თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
- Mta Mkvarebia
- მარგალიტი
- Posts: 9960
- Joined: 23 აგვ 2007, 12:23
- Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
1. რეგიონი: კახეთის მხარე, ახმეტის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ომალო-კესელო-დართლო-კვავლო-დანო-ბეღელა-დოჭუ-შენაქო-ომალო-თბილისი
3. ხანგრძლივობა:
4 დღე
4. სირთულე:
მარტივი, ძირითადად არასაფეხოსნო მარშრუტი, გომეწრის ხეობის გარდა, ამ ხეობაში ფეხით შევედით
5. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩამოთვლილ სოფლებთან მეტნაკლებად ახლომდებარე სხვა სოფლები: ხახმატი, ილურთა, ჯვარბოსელი, დიკლო, ფარსმა, გირევი და სხვა, რომელთა ნახვა ვერ მოვახერხეთ უამინდობის ან უგზოობის გამო
6. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
მთლიანად გავლილი მანძილი -550კმ
აქედან:
თბილისი-თელავი - 160კმ
თელავი-სოფელი ფშაველი-32კმ
სოფელი ფშაველი - ომალო-72 კმ. ამ მონაკვეთზე იმდენად ცუდი გზაა, რომ მის დაფარვას მანქანა დაახლოებით 4 საათს ანდომებს. გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ ორხიდიანი ავტომობილით ( პაატას დავესესხები: პაჯერო იოსა და რაფ4-ის მძღოლებმა ჯობს თავი შეიკავონ თუშეთში წასვლაზე, რადგან მანქანა შეიძლება ან გზაზე დატოვონ ან სერიოზულად დააზიანონ).
დანარჩენი შიდა გზებზე ვიარეთ
7. ფეხით გავლილი მანძილი: გომეწრის ხეობაში, სოფელ ბეღელამდე სამანქანო გზაზე და შემდეგ სოფელ დოჭუმდე ტყე-ტყე, ბილიკ-ბილიკ, აღმარ-დაღმართ, დაახლოებით 10-12 კმ.
8. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
თითქმის ყველა სოფელში კოშკები, ლამაზი სახლები, ხატები და სალოცავები, რომელთან მიახლოებაც ქალისთვის კი არა მამაკაცისთვისაც კი არ შეიძლება, ულამაზესი სოფელი დართლო, კოშკებით და დანგრეული ეკლესიით, სადაც ასევე არ შეიძლება ქალის მიახლოება, ეკლესია შენაქოში, თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობა და ვიზიტორთა მშენებარე, უაღრესად კეთილმოწყობილი ცენტრი ომალოში.
9. საბანაკე ადგილები: ყველგან მშვენიერი საბანაკე ადგილებია, თუმცა ზოგიერთი სასტუმროს ეზოში ან სიახლოვეს ბანაკის დასაცემად სასტუმროს მეპატრონის ნებართვაა საჭირო. ასევე დაცულ ტერიტორიებზე კოცონის დანთება მხოლოდ განსაზღვრულ ადგილებშია შესაძლებელი. (სასტუმროს ტერიტორიაზე ან ახლოს დაბანაკება სასმელი წყლის გამოა მიზანშეწონილი)
10. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში, სხვაგან იშვიათად. თუმცა გვხვდება მთიდან ჩამომდინარე პატარა ნაკადულები, რომელიც სასმელად ვარგისია.
11. საჭირო აღჭურვილობა, რეკომენდაციები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი სამოსი, მოცურებისგან დამცავი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ძალიან თბილი ტანსაცმელი და საძილე, განსაკუთრებით თუ შემოდგომის დასაწყისში აპირებთ თუშეთში გამგზავრებას.
