი, ცხორი და კარაველები :)

Image

უკვე სოფელი იწყებოდა (თუ არ ვცდები ბეგონი)

პირველი მესტუმრე მიაბიჯებს.
ჰო, მესტუმრე. ასეთი გვარიც ყოფილა საქართველოში :).
თან მთიულია :)!
ძალიან კარგად იარა.
ის ციცაბო აღმართიც უპრობლემოდ აირა :).
რაც მაგრები ვართ, მთიულები ვართ :P.

Image

რავა ყველა დასჯილი ბავშვივით თავდახრილები მოაბიჯებთ :D.
ქვიანი გზა იყო და თუ თხელძირიანი ფეხსაცმელი გეცვა (ბევრი იყო ასეთი), აუცილებლად ”ისიამოვნებდი”.

Image

მალე სოფლის სასაფლაო გამოჩნდა, სადაც ხადას თორმოწამის ეკლესია (თუ ხადას თორმეწამის? ვერ გავიგე ზუსტად) იდგა.
ეკლესიას ქვის დაბალი ღობე ჰქონდა შემოვლებული.

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Int3lig3nt » 11 სექ 2008, 03:13

სასაფლაოზე რომ შევედით, გოგონებს ვთხოვე დაეცადათ, სანამ გავარკვევდი, მათი ეკლესიაში ან თუნდაც ეზოში შესვლა შეიძლებოდა თუ არა.
ჩემს სოფელში ასეა მაგალითად (მლეთა - ხადას დასაწყისიდან ხუთიოდე კილომეტრშია), ზოგიერთ სალოცავის ეზოშიც კი არ შეიძლება ქალების შესვლა.
ჰოდა გადავწყვიტე, გადამემოწმებინა, რომ მთის წესი არ დაგვერღვია და ადგილობრივები არ გაგვენაწყენებინა.

იქვე ერთ საფლავზე მოხუცი კაცი მუშაობდა, ღობეს ღებავდა.
მივედი, მივესალმე და ვკითხე, გოგონების შესვლა თუ შეიძლებაო.
არა შვილო, ეზოში ნუ შევლენ, არ შეიძლებაო.
გავძახე გოგონებს, გარედან დაათვალიერეთ-თქო და გავესაუბრე ამ კაცს.
პაპაჩემის დეიდაშვილი აღმოჩნდა პაპა ვასო :).
(ეს უკვე მეორე ნათესავი ვიპოვე აქ, ხადაში. პირველზე მოგვიანებით დავწერ :))
გურული და ჩვენებიც შემოგვიერთდნენ და პოლიტიკაზე ვისაუბრეთ.
შემდეგ გამოვკითხეთ იქაურობის ამბები, რისი ნახვა შეგვეძლო.

Image

მერე უცებ შემოგვტირასავით, ჩემი ცოლია, წლისთავი ახლა უსრულდებაო.
შემოვუარეთ საფლავს, რომ ქვისთვის შეგვეხედა და მოხუცი ქალის და კაცის სახეები იყო მარმარილოზე დახატული.

ამ კაცს არ ჰგავდა და გამიკვირდა, ქმარი თუ ეს არის, ვინ დაუხატეს გვერდზე-თქო.
კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი რომ ეს კაცი იყო, ოღონდ სურათიდან იყო გადახატული და მაგიტომაც არ ჰგავდა.
გარდაცვალების წლის ბოლო ორი ციფრი დატოვებული იყო, მხოლოდ 20 ეწერა.

რა ვიცი, ჩემთვის მძიმე წარმოსადგენია ასეთი რამ, წინასწარ გაიმზადა საფლავი.

Image

რაღაცნაირად დავმძიმდი ამ სურათის შემხედვარე და გამოვბრუნდი, ვერც კი დავემშვიდობე.

ეკლესიასთან რომ მივედი, ინგა ათვალიერებდა ეკლესიას ღობიდან.
მის უკან, მთაზე, წამალაიძეების კოშკებია.

Image

ახლა გეტყვით, ინგა რატომ შევარქვი... სინამდვილეში ელენე ჰქვია.

პირველი დანახვისთანავე ინგას მივამსგავსე, კუკარაჩადან და მაგიტომ.
მოგვიანებით დავდებ სურათს ახლო კადრიდან და თვითნაც მიამსგავსებთ ალბათ :)

მერე ერთ უკუღმართ ადამიანს ვეჩხუბე, რომელმაც არ გაითვალისწინა ჩემი თხოვნა, მთის წესებიც და მეც დამიკიდა და მაინც შევიდა ეზოში.
არაფერმა არ გაჭრა, არც თხოვნამ, არც ჩხუბმა, ვერ გამოვიყვანე.

კარგად არ ჩანს, მაგრამ მგონი ცხვარის ბარელიეფია კარების თავზე.
ნეტა რას უნდა ნიშნავდეს :).
იმედია მოვა ჩიტუციო და დაგვიწერს რამეს.

Image

ეს ძველი და ახალი საფლავებია ერთად :)

Image

სხვათა შორის ქოროღოს ეკლესიასთან ვნახეთ ზაფხულში ძველი საფლავები, თითქმის ყველას წარწერები ჰქონდა :).
დრო არ იყო, თორე ყველა მინდოდა წამეკითხა და გადამეღო :).
იმედია კვირას მოვახერხებ :).

კი კარგად იყვნენ წამოწოლილები ბალახზე ჩვენები, მაგრამ დროის დაკარგვა არ შეიძლებოდა გზა უნდა გაგვეგრძელებინა, რომ ნორმალური ადგილი გვენახა საჭმელად. წყალიც გვწყუროდა.

ტიტუ ოთხი საათი დაწყებულა :shock:
წავედი ნანებში.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
khrukhuna
მაწანწალა
Posts: 586
Joined: 16 ივნ 2008, 12:37
Location: tbilisi
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by khrukhuna » 11 სექ 2008, 09:02

Int3lig3nt wrote:ამ გასვლას khrukhuna-ს ვუძღვნი :).
ძალიან უნდოდა ჩვენთან ყოფნა, მაგრამ საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხა.



ინტელ დიდი მადლობა,ვერ წამოიდგენ როგორ გამახარე...

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5269
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by teo- » 11 სექ 2008, 19:05

au me ro chanchqershi viyAVI IS SURATEBI MINDAAAAAAAAAAAAA

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by SHORENA » 12 სექ 2008, 13:28

ოოოოოოოოო,
ე.ი ყველაფერი ხომ კარგი იყო _ სიარულიც, ფორთხვაც, ბობღვაც, მაგრამ ჩანჩქერში შესვლამ სულ ”დაგლიჯა” :wink:

ჩემს თვალში კი ამ ლაშქრობის ერთ-ერთი გმირი ნინი_85-ია, თუ არ ვცდები 3-4-ჯერ შევარდა ჩანჩქერში :D

თავიდან მხოლოდ შხეფებით ვტკბებოდით და წყალში შესვლა მე პირადად რატომღაც აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ ჰოპ და ნინი ისე შევარდა, გურულის არ იყოს ჩანჩქერმა თითქოს უკან დაიხიაო და ჩვენც ყველა სახტად დაგვტოვა :lol: (ნუ აპლოდისმენტებმაც არ დააყოვნა)
შემდეგ ნინის მიჰყვა თეო, თეოს თამუსია და მე მივყევით და ჩანჩქერსაც შევეშვირეთ და წყალშიც ვითქაფუნეთ :lol: :lol:

ამ მომენტების სრულად ამსახველი ფოტო მასალა ალბათ zura_N -ს თუ ექნება, სხვას არავის.
ეს კი ანუკის ფოტოაპარატით დაფიქსირებული კადრებია,
გ ი ჯ ე ბ ი :lol:
Image
Image
Image

User avatar
SHORENA
მაწანწალა
Posts: 345
Joined: 12 ივლ 2007, 18:43
Location: Tbilisi
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by SHORENA » 12 სექ 2008, 13:46

ეს ჯერ კიდევ სიმშრალეში, მე და თამუნა :)

Image

User avatar
Mariam
მაწანწალა
Posts: 521
Joined: 20 სექ 2007, 22:49
ხადას ხეობა - 7.09.08

Post by Mariam » 12 სექ 2008, 13:48

თორმოწამის ეკლესია
ამაში მთავარმოწამე გიორგი იგულისხმება :?:
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]