გამარჯვება თქვენი

ესეიგი რა ხდება, შარშანწინ ჩემმა ტრენერმა დამპატიჟა(მაქირავებინა თავისი სახლი

) კორტანეთში, ეს არის სოფელი ბორჯომთან ახლოს, იქ არის ეკლესია, წმინდა გიორგის სახელობის, 3 დღე ვიყავით იქ და გადავუხადე 20 ლარი, სახლში გავჩერდი იმასთან, საჭმელი ჩემი მქონდა, ადგილია უძლიერესი, ულამაზესი, ბორჯომს ბევრად ჯობია ადგილებით, იქ ეკლესია რომ არის, გარშემო მთა აქვს და ის იშლება ხოლმე, გარშემო შემოსუფთავება ჭირდებახოლმე და ის დავასუფთავეთ , ადგილები დავათვალიერეთ, სოკო მოვკრიფე(მანჭკვალა მენატრება

) და მესამე დღეს გამოვბრუნდით უკან.
ულამაზესი ადგილია , უზარმაზარ ნაძვებში და მოკლედ მოსაწონი რამეა. ხოდა იქით მატარებლით წავედით და ვფიქრობ არც მიმიქარავს, მაგარი გაასწორა(კომფორტულობა შორსაა მაგისგან მარა სასიამოვნოა სასიარულოდ) ხოდა გთავაზობთ იქ წასვლას (მე ისედაც მივდივარ) იმ კაცს არ დავკავშირებივარ, აღარ დავდივარ წყალბურთზე და თუ გინდათ წავიდეთ

მთლიანობაში საჭმელი რომ არ ჩავთავალოთ 30 ლარამდე გამოვა რა... მატარებლის ბილეთიანათ, თუ არ გაძვირდა 3 ლარი ღირდა მაშინ, ეხლა არ ვიცი, ნუ მაქსიმუმ 40 რა

საჭმელი რომ წავიღოთ და სპალნიკები მე ვფიქრობ ძალიან მაგრა გაასწორებს.
აბა თარიღი სექტემბრის ბოლო პარასკევ-კვირა... თუ რამე ლაშქრობას ხელს შეუშლის შეიძლება გადაწევაც.
აბა რას ფიქრობთ