12. სასარგებლო საკონტაქტო ინფო: თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის მისამართი:
ახმეტის რ-ნი, სოფელი ომალო
ტელ: 899 98 24 17
დაცული ტერიტორიების დეპარტამენტის მისამართი:
თბილისი, გულუას ქ.6
ტელ./ფაქსი: 75 23 55
ელ.ფოსტა: info@dpa.gov.ge
ვებ-გვერდი: www.dpa.gov.ge
საოჯახო სასტუმროები:
"თუშეთი" (სოფელი ომალო) მეპატრონე ვაჟა შაბალაიძე (ჩვენი მასპინძელი, უაღრესად კეთილშობილი და საინტერესო პიროვნება, მისი სასტუმროს ეზოში გვქონდა კარვები გაშლილი), ტელ:-------------------
"დართლო" (სოფელი დართლო) ტელ:893 444 229
"სამციხე" (სოფელი დართლო) ტელ:899 11 89 93
"კრუისკარი" (სოფელი დოჭუ) ტელ:899 28 56 47
"დოჭუ" (სოფელი დოჭუ) ტელ: 899 53 33 98
"ომალო-2005" (სოფელი ომალო) ტელ: 899 67 22 43
"ლამატი" (სოფელი ვერხოვანი) ტელ: 899 700 378
'ჯიქი" (სოფელი ჭეშო) 899 67 42 10
13. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს
მთელი თუშეთი ღირშესანიშნავი ადგილია, თუ დრო გაქვთ და გზაც მიდის ბევრი საინტერესო რამის ნახვა შეიძლება.
14. რუქა: მოგვიანებით დავდებ ლინკს

სხვა სასარგებლო ინფორმაცია თუშეთის შესახებ:
თუშეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა, მის ჩრდილოეთ კალთაზე. აღმოსავლეთით თუშეთს საზღვრავს დაღესტანი, დასავლეთით ფშავი და ხევსურეთი, ჩრდილოეთით ჩეჩნეთი, სამხრეთით კახეთი.
ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით „თუშეთს უკავია ორი ხევი — გომეწრისა და პირიქითისა. გომეწრის ხევი აერთიანებს წოვათის და გომეწრის თემებს, ხოლო პირიქითისა — პირიქით და ჩაღმა თემებს“. დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით თუშეთის მთელი ტერიტორია კახეთის მხარის ახმეტის რაიონში შედის და 10 სოფელს მოიცავს, სადაც მუდმივი მოსახლეობა შემორჩა. თუშეთის ცენტრად ითვლება სოფელი ომალო.
თუშეთს ზოგჯერ მთათუშეთსაც უწოდებენ, რადგან თუშები ბარშიც სახლობენ, კერძოდ ახმეტისა და თელავის რაიონებში. მაგრამ „ბარის თუშეთი“ სინამდვილეში კახეთია, ამიტომ ტერმინი „მთათუშეთი“ არც ისტორიულადაა გამართლებელი და ვერც თანამედროვე ვითარებას ასახავს.
გეოგრაფია
თუშეთი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდ. განედის 42032/-42022/ და აღმ. გრძედის 63017/-63022/ შუა; მისი ფართობია 896 კვ. კმ. ადმინისტრაციულად იგი შედის ახმეტის რაიონში და ზღვის დონიდან 1650-4493 მ სიმაღლეზე მდებარეობს; სოფლები განლაგებულია 1900 მ-დან 2400 მ-მდე.
თუშეთი კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედსა და გვერდით ქედს შორის მდებარე ქვაბულშია მოქცეული, რომელსაც ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის (პირიქითის) ქედი, დასავლეთით ამუგო–აწუნთის ქედი, აღმოსავლეთით ბუნებრივი საზღვარი გაუყვება აკაზმა-ჭეროსთავის ქედს და მთავრდება მდინარე ანდის ყოისუს ხეობაში, ხოლო სამხრეთით ესაზღვრება კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი, ე. წ. ვადაეთის ქედი.
თუშეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება თუშეთის ქედი, მისი უმაღლესი მწვერვალია ტებულო (4493 მ). თუშეთის ქედის პერპენდიკულარულად სამხრეთ მიმართულებით გამოიყოფა შემდეგი ქედები: ძველციხეთანის, ჭეროს, ცირბევის, დანოს, ლაროვანის, სანარის ქედი-სანარისა და აკაზმის ქედები.
მთავარი წყალგამყოფი ქედის მწვერვალებიდან აღსანიშნავია: შავი კლდე (3574 მ), დიდგვერდი (3334 მ) და პატარა ბორბალო (3180 მ).
მთავარი წყალგამყოფი ქედიდან გამოიყოფა უამრავი პერპენდიკულარული ქედები, რომელთა შორის აღსანიშნავია საჯინჭვლის, ნახიდურის, ალატოვანის, ოთხწყაროს, ენჭოს, ლაისა და სხვა.
თუშეთის რელიეფი და მისი ძირითადი ტიპები ჩამოყალიბებულია მეოთხეული პერიოდის ვერტიკალური მოძრაობებით, გამყინვარებით, მდინარეული ეროზიითა და მექანიკური გამოფიტვით.
ვაკეებიდან გამოირჩევა ომალო-დიკლოს ვაკე, რომელიც ალაზნის კანიონით გაყოფილია ორ ნაწილად. აქვეა ცოკალთა-ქუმელაურთის ვაკე. აღსანიშნავია აგრეთვე თურსიეხის, ქვახიდის, წოვათის, ალაზნის თავის და სხვა პატარ-პატარა ვაკეები.
კლიმატი
თუშეთში იანვარ-თებერვლის საშუალო ტემპერატურა 3-8 გრადუსია, იანვარ-თებერვალში ჰაერის საშუალო ტემპერატურა — 13-15 გრადუსზე დაბლა არ ჩამოდის (ეს არის ინფორმაცია რომელიც ვიკიპედიაზე დევს, მაგრამ არ უნდა შეესაბამებოდეს რეალობას, ვაჟა შაბალაიძემ, ჩვენმა მასპინძელმა გვითხრა ზამთარში ტემპერატურა -35 გრადუსზეც ეცემაო) თოვლის საფარის ხანგრძლივობა 5-6 თვეა, ხოლო ივლის-აგვისტოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 14-15 გრადუსია.
ნალექების რაოდენობა მერყეობს 450-900 მმ-ს შორის საშუალო მრავალწლიური კი 770 მმ-ია. აქედან ნალექების 69% მოდის თბილ პერიოდში აპრილიდან-სექტემბრის ჩათვლით, 31% კი — დანარჩენ ექვს თვეში მყარი სახით. თოვლის საფარის მაქსიმალური სისქე 2 მ-ს აღწევს, მინიმალური 0.3 მ-ს.
თუშეთის ჰავა კონტინენტურია. ღრუბლიან დღეთა რაოდენობა, საშუალოდ, თვეში 5.5-ია. სეტყვა იშვიათი მოვლენაა, რაც შეეხება ხორხოშელას, იგი უფრო ხშირადაა მოსალოდნელი. აქ საშუალო სიჩქარის ქარები (7-14 მ/წმ) წელიწადში 10%-ს აღწევს. თუშეთში, ძირითადად, სუსტი ქარი და წყნარი დღეები იცის.
ჰიდრორესურსებითუშეთში ორი მდინარეა: გომეწრის (თუშეთის) ალაზანი და პირიქითი ალაზანი თავისი მრავალი შენაკადით. ეს ორი მდინარე ერთმანეთს უერთდება სოფ. შენაქოს მიდამოებში და სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ მიედინება ანდის ყოისუს სახელწოდებით. გომეწრის (თუშეთის) ალაზანი სათავეს იღებს ბორბალოს მთაზე დაახლოებით 3000 მ-ზე ზღვის დონიდან, ხოლო პირიქითი ალაზანი აწუნთა-ტებულოს ქედის აღმოსავლეთ ფერდობებზე (3300 მ-ზე).
გომეწრის (თუშეთის) ალაზანს (სიგრძე 53 კმ) შენაკადთა უმეტესობა მარჯვენა მხრიდან აქვს: შავწყალი, ვაკისძირის ხევი, ორწყალი თავისი შენაკადებით: ვესტმოს ხევი, სახარის, შავიკლდის, სამერცხლის და საბუის ხევები. ხისოს (ჭანჭახოვანის) ალაზანი თავისი შენაკადებით: ორმოთგორის ხევი, ფიცრის ჭალის, ალატოვანის, ენჭოს და ხისოს ხევები და ნახიდურის წყალი. მარჯვენა მხრიდან უერთდება წუათის ხევი.
პირიქითის ალაზნის მარცხენა მხარის შემდინარეებია: თურსიეხის ხევი, ჭონთიოს, გირევის, ფარსმის, ჭეშოს, ცირბევის, წისქვილების, კვავლოს, დანოსა და ჩიღოს ხევები. მარჯვენა მხრიდან კი — ლაროვანის წყალი.
თუშეთის მდინარეები ზამთარში ნაწილობრივ იყინება.
თუშეთში უამრავი პატარ-პატარა ზომის ტბაა. სუბალპურ ზონაში (მდინარე ორწყლის სათავეებში) მყინვარული წარმოშობის ტბებია. არც ერთი მათგანის დიამეტრი არ აღემატება 20 მეტრს. ასეთივე ზომის ტბებია შავიკლდის ხევისა და ვებუს ხევის სათავეებში. კალოანის ხევის სათავეში მდებარე ტბა (მყინვარული წარმოშობით) მთელი წლის განმავლობაში გაყინულია.
ჭანჭახოვანის ქედის ჩრდილო ფერდობებზე მდებარე ტბის სიგრძე 12-15 მ-ა, სიგანე — 5-6 მ. ტბა ძალიან ღრმაა. ნასოფლარ ჰეღოსთან გვხვდება გამდინარე ტბა სიგრძით 200 მ.
თუშეთის ტერიტორიაზე ვხვდებით ჭაობებსაც, რომლებიც პატარა ტბების დაშრობით უნდა იყოს გამოწვეული. ისინი გავრცელებულია როგორც ალპურ და სუბნივალურ ზონებში, ისე სოფლების მიდამოებში. სოფლების: შენაქოს, ომალოს, დიკლოს, თურსიეხისა და ხახაბოს ჭაობების არსებობაზე დიდ გავლენას ახდენს გრუნტის წყლების ზედაპირთან ახლოს მდებარეობა.
თუშეთში საკმაოდ დიდი რაოდენობითაა სამკურნალო-მინერალური წყლები. „ჩიღოს წყალი“ ძალიან მარილიანია და შეიცავს ქლორიდებს, ვეძის გორის ძირში გამოდის მჟავე წყლის ორი ჭავლი, სოფელ ხისოსთან, შენაქოსთან, ფარსმასთან, ნასოფლართან და ჭონთიოსთან გვხვდება ტუტე-მარილიანი წყლები, ასევე ომალოსთან არის ტუტე მარილიანი წყლის სამი ჭავლი. სოფელ დოჭუსა და ხახაბოს მიდამოებში არის რკინის შემცველი წყაროები.
ფლორა
თუშეთის ტერიტორიები ხასიათდება ფლორისტული მრავალფეროვნებით, ენდემურ და უძველეს რელიქტურ სახეობათა სიუხვით, რაც ერთის მხრივ, განპირობებულია ტერიტორიის სიდიდითა და გეოგრაფიული მდებარეობით, მიუხედავად ვერტიკალური სარტყელების მცირე დიაპაზონისა. თუშეთის ტყეების საერთო ფართობი შეადგენს 32000 ჰა-ს. ძირითადად წარმოდგენილია ფიჭვნარით (სოსნოვსკის ფიჭვი) და არყნარით (ლიტვინოვისა და რადეს არყი). მათ ხშირად ეთავსება ისეთი სახეობები, როგორიცაა ცირცელი, მდგნალი, მურყნარი და სხვა. თუშეთის ტყეებში და მათ გარეთაც მრავლადაა კენკროვანი და ტყის ხილის მცენარეულობა.
თუშეთის ტყეებში გამოიყოფა ტყის ტიპები, რომლებიც სხვაგან თითქმის არ აღნიშნულა: არყნარ-ფიჭვნარი სუბალპური ბალახეულით, არყნარ-ცაცხვნარი ბუჩქნარებით, ფიჭვნარი დეკათი და სხვა. ფიჭვი ზღვის დონიდან 2650 მეტრამდე გვხვდება, რაც კავკასიისათვის უნიკალური შემთხვევაა. თუშეთის ფიჭვნარებს, ოროგრაფიული იზოლირების წყალობით, ჯიშობრივი ცვლილება არ განუცდია. თითქმის ორი მილიონი წლის კარჩაკეტილი ევოლუციის შედეგია აქ მცენარეთა ტიპურებიდან განსხვავებული ფორმების არსებობა, ასეთებია: სოსნოვსკის ფიჭვი, მაჯაღვერი, ტირიფები, თელა და ა. შ.
ფაუნა
მდიდარი სახეობრივი შემადგენლობით გამოირჩევა ცხოველთა სამყარო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მტაცებელთა და წყვილჩლიქოსანთა რიგების წარმომადგენლები. ასეთი სახეობებია: ნიამორი, რომლის არეალიც შემოიფარგლება გომეწრისა და პირიქითის ვიწრო კლდოვანი ხეობებით და დიკლოს ხორხის მიდამოებით; არჩვი — მისი რიცხოვნობა ანთროპოგენული ფაქტორების ზემოქმედების გამო (ძოვება, ბრაკონიერობა) მკვეთრად შემცირებულია; აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ირემი, რომლის პოპულაცია ძალიან მცირერიცხოვანია; შველი, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ კავკასიონის თითქმის მთელ ტერიტორიაზე.
მტაცებლებიდან პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს წინააზიური ლეოპარდი (ჯიქი), რომელიც მთელ კავკასიაში ერთეული ინდივიდების სახით არის შემორჩენილი პირიქითის ქედის სუბალპურ, ალპურ და სუბნივალურ ზონებში. იგი აღმოჩენილ იქნა ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალშიც. ეს ცხოველი ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ წიგნშია შეტანილი.
თუშეთში ასევე გავრცელებულია მგელი, ფოცხვერი, დათვი და ა.შ.
ფრინველთა სახეობებიდან აღსანიშნავია კრავიჭამია, შევარდენი, შურთხი (მთის ინდაური). ყველა ეს სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ წიგნში.
ისტორია
ფხოველთა (ფშავ-ხევსურთა) თუშეთში მიგრაციის შესახებ რამდენიმე წყარო მეტყველებს. ამას მხარს უმაგრებს გვარ-სახელები, ენობრივი დიალექტური შეხვედრები, სეხნია ტოპონიმები და სხვა. ეს შეიძლება მომხდარიყო ახ. წ.-ის IV ს-ის პირველ ნახევარში, იბერიის მეფე მირიან III-ის მიერ ქვეყნის გაქრისტიანების მცდელობის წინააღმდეგ ამხედრებულ ტომთა მიერ.
თუშეთში აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალებით დგინდება თუშეთის ტერიტორიის დასახლება უძველესი დროიდან. გვიან ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ზოომორფული ფიგურები თუ სიმბოლო-ნიშნები თუშეთის ტრადიციული მეურნეობრივი დარგების-მეცხვარეობისა და მსხვილფეხა მესაქონლეობის ისტორიის მნიშვნელოვანი ქრონოლოგიური ნიშნულებია.
ქართულ საისტორიო წყაროებში თუშეთის შესახებ საკმაოდ მწირი ცნობები მოიპოვება. ერთ-ერთი ასეთი ცნობა უკავშირდება IV საუკუნეში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას საქართველოში და, ამასთან დაკავშირებით, ფხოველთა იძულებით გადასახლებას თუშეთში.
VIII საუკუნეში თუშეთი მოიხსენიება საქართველოს სამეფოსადმი დაქვემდებარებულ ჩრდილო კავკასიელ ტომებთან, კერძოდ, ხუნძახის თემთან საერთო ადმინისტრაციულ საზღვრებში — წუქეთის საერისთაოში. ამ დროს უნდა უკავშირდებოდეს ქრისტიანობის გავრცელება რეგიონში, რაზეც მეტყველებს ინგუშეთისა და დაღესტნის IX საუკუნის ქრისტიანული ძეგლები.
XV საუკუნეში გიორგი I აუქმებს საერისთავოებს და აწესებს სამოურავოებს.
მნიშვნელოვანია XVI საუკუნის ცნობა, რომელიც ეხება კახეთის მეფე ლევანის მიერ თუშთა შემომტკიცებას. ეს არის პირველი ისტორიული ცნობა თუშეთის მეცხვარეობისა და კახეთში ზამთრის საძოვრებით სარგებლობის შესახებ.
1660 წელს თათარ დამპყრობთა წინააღმდეგ ბახტრიონის ბრძოლაში თუშების მიერ შეტანილი დიდი წვლილი დასდებია საფუძვლად ლეგენდას, რომელიც ეხება თუშთა ბელადის — ზეზვა გაფრინდაულის მამაცობასა და ალონის ველის თუშებისთვის გადაცემას.
თუშებისთვის ალვანის ველის საძოვრებით სარგებლობის უფლება შემდგომში დაკანონებულ იქნა კახეთის მეფეების — თეიმურაზ II-ისა და ერეკლე I-ის სიგელ-გუჯრებით.
XVII საუკუნეში, როგორც ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მიკვლეულ ქვაზე დაწერილი გუჯარიდან ირკვევა, თუშებს თავიანთი ცხვარმრავალი ფარებისათვის ათვისებული აქვთ შირაქის ზამთრის საძოვრები, რომელსაც დღემდე არ დაუკარგავს თავისი ეკონომიკური მნიშვნელობა და თუშეთის გეოსოციალური სტრუქტურის ორგანულ კომპონენტს წარმოადგენს.
მეზობელი ტომების თავდასხმებისაგან თუშეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა ადგილობრივი ფორტიფიკაციული არქიტექტურა.
სოფლების განაშენიანებისათვის, როგორც შენაქოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი დასახლების ნაშთები მოწმობს, უძველესი დროიდან უპირატესობა ენიჭებოდა ბუნებრივ სიმაგრეებსა და შეჯგუფულ დასახლებას. ამგვარ ციხე-სოფლებს განეკუთვნება ძველი დიკლო, ჰეღო, წარო, ინდურთა და ა. შ. თუშეთის ყოველ სოფელში დღემდეა შემონახული XVII-XVIII საუკუნეების თავდაცვითი და სასიგნალო ციხე-კოშკები, რომლებშიც იხიზნებოდა მოსახლეობა და კოლექტიურად იცავდა თავს მომხვდურთაგან.
საოჯახო თემის საცხოვრებელმა ციხე-სახლებმა XIX საუკუნის II ნახევარში დაკარგეს თავდაცვითი ფუნქცია და დაიწყო მათი გადაკეთება და ახალი ტიპის საცხოვრებლების-აივნიანი სახლების მშენებლობა, რაც პასუხობდა შეცვლილ სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნილებებსა და ესთეტიკურ შეხედულებებს.
ტრადიცია და კულტურა
თუშეთის ეთნოკულტურულ თავისებურებას, საქართველოს სხვა ტრადიციული კულტურებისგან განსხვავებით, ძირითადად განაპირობებს ისტორიულად ჩამოყალიბებული სპეციფიკური მეურნეობრივი წყობა-მომთაბარეობითი მეცხვარეობის, მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების ერთობლიობა.
თუშეთის ტრადიციული განსახლების სისტემა, ეკოლოგიურ-ესთეტიკური და თავდაცვით-სამეურნეო თვალსაზრისით, ბუნებრივი და ანთროპოგენული გარემოს ჰარმონიული თანაარსებობისა და განვითარების სრულყოფილ ნიმუშს წარმოადგენს. ადგილობრივი ფიქალი ქვით აშენებული სოფლები და ციხე-კოშკები გარემომცველ ბუნებრივ გარემოსთან ერთად მაღალი ხარისხის ლანდშაფტურ ღირებულებებს ქმნის.
მომთაბარეობითმა მეცხვარეობამ, თუში მამაკაცის ტრადიციულმა დასაქმების სფერომ, დიდი როლი ითამაშა თუშების ეთნოფსიქოლოგიური და ყოფითი თავისებურებების ჩამოყალიბებაში. ტოლერანტობა, სულიერი წონასწორობა და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციების ერთგულება მწყემსი თუშების ყველაზე გამოკვეთილი მენტალური თვისებებია.
რთულ გეოგრაფიულ და კლიმატურ პირობებში ხანგრძლივი ბუნებრივი სელექციის შედეგად მომთაბარეობითი მეცხვარეობის გზით გამოყვანილია ცხვრის, ცხენისა და მეცხვარე ძაღლის ადგილობრივი, თუშური ჯიშები.
მწყემსების მიერ თაობიდან თაობას გაá

Mta Mkvarebia
ამდენს რომ წერ
ამის წაკითხვას ჯობდა წამოვსულიყავით
ამდენს რომ წერ
ამის წაკითხვას ჯობდა წამოვსულიყავით

- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
ZVIOSULI wrote: ამდენს რომ წერ
ამის წაკითხვას ჯობდა წამოვსულიყავით
მართალი ხარ, უნდა წამოსულიყავით.
უძაანმაგრესი იყო.

konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი

Last edited by paata_ on 09 სექ 2008, 12:35, edited 1 time in total.
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
Last edited by paata_ on 18 აგვ 2009, 23:21, edited 1 time in total.
- konstantine
- იეტი
- Posts: 1243
- Joined: 23 ივნ 2008, 22:40
- Location: Katitsvera
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
paata_
გაიხარე პაატა...
ყველა მაგარია ოღონდ განსაკუთრებულად დალამაზია, ნაძვნარი ნისლში.
გაიხარე პაატა...
ყველა მაგარია ოღონდ განსაკუთრებულად დალამაზია, ნაძვნარი ნისლში.
konstantine
'74' '37' '29' '27' '01'
'74' '37' '29' '27' '01'
თუშეთი, 2008 წლის 5-8 სექტემბერი
დიდი მადლობა პაატა.გე-ს დაუვიწყარი იყო თუშეთში გატარებული ეს დღეები