
ციხის ქვემოთ ტყის ზოლი იყო და ბილიკები არ ჩანდა.
ბევრი აღარ მიძებნია და პირველივე უტყეო აღმართს ავუყევი.
რამდენიმე მომყვა, უმეტესმა ნაწილმა ცოტა მოშორებით დაიწყო ასვლა.

მალე მივხვდი რომ კარგი გზა ვერ შევარჩიე, მაგრამ უკან დაბრუნება აღარ მინდოდა.
თან გოგონები მომყვებოდნენ უკან და თავს ხომ არ შევირცხვენდი

ავდიოდი და თან ცოტ-ცოტას ვეხმარებოდი.
ერთ მომენტში საკმაოდ რთული მონაკვეთი შეგვხვდა და კიკის დახმარებისას, დავსრიალდი და კიკიც ქვემოთ ჩავიტანე

საბედნიეროდ, არაფერი არ გვიტკენია

შემდეგ ტყეში შევიდა ბილიკი და იქ აღარ გაგვჭირვებია.
თავისუფლად შეიძლებოდა ფესვებზე და ტოტებზე მოჭიდება.
რთულ ადგილებში თამაზი და ზურა_ნ იდგნენ და ეხმარებოდნენ გოგონებს.
ციხესთან რომ ავედი, ცოტა გამიკვირდა... ელგუჯას ციხე ქვემოდან პატარა მოჩანდა. მეგონა მაქსიმუმ 2-3 მეტრი იქნებოდა სიმაღლეში და 6-7 სიგრძეში.
დადეს უკვე სურათები და აღარ დავდებ გარეთა ხედს.
ჩემს წინ კი 20-25 მეტრამდე სიგრძის და 9-10 მეტრი სიმაღლის კედელი აღიმართა, რომელიც კლდეში ბუნებრივად გამოკვეთილ გამოქვაბულს (ასე ეძახიან, თორე დიდად არ ჰგავდა) ფარავდა.
შესასვლელი გვერდიდან იყო.
უმეტესობა უკვე შესულიყო, ათვალიერებდნენ.

შიგნით სივიწროვე იყო.
ჩემი აზრით, საკმაოდ მოუხერხებელი ინტერიერი ჰქონდა.
ძალიან მაინტერესებს რა ხდებოდა ამ ციხეში ძველად

ნეტა მხოლოდ თავის შესაფარებლად იყენებდნენ?
ისე ერთი 50 ადამიანი კი დაეტეოდა ალბათ... მეტიც (თუ ვცდები?).
ციხეს მეორე ბოლოში, შედარებით დაბალი კედელი ჰქონდა. ზემოთ თავისუფალი სივრცით.
ადვილი შესაძლებელია, თავიდან იქიდან იყო შემოსასვლელი.
რამდენიმე კარაველი ზედ აბობღებულიყო და გარემოს ათვალიერებდნენ.

სხვები კი ქვემოთ იდგნენ და მათ ჩამოსვლას ელოდებოდნენ, რომ თავადაც ასულიყვნენ.

შენიშვნა:
იქ ყოფნისას კინაღამ ცუდი რაღაც შეგვემთხვა.
ზემოდან დიდი ქვა ჩამოვარდა და ქვემოთ მდგომ გოგონებს სულ ცოტათი ასცდა.
ასე, რომ გაითვალისწინეთ, ზემოთ ასვლისას ფრთხილად იყავით.